x
მეტი
  • 10.08.2022
  • სტატია:121429
  • ვიდეო:354801
  • სურათი:493468
სსრკ-ში სე@სი იყო: საბჭოთა ეპოქის დროინდელი 10 ფილმი ყველაზე თამამი სცენებით

image


საბჭოთა პერიოდში თამამი ფილმები მაყურებლამდე იშვიათად აღწევდა, მაგრამ თუ ასეთი რამ ხდებოდა, მათ კინომანები სიამოვნებით უყურებდნენ. უცხოური ეროტიკა საშუალებას აძლევდა უბრალო ადამიანებს დაენახათ გრძნობადი სიხარულის სამყარო, რომლის არსებობის შესახებ ყველამ იცოდა, თუმცა ყველა მათგანი დუმდა. ფილმებმა, რომლებმაც ფარდა გაარღვიეს, ნამდვილ ჰიტებად იქცნენ. ამ ნამუშევრებიდან ბევრი დღეს შესაძლოა გულუბრყვილოდაც კი მოგეჩვენოთ, თუმცა ზოგიერთი მათგანი თავისი თამამი და გაბედული სცენებით დღემდე საბჭოთა ეპოქის დროინდელ ეროტიკული ფილმების ნამდვილ კლასიკად რჩება.


image


მთელი ეროტიკა საბჭოთა კავშირში რაღა თქმა უნდა, დასავლეთიდან მოდიოდა, თუმცა ამ თვალსაზრისით, არც ადგილობრივი რეჟისორები "სცოდავდნენ", სანამ "ცხელ - ცხელ" უცხოურ ფილმებზე გადავიდოდეთ, მოდით, ერთად გავიხსენოთ სსრკ-ს ყველაზე თამამი ფილმები.


image



"ადამიანი ამფიბია" - 1961 წელი, მაშინ ძირითადად, უფრო რეჟისორების გენადი კაზანსკისა და ვლადიმერ ჩებოტარიოვის მიერ ფილმში გამოყენებულ იმ დროისთვის მართლაც გასაოცარ სპეცეფექტებს განიხილავდნენ, მაგრამ ახლა სსრკ-ს ფილმების თამამი სცენების გახსენებისას, გამჭვირვალე საცურაო კოსტიუმში გამოწყობილი გუტიერეს ხსენება პრაქტიკულად არავის ავიწყდება.


image


"ბრილიანტის ხელი" 1968 წელი - საბჭოთა კავშირის პერიოდში გადაღებული თამამი ფილმების მიმოხილვისას, პირველ რიგში, არა მხოლოდ ეს კრიმინალური კომედია გვახსენდება, არამედ სვეტლანა სვეტლიჩნაიას ცდუნების სცენაში ეროტიკული ინტენსივობის ხარისხიც ვფიქრობ ყველაზე მაღალ ნიშნულას აღწევს.


image


"პატარა ვერა" - 1988 წელი, ალბათ, ყველაზე თამამი ეროტიკა სწორედ "პერესტროიკის" პერიოდში გადაღებულ ამ ფილმშია ნაჩვენები, რეჟისორ ვასილი პიჩულის ეს დრამა გახლდათ ერთ-ერთი პირველი საბჭოთა ფილმი, სადაც სექსუალური სცენები უხვად იყო წარმოდგენილი, რითაც საბჭოთა მაყურებლის ყურადღებაც მიიპყრო. ახლა, ფილმის ინტერნეტსივრცეში ნახვა სრულიად თავისუფლად შეიძლება, თუმცა თავის დროზე მან კინოთეატრებში ქვეყნის მოსახლეობის 55 მილიონი მაყურებელი შეკრიბა. მართალია, ფილმს უზნეობისთვის კიცხვდნენ, მაგრამ ნუთუ სწორედ ამის გამო არ გახდა ის ასეთი პოპულარული?





