x
image
ირინა მ.
რატომ ემტერებიან კატები საახალწლო ნაძვის ხეებს? (+ვიდეო)

image


ის, რომ კატებს არ შეუძლიათ საახალწლო ნაძვის ხის ქრაშ-ტესტის (საავარიო გამოცდა) გარეშე ცხოვრება, ალბათ ყველამ იცის. რატომ აღვიძებს მხეცს, ყველაზე წყნარ კატაშიც კი, საახალწლო დღესასწაულის ეს უსულო ატრიბუტი? მოდით გავერკვეთ.


image


დავიწყოთ იმით, რომ კატისებრთა ოჯახიდან ყველა, განურჩევლად ზომისა და ბინადრობისა, ძალიან ცნობისმოყვარენი არიან. ეს თავისებურება ბევრი მტაცებლისთვის არის დამახასიათებელი, რაც მათ ნებისმიერ სიტუაციაში სწრაფად გარკვევაში ეხმარება. ნაძვის ხე-ახალი და საკმაოდ მსხვილი ობიექტია ოჯახში, რომელიც სრულიად საფუძვლიან ინტერესს უჩენს სახლის ყველა ბინადარს. მაშ რატომ უნდა დააიგნოროს კატამ? სრულიად შესაძლებელია, რომ, თუ მორთული ნაძვის ხეები, ჩვენს სახლებში მთელი წლის განმავლობაში იქნებოდა, მაშინ ისინი კატების ინტერესს დაკარგავდნენ და მარადიულ წინააღმდეგობას წერტილი დაესმებოდა. მაგრამ საეჭვოა, მთელი წლის განმავლობაში ვინმემ სახლში გააჩეროს ეს საახალწლო ატრიბუტი და სრულიად გასაგებია, რატომ.


image

მეორე მიზეზი მათი დაინტერესებისა, იმალება მონადირის ინსტიქტებში. მოკაშკაშე ნათურებით მოელვარე ხე უბრალოდ ნადირობის ან თამაშის ობიექტი ხდება. ამასთან, ნაძვის ხის წარუმატებელი შედეგის ალბათობა უკუპროპორციულია ცხოველის ასაკისა, ანუ რაც უფრო პატარაა კატა, თავისი ცხოვრების მანძილზე რაც უფრო იშვიათად უნახავს ეს საახალწლო საოცრება, მით უფრო სახიფათოა ის სადღესასწაულო დეკორისთვის.


image
image

image

უმრავლეს შემთხვევაში როცა ერთხელ უკვე ნანახი აქვს მჩხვლეტავ, ელექტროსადენებში გახლართული და სახიფათო სათამაშოებით დახუნძლული ნაძვის ხე, კატას მომავალში უფრო ცივი დამოკიდებულება უხდება, განსაკუთრებით, თუ ამ დებოშირის დაკითხვა და გამოძიება იქნა ჩატარებული პატრონის მიერ, გადათელილ ნაძვთან.

ყველა შემთხვევაში, პასუხისმგებლობა კატისა და ნაძვის ხის უსაფრთხოებაზე, მფლობელს ეკისრება.


image


image


ნაწილობრივ მაინც რომ მოაცილოთ ეს ორი სუბიექტი ერთმანეთს, სხვადასხვა ხერხები არსებობს, მაგრამ აბსოლუტურად ეფექტური სამწუხაროდ მხოლოდ სრული იზოლაციაა. იმისთვის, რომ ცხოველის ზიანი შევამციროთ, შეიძლება რამდენიმე არართული ზომის მიღება. პირველ რიგში, უნდა უზრუნველვყოთ ხის მაქსიმალური სიმყარე, რათა ყველაზე ძლიერმა შეტევამაც კი ვერ შესძლოს მისი წაქცევა. დიდი პრაქტიკის მქონე კატის მეპატრონეები არ გვირჩევენ "წვიმებისა" და "ბლიოსტკების" გამოყენებას. რა თქმა უნდა ეს იმოქმედებს დღესასწაულის ესთეტიკურ მხარეზე, სამაგიეროდ დაუგეგმავი დალაგებისგან გაგანთავისუფლებთ, რომელიც ახალ წელს სრულიად შეუსაბამოა.

კიდევ ერთი ზომა (ამბობენ ძალიან ეფექტური) არის ნაძვის ხის შესხურება სპეციალური, ციტრუსების სურნელის აეროზოლებით. კატებს არ უყვართ ასეთი არომატები და ცდილობენ შორს იყვნენ მათგან. თუ ვერ მოასწარით მსგავსი საშუალებების მომარაგება, შეიძლება მანდარინისა და ფორთოხლის ქერქების გამოყენებაც, რომელიც ნაძვის ქვეშ უნდა მოათავსოთ, რა თქმა უნდა შენიღბოთ კიდეც.

კატის მფლობელების სხვა ორიგინალური ვარიანტებიც ნახეთ:


image

image

image

image

image


არის კიდევ ერთი ვარიანტი-დავდგათ ნაძვის ხე, რომელსაც კატა ვერ გაუმკლავდება ხის გაბარიტების გამო. მაგალითად ისეთი, რომელიც დიდი ბრიტანეთის მაცხოვრებელმა დადგა სახლში, რომელიც რამდენიმე ნაწილისგან შესდგება.


image

image

image



გადახედეთ:





ყველაზე სასაცილო და სულელური საახალწლო მორთულობები

image


ფოტოები, რომელიც ამტკიცებს, რომ კატა და ზამთარი-შეუთავსებელი ცნებებია

image


რატომ უყვართ კატებს ნივთების გადმოყრა?

image


ქალი ერთი კილომეტრი მისდევდა ლეოპარდს, რომელმაც შვილი მოსტაცა

image


ცნობილი სახეები, რომლებიც გიჟდებიან თავის ოთხფეხა მეგობრებზე

image


ჩინელი მეთევზის უცნაური ნადავლი - თევზის ნაცვლად 128 მილიონი დოლარი

image


რატომ გაქრნენ ევროპაში ბეღურები?

image


არიზონაში, ტბორში, წვიმების შემდეგ უცნაური არსებები გაჩნდა

image


ცნობისმოყვარე ცხოველები, რომლებიც ფოტოგრაფებს მუშაობაში ხელს უშლიან

image


ინდონეზიის მაიმუნების "ბანდები", წინასწარ განზრახული "დანაშაულებრივი სქემით" მოქმედებენ

image

0
144
5-ს მოსწონს
ავტორი:ირინა მ.
ირინა მ.
144
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0