x
მეტი
  • 22.11.2024
  • სტატია:138401
  • ვიდეო:351967
  • სურათი:512068
როგორ ფიქრობთ, რამდენ ომში მიიღო მონაწილეობა სსრ კავშირმა?

ამ კითხვით ქუჩაში გამვლელებს რომ მივმართოთ, უმრავლესობა, მხოლოდ 3–4 ომს დაასახელებს. მაგრამ, რეალურად, იმ ქვეყანამ, რომელშიც, ერთ დროს, საქართველოც შედიოდა, 15 ომში მიიღო მონაწილეობა (ეს იმ შემთხვევაშიო, თუ 1945 წლის სსრ კავშირ–იაპონიის ომს, II მსოფლიო ომის ნაწილად ჩავთვლით):


image


1. საბჭოთა-პოლონეთის ომი (1919 წ. 14 თებერვალი – 1921 წ. 18 მარტი). პოლონეთს საკუთარი ტერიტორიის აღდგენა 1772 წლის რეჩ პოსპოლიტას (პოლონეთ-ლიტვის თანამეგობრობა) საზღვრებში უნდოდა და ამიტომ, ომი სსრ კავშირთან დაიწყო, რომელიც პოლონეთის სასარგებლოდ, რიგის სამშვიდობო ხელშეკრულებით დასრულდა – მან უკრაინის და ბელორუსიის დას. რეგიონები მიიღო.

2. საბჭოთა-ჩინეთის კონფლიქტი (1929 წ. 10 ივლისი – 1929 წ. 22 დეკემბერი). ომის დაწყების მიზეზი ჩინეთის აღმოსავლეთის რკინიგზა იყო, რომელსაც ადრე რუსეთის იმპერია ფლობდა, ხოლო შემდეგ, ერთობლივი მოხმარების საგზაო მაგისტრალად იქცა. ჩინეთმა პირობა დაარღვია და მისი ხელში ჩაგდება გადაწყვიტა. სტატუს კვო 22 დეკემბერს ხაბაროვსკის ხელშეკრულებით აღდგა. ამჟამად, სარკინიგზო მაგისტრალი ჩინეთს ეკუთვნის. სსრ კავშირმა ის, კანონიერ მფლობელს 1953 წელს დაუბრუნა.

3. იაპონია–ჩინეთის ომი (1937 წ. 7 ივლისი – 1945 წ. 9 სექტემბერი). სსრ კავშირი ჩინეთის მხარეს იბრძვოდა.

4. ესპანეთის სამოქალაქო ომი (1936 წ. 17 ივლისი – 1939 წ. 1 აპრილი). თავდაპირველად, ესპანეთის რესპუბლიკის ხელმძღვანელობის წინააღმდეგ აჯანყება, ესპანეთის მაროკოში დაიწყო, ხოლო 18 ივლისს ესპანეთის ტერიტორიაზეც გავრცელდა. აჯანყებაში ქვეყნის სამხედრო კონტიგენტის 80 % მონაწილეობდა. მეამბოხეებს მხარს გერმანია, იტალია და პორტუგალია უჭერდა. ხოლო, სსრ კავშირი – კანონიერ ხელისუფლებას ეხმარებოდა. ის ესპანეთში მოხალისეებს გზავნიდა და ქვეყანას მატერიალურ–ტექნიკურ დახმარებას უწევდა.

5. ჰასანის ბრძოლა (1938 წ. 29 ივნისი – 11 აგვისტო). დილით ადრე, იაპონის ჯარმა ჰასანის ტბის (პრიმორიეს მხარე) მიდამოებში, სსრ კავშირის საზღვარი გადმოკვეთა და საომარი მოქმედებები დაიწყო, რომელიც თვეზე მეტ ხანს გაგრძელდა და წითელი არმიის გამარჯვებით დასრულდა.

image6. ხალხინ-გოლის ბრძოლები (1939 წ. 11 მაისი – 16 სექტემბერი). ეს ლოკალური სამხედრო კონფლიქტი მონღოლეტის ტერიტორიაზე მიმდინარეობდა. 1936 წ. მარტის შეთანხმების თანახმად, წითელი არმიის ნაწილები მონღოლეთის სახალხო რესპუბლიკის ტერიტორიაზე იყო განთავსებული და როდესაც იაპონიამ ტერიტორიული პრეტენზია გამოუცხადა მონღოლეთს და მოლაპარაკებები ჩიხში შევიდა, სამხედრო კონფლიქტი დაიწყო, რომელშიც წითელი არმიაც მონაწილეობდა. შედეგად, იაპობია დამარცხდა და ზავი ითხოვა.