"მწიფე ნაყოფი", 1976 წელი, გერმანია



image


ეს გერმანული ეროტიკული კომედია, რომელიც საბერძნეთში არდადეგებზე მყოფ მიმზიდველ სტუდენტ პატრიციაზე მოგვითხრობს, საბჭოთა კავშირის პერიოდის ერთ - ერთი პოპულარული ფილმია. პატრიცია მშობლიურ მიუნხენში უნდა დაბრუნდეს, თუმცა გრძნობს რომ დასვენებით ჯერ კიდევ საკმარისად ვერ დატკბა, ამიტომ აეროპორტში ის თავის ბილეთს შეყვარებულ წყვილს უთმობს, თავად კი ეროტიკული თავგადასავლების გაგრძელებას გადაწყვეტს.


image


სექსუალურად თავისუფალი პატრიცია თავს პატარა სიამოვნებებზე უარის თქმით არასდროს იზღუდავს. სსრკ-ში ეს ფილმი რა თქმა უნდა, საჯაროდ არ უჩვენებიათ, თუმცა ვიდეო სალონებში ფილმის ნახვის მსურველთა ტევა არ იყო. იმ პერიოდში მოგეხსენებათ, რომ აკრძალული ფილმების გავრცელებისთვის შეიძლება ციხეშიც კი აღმოჩენილიყავით, ხოლო საკუთარ ბინაში მსგავსი ჟანრის ფილმების ყურება რაც არ უნდა გაგიკვირდეთ - გავრცელებად ითვლებოდა.





"9 ½ კვირა", 1986 წელი, ამერიკა


image


მაყურებელმა, რომელმაც ეკრანზე პირველად, შეუდარებელი კიმ ბესინჯერი სტრიპტიზის ცეკვისას იხილა, მისი შემხედვარე თავიც დაკარგა. შეერთებულ შტატებში ედრიან ლაინის ფილმი ჩავარდა: გაქირავებიდან მან მხოლოდ 6, 7 მილიონი დოლარი შეაგროვა, როცა მის წარმოებაზე დაახლოებით 17 მილიონი დოლარი იქნა დახარჯული. საბჭოთა კინოს მოყვარულებისთვის ედრიან ლაინის ეს ნამუშევარი, რომელშიც მთავარ როლებს მიკი რურკი და კიმ ბესინჯერი ასრულებდნენ სექსის სამყაროში ნამდვილ გზამკვლევად იქცა. რეჟისორმა, მსახიობებისგან მაქსიმალური გულწრფელობის მიღწევის მიზნით, გადასაღები მოედნის მიღმა მათ ერთმანეთის ნახვა აუკრძალა.





"ემანუელა", 1974 წელი, საფრანგეთი


image


საბჭოთა კავშირის დროინდელი ეროტიკული ფილმი, მთავარი გმირის, ახალგაზრდა და მიმზიდველი ფრანგი ქალის, ემანუელას სექსუალური თავგადასავლების შესახებ მოგვითხრობს, რომელიც ბანგკოკში, მეუღლესთან ჟანთან ერთად ცხოვრობს. ჟანი ცოლს შემთხვევით ურთიერთობებს არა მხოლოდ უკრძალავს, არამედ პირიქით, მას ასეთი პრაქტიკის მიღებაში ხელსაც კი უწყობს, ვინაიდან ფიქრობს რომ მსგავსი გამოცდილება ემანუელას თავს ინტიმური ურთიერთობების დროს თავისუფლად აგრძნობინებს. ალბათ, სწორედ ეს აღნიშნული ფილმი მიიჩნევა სსრკ-ს დროის ყველაზე "ცხელ" ეროტიკულ ნამუშევრად.


image


თავდაპირველად, ფილმი საფრანგეთის მაშინდელი პრეზიდენტის, ჟორჟ პომპიდუს მიერ იქნა აკრძალული და გაქირავებაში მხოლოდ ხელისუფლებაში მისი მემკვიდრის, ვალერი ჟისკარ - დ’ესტენის მოსვლასთან ერთად ჩაეშვა. გასაკვირი არც არის, რადგან მთავარი როლის შემსრულებელი ქალბატონი ხომ პრეზიდენტის საყვარელი გახლდათ!


image


ხოლო აი, საბჭოთა კავშირში კი ფილმის ჩანაწერებზე ნამდვილი ნადირობა გამოცხადდა - სსრკ-ს პირველმა ეროტიკულმა ფილმებმა ადამიანები ჭკუიდან გადაიყვანა. ერთ-ერთ პირველ საბჭოთა "ვიდეომეკობრე" (მაშინ მათ "გადამწერებს" უწოდებდნენ) ვლადიმერ ნიკიშკინს, მოქალაქეების "გარყვნისთვის" ქონების კონფისკაციასთან ერთად, სამი წლით თავისუფლების აღკვეთაც კი მიესაჯა. "ემანუელამ" ჩემი ცხოვრება დაანგრია", - აღიარა ნიკიშკინმა ციხიდან გათავისუფლების შემდეგ.





