x
მეტი
  • 28.03.2024
  • სტატია:134037
  • ვიდეო:353919
  • სურათი:508247
ფილმები, რომელთა ჩვენება აკრძალა რუსეთმა
ფილმებსა და საერთოდ კინემატოგრაფიას თანამედროვე ეპოქაში ძალიან დიდი ადგილი უჭირავს ადამიანის ყოველდღიურ ცხოვრებაში. საზოგადოების ინტერესს იწვევს მსოფლიო კინომწარმოებლების ყველა ახალი წამოწყება, ახალი ფილმები, თავად ამ ფილმების შემქმნელებისა თუ მათში მონაწილე გმირების ისტორიები როგორც ფილმში, ასევე ფილმს გარეთ. ამის გამოა, რომ თანამედროვე კინოინდუსტრია მუდმივი "დაკვირვების" ქვეშაა.

კინოხელოვნება (ბერძნულად kineo – „ვმოძრაობ") არის ვიზუალური ხელოვნების დარგი, რომლის ნაწარმოებები იქმნება რეალური, ინსცენირებული ან მულტიპლიკაციის საშუალებებით შექმნილი მოვლენების შესახებ.




image


კინოხელოვნება გაჩნდა მე–20 საუკუნეში, რომლის კონცეფცია არის შავ–თეთრი ან ფერადი „მოძრავი ნახატების“ პროეცირება ეკრანზე. კინოხელოვნებაში ხდება ლიტერატურის, თეატრის, სახვითი ხელოვნებისა და მუსიკის სინთეზი მისთვის დამახასიათებელი გამოხატვის საშუალებებით, რომელთაგან უმთავრესია კინოგამოსახულების ფოტოგრაფიული ბუნება და მონტაჟი. ხელოვნების ეს დარგი თითქმის მთლიანად არის დამოკიდებული ტექნიკურ განვითარებაზე, მათ შორის ფოტოგრაფიების მოძრაობის, პროექცირების, გახმოვანების, კინოფირების დამუშავებისა და გამჟღავნების ტექნოლოგიებზე.



კინოხელოვნება განუყოფლად არის დაკავშირებული კინოინდუსტრიასთან, რომელიც აწარმოებს კინოაპარატურას, გადასაღებ, გადამამრავლებელ, სადემონსტრაციო და სხვა ტექნოლოგიურ მოწყობილობებს. კინოხელოვნებისა და კინოინდუსტრიის ერთობლიობას კინემატოგრაფია ეწოდება.




თუმცაღა, კინოს გადასაღები ტექნიკის განვითარებისა და კინემატოგრაფიული პროცესების გამარტივებასთან ერთად გაიზარდა რეჟისორული საქმიანობის მოსურნეთა რიცხვი. (რეჟისორი- ფილმის დამდგმელი, რომელიც ხელმძღვანელობს მისი შექმნის მთელ შემოქმედებითსა და საწარმოო მუშაობას. ფილმის იდეურ-მხატვრული ჩანაფიქრის განსახორციელებლად რეჟისორი მუშაობს მსახიობებთან, დამდგმელ ოპერატორთან, მხატვართან, კომპოზიტორთან, აღწერს ფილმის დრამატულ, რითმულსა და სახვით გადაწყვეტის ერთიანობას).



წელიწადში მილიონობით ფილმს იღებენ და ბევრი მათგანი ხდება უკვდავი და დამსახურებული მაყურებელთა გადაწყვეტილებით, ვინაიდან უდიდესი შთაბეჭდილება მოახდინეს მათ გრძნობებზე ამა თუ იმ მსახიობებმა თუ სცენარმა. ახალგაზრდების უმეტესი ნაწილი რომანტიკულ ფილმებს უყურებს, სადაც წყვილის სიყვარულთან ერთად მათი ვნება და ლტოლვაა ასახული.



ბევრ თქვენგანს აქვს ნანახი ისეთი ფილმები, როგორიცაა "ლარა კრაფტი", "სადილი ტიფანისთან", "სექსი დიდ ქალაქში", რომლებიც კინემატოგრაფიის ისტორიაშია შესული და ღრა კვალი დატოვა, თუმცა დღევანდელ სტატიაში ვისაუბრებთ ისეთ ფილმებზე, რომლებიც უნახავადაც ყველამ იცით, რადგან მათი გმირები მხოლოდ პოსტერებიდან გახდნენ საქვეყნოდ ცნობილი.



დღევანდელ სტატიაში მინდა წარმოგიდგინოთ ის 8 ფილმი, რომელთა ჩვენება, სხვადასხვა მიზეზის გამო აიკრძალა რუსეთში.




ფილმები, რომელთა ჩვენება აკრძალა რუსეთმა




1. ინტერვიუ - (The Interview), 2014.image






2. აგვისტოს 5 დღე - (5 Days of War), 2011. image






3. ადელის ცხოვრება - (La vie d’Adèle), 2013.image




4. ბავშვი 44 - (Child 44), 2014. image






5. ბორატი - (Borat: Cultural Learnings of America for Make Benefit Glorious Nation of Kazakhstan), 2006.image






6. რუსეთი 88 - «Россия 88», 2009.image






7. ოპერაცია "მკვდარი თოვლი"2 - (Død snø 2), 2014. image






8. კლიპი - (Klip), 2012.image




2
3565
7-ს მოსწონს
ავტორი:მეამეა
მეამეა
Mediator image
Mediator image
3565
  
2021, 23 დეკემბერი, 16:58
კომენტარი ცარიელია ან წაშლილია

2021, 22 დეკემბერი, 14:01
არაა გასაკვირი, ჩრდილოეთ კორეას ემსგავსება უსეთი კარგა ხანია უკვე.
0 1 2