7. საბჭოთა– პოლონეთის კონფლიქტი (1939 წ. 17 სექტემბერი – 5 ოქტომბერი). მოლოტოვ–რიბენტროპის პაქტის (1939 წ. 23 აგვისტო) საიდუმლო ოქმის თანახმად, 1939 წლის 17 სექტემბერს სსრ კავშირი პოლონეთში შეიჭრა. თუმცა სსრკ-ს ხელისუფლება თავისი დას. მეზობლის ტერიტორიის ოკუპაციას, აგრესიის აქტად არ თვლიდა და ამ ქმედებას საზღვრებს მიღმა დარჩენილი თავისი მოქალაქეების, – უკრაინელების და ბელორუსების დაცვის და მათზე ზრუნვის სურვილით ხსნიდა (გერმანია პოლონეთში 1 სექტემბერს შეიჭრა და სსრ კავშირი, უბრალოდ, «ვალდებული» იყო, რომ საკუთარი მოქალაქეები «დაეცვა»). ჯარები იმ ტერიტორიებზე შეიყვანეს, რომლებიც პოლონეთმა სსრ კავშირს 1921 წ. ჩამოართვა. საბრძოლო მოქმედებები, როგორც ასეთი, არ ყოფილა.

8. საბჭოთა – ფინეთის ომი (1939 წ. 30 ნოემბერი – 1940 წ. 13 მარტი). სსრ კავშირსა და ფინეთს შორის, ტერიტორიების გაცვლის (მიზეზად ლენინგრადის დაცვა სახელდებოდა) შესახებ შეთანხმების ხელმოწერის არაერთგზის მცდელობის და ფინეთის ხელისუფლებისგან ყველა შეთავაზებაზე უარის მიღების შემდეგ, საბჭოთა ხელისუფლებას, ქვეყნის ტერიტორიული საკითხის ძალისმიერი ხერხებით მოგვარების საბაბი მისცა. 1939 წლის 30 ნოემბერს საბჭოთა ჯარის ნაწილები ფინეთის ტერიტორიაზე შეიჭრნენ. ომი, რომელის დასრულებას სსრ კავშირი რამდენიმე კვირაში აპირებდა, 1940 წლის 13 მარტამდე გაგრძელდა. ფინეთი იძულებული გახდა დათმობაზე წასულიყო და სსრ კავშირმა, 126 ათასი საბჭოთა ჯარისკაცის სიცოცხლის ფასად, ფინეთის ტერიტორიის 11% მიიღო.

9. საბჭოთა – გერმანიის ომი (1941 წ 22 ივნისი – 1945 წ. 9 მაისი).

10. საბჭოთა – იაპონიის ომი (1945 წ. 9 აგვისტო – 1945 წ. 3 სექტემბერი). ევროპაში ომის დასრულების შემდეგ, სსრ კავშირმა აღებული ვალდებულებების შესაბამისად, იაპონიას ომი გამოუცხადა. საბრძოლო მოქმედებები სრულად 1945 წ. 5 სექტემბერს დამთავრდა.

image11. ჩინეთის სამოქალაქო ომი (1946–1950 წწ.). იაპონიის კაპიტულაციის შემდეგ, ჩინეთის მთელს ტერიტორიაზე გავლენის დასამყარებლად, ძალა არც გომინდანს («ჩინეთის ეროვნული პარტია») ჰქონდა და არც ჩინეთის კომუნისტურ პარტიას. სსრ კავშირი დახმარებას, სამოქალაქო დაპირისპირებაში, სწორედ ამ უკანასკნელს უწევდა. ბრძოლებში მონაწილეობას საბჭოთა სამხედრო სპეციალისტებიც იღებდნენ, ძირითადად, როგორც მფრინავები და საზენიტო მსროლელები.

12. კორეის ომი (1950 წ. 25 ივნისი – 1953 წ. 27 ივლისი). ომი ჩრდ. კორეამ დაიწყო, რომლის ჯარები წარმატებით ახორციელებდნენ შეტევას სამხრეთ მიმართულებით. ამის გამო, სამხედრო კონფლიქტში აშშ ჩაერთო, რაც სსრ კავშირის და ჩინეთის ომში ჩართვის მიზეზი გახდა. აშშ მხარს სამხ. კორეას უჭერდა, სსრკ და ჩინეთი – ჩრდილოეთს.