"უკანასკნელი ტანგო პარიზში", იტალია, 1972 წელი


image


სსრკ-ს დროინდელი ერთ - ერთი ყველაზე გახმაურებული, ეროტიკული ფილმი რეკორდულად ბევრ ქვეყანაში - იტალიაში (1972-1986), პორტუგალიაში (1973-1974), სინგაპურში, ახალ ზელანდიასა და კორეის რესპუბლიკაში იყო აკრძალული. 1972 წლის დეკემბერში, იტალიაში პირველი ჩვენების შემდეგ ფილმმა ექვს დღეში არც მეტი, არც ნაკლები - 100, 000 დოლარის მოგება მოიტანა. ერთი კვირის შემდეგ კი მისი ჩვენება აკრძალეს, რადგან პორნოგრაფიად აღიარეს, ხოლო მისი ყველა ასლი ამოიღეს.


image

აღნიშნულ ფილმთან დაკავშირებულ ისტორიას, რომელიც პრემიერიდან თითქმის სამი ათეული წლის შემდეგ გახმაურდა, ფართო გამოხმაურება მოჰყვა. ფილმის რეჟისორმა ბერნარდო ბერტოლუჩიმ ერთ - ერთ ინტერვიუში აღიარა, რომ ძალადობის სცენა, რომელშიც მარია შნაიდერი მონაწილეობდა, მსახიობთან შეთანხმებული არ იყო. გოგონამ არ იცოდა, რომ მარლონ ბრანდოს გმირი მის "გაუპატიურებას" ლუბრიკანტის ნაცვლად ზეთის გამოყენებით აპირებდა. გადაღებების დროს შნაიდერი 19 წლის იყო, ხოლო მისი კოლეგა ბრანდო 48-ის. გადაღებებმა ახალგაზრდა მსახიობს სულიერი წონასწორობა დააკარგვინა, მისი კარიერა ვერ შედგა. მხოლოდ წლების შემდეგ გახდა ცნობილი, რომ "უკანასკნელი ტანგოს" ყველაზე თამამი სცენა, ფაქტობრივად, დანაშაული იყო.





"კალიგულა", ამერიკა, 1979 წელი


image


მიუხედავად იმისა, რომ საბჭოთა მაყურებელი მსგავსი ჟანრის ფილმების გამო აღშფოთებას ვერ მალავდა, მათ მაინც ვერ ელეოდა და ყოველი მორიგი ეროტიკული ფილმის გამოსვლას სულმოუთქმელად ელოდა. უნდა ითქვას, რომ ამ ჟანრის ნამუშევრები სსრკ-ას მაყურებელზე დიდ შთაბეჭდილებას ახდენდა.


image


ძველი რომის იმპერატორის, კალიგულას მმართველობისა და ცხოვრების შესახებ ასახულ ისტორიულ დრამაში თამამი სცენების სიუხვე არა ფილმის რეჟისორის, არამედ მისი პროდიუსერის - პორნოგრაფიული ჟურნალის "პენტჰაუსის" ცნობილი გამომცემლის, ბობ გუჩიონეს "დამსახურება" იყო. მან ამ ეპიკურ, ეროტიკულ დრამაში პორნოგრაფიული სცენები, ტინტო ბრასისგან დაუკითხავად, გადაღების დასრულების შემდეგ თვითნებურად ჩასვა. დღესაც კი, "კალიგულა" თანამედროვე სტანდარტების გათვალისწინებით ბევრად უფრო თამამად გამოიყურება, ხოლო სამოცდაათიანი წლების ბოლო პერიოდის ამ "პეპლუმში" სექსის სცენების სიუხვემ მსოფლიო დონის უზარმაზარი სკანდალიც კი გამოიწვია.