ომი 2 კორეას შორის, საზავო ხელშეკრულებით დასრულდა, რომლის მიხედვით, საზღვარი ქვეყნებს შორის 38–ე პარალელზე გავიდა.
13. უნგრეთის რევოლუცია (1956 წ. 23 ოქტომბერი – 11 ნოემბერი). უნგრეთში საერთო სახალხო აჯანყება კომუნისტური რეჟიმის წინააღმდეგ დაიწყო. რევოლუციონერებმა სსრ კავშირის მარიონეტული ხელისუფლება დაამხეს და მის ნაცვლად სხვა აირჩიეს. მაგრამ, სსრ კავშირმა ქვეყანაში ჯარი შეიყვანა და აჯანყება ჩაახშო.

14. ღორების ყურის ოპერაცია ( 1961 წ. 17-20 აპრილი). ეს ოპერაცია ფიდელ კასტროს ხელისუფლების წინააღმდეგ დაიგეგამ და მასში ოფიციალურად, კუბელი ემიგრანტები მონაწილეობდნენ, რომლებმას სამხედრო წვრთნა აშშ-ს ტერიტორიაზე გაიარეს. 17 აპრილს სამხედრო დესანტი კუბის სანაპიროზე გადავიდა, ხოლო 19 აპრილს, მათი ოპერაცია მარცხით დასრულდა. ოფიციალურად, საბჭოთა ჯარები იქ არ იყვნენ. მაგრამ, არაპირდაპირი მონაცემებით, საბჭოთა სამხედროები ამ საომარ მოქმედებებში მონაწილეობდნენ.
15. ვიეტნამის ომი [(1955 წ. 1 ნოემბერი – 1975 წ. 30 აპრილი. ომი 3 ეტაპად შეიძლება დაიყოს: პარტიზანული ომი სამხრეთ ვიეტნამში (1955-1965), სრულმასშტაბიანი სამხედრო ინტერვენცია (1965-1973 მარტი) და ომის ბოლო ეტაპი (1973-1975)]. მე-20 საუკუნის მეორე ნახევრის ერთ-ერთი ყველაზე დიდი სამხედრო კონფლიქტი, სამოქალაქო ომის სახით დაიწყო. მოგვიანებით, დაპირისპირებულ მხარეებს დახმარება სხვა ქვეყნებმაც გადაწყვიტეს... სსრ კავშირი და ჩინეთი სამხედრო დახმარებას ჩრდ. ვიეტნამს უწევდა. ხოლო, აშშ და სამხ. კორეა – სამხ. ვიეტნამს.

16. ავღანეთის სამოქალაქო ომი (1978 წ. აპრილი – დღემდე გრძელდება). 1978 წ. რევოლუციის შემდეგ, ქვეყნის ხელისუფლებაში კომუნისტები მოვიდნენ და ავღანეთი დემოკრატიულ რესპუბლიკად გამოაცხადეს. თუმცა, ხელისუფლების მიერ გატარებული რეფორმები მოსახლეობის ერთ ნაწილს არ მოწონდა და ქვეყანაში სიტუაცია დაიძაბა. ამიტომ, ხელისუფლების მხარდასაჭერად, სსრ კავშირმა, 1979 წ. 12 დეკემბერს, ავღანეთში ჯარების შეყვანის გადაწყვეტილება მიიღო. საბჭოთა ჯარების გაყვანა ავღანეთიდან, ჟენევის 1988 წლის 14 აპრილს შეთანხმებების შესაბამისად, 1988 წლის 15 მაისს დაიწყო და 1989 წლის 15 თებერვალს დასრულდა.


image

არხის სხვა სიახლეები:


image


1. რატომ იჭერდნენ და ხვრეტდნენ სტალინის ეპოქაში? – ვინ იყო "ხალხის მტერი", ბელადის გაგებით

2. "სავაჭრო ავტომატი" ყვავებისთვის - საინტერესო ექსპერიმენტი

3. ვეფხვის წელი: რა უნდა იყოს 2022 წლის საახალწლი სუფრაზე

4. 250 მილიონი წლის ადამიანები – რეალური ფაქტები, რომელიც საბჭოთა