"ლედი ჩატერლეის საყვარელი", დიდი ბრიტანეთი - საფრანგეთი - გერმანია, 1981 წელი


image


"პერესტროიკამდე" ცოტა იყო დარჩენილი, საბჭოთა კავშირში პირველი ეროტიკული ფილმებიც უკვე გამოსული იყო, ამიტომ ამ ჟანრის ფილმებით ცოტათი თავმობეზრებულმა საბჭოთა მაყურებელმა ინტიმური სცენების სიუხვის მიუხედავად აღნიშნული ნამუშევარი მაინც ცივად მიიღო. ისევე როგორც წიგნი, ასევე ამავე სახელწოდების ნაწარმოების მიხედვით გადაღებული ფილმი - "ლედი ჩატერლეის საყვარელი" საბჭოთა მაყურებლისთვის სექსუალური ცხოვრების ნამდვილ ენციკლოპედიად იქცა.





"გრძნობათა იმპერია", იაპონია - საფრანგეთი, 1976 წელი


image


ეს თამამი ფილმი სსრკ-ში მხოლოდ 1990 წელს მოხვდა და საბჭოთა საზოგადოებაში სრული აღშფოთებისა და გაუგებრობის ქარიშხალი გამოიწვია. ფილმის სიუჟეტი ახალგაზრდა მოახლე გოგონა, სადისა და მისი დამსაქმებლის, ისიდას გარშემო ვითარდება. ვნება, მაზოხიზმი, მკვლელობა და სიგიჟე. აი, მოკლედ გადმოგეცით რეჟისორ ნაგისა ოსიმას ფილმის სიუჟეტი - მოკლედ, ისიამოვნეთ.




"ღამის პორტიე", იტალია, 1974 წელი


image


ფილმის წარმატება საკმაოდ საეჭვო იყო, თუმცა რუსეთში ის, ისევე როგორც სსრკ-აში ნაჩვენები სხვა პირველი ეროტიკული ფილმების მსგავსად დიდი პოპულარობით სარგებლობდა. ფილმის სიუჟეტი ვენის სასტუმროში, შემთხვევით შეხვედრილი ყოფილი ნაცისტისა და საკონცენტრაციო ბანაკის ყოფილი პატიმრის შესახებ მოგვითხრობს, რომელთა შორისაც მოულოდნელად ვნება იფეთქებს.





"თურქული სიამოვნება", ნიდერლანდები, 1974 წელი



image


სინამდვილეში ფილმს "აღმოსავლური ტკბილეულობა" ერქვა, ხოლო "თურქული სიამოვნება" - უბრალოდ არასწორი თარგმანია. რეჟისორ პოლ ვერჰოვენის ეს ეროტიკული დრამა იან ვოლკერსის ამავე სახელწოდების რომანის მიხედვით არის გადაღებული. საბჭოთა გაქირავების კიდევ ერთი ჰიტი გაუმართლებელ თავაშვებულობაში დაადანაშაულეს, რომელიც კრიტიკოსთა აზრით ვულგარულობას ესაზღვრებოდა.





"ისტორია O", საფრანგეთი - გერმანია, 1975 წელი


image


რეჟისორმა ჟიუსტ ჟაკენმა, რომელიც ყოფილი ფოტოგრაფი გახლავთ მე-20 საუკუნის ერთ-ერთი ყველაზე სკანდალური ფილმი გადაიღო. სადო - მაზო თემატიკით გულუხვად დახუნძლულ ამ მეტისმეტად თამამ ფილმს საბჭოთა კავშირში ძირითადად, ვიდეოსალონებში აჩვენებდნენ, სადაც მას მუდმივად ატრიალებდნენ. მართალია, "პორნოგრაფიის გავრცელების" გამო ციხეში არავინ მოხვედრილა, თუმცა ცნობისმოყვარე მაყურებლები ჯარიმებს რეგულარულად იხდიდნენ.





0
1442
შეფასება არ არის
ავტორი:მაკა ნიკვაშვილი
მაკა ნიკვაშვილი
Mediator image
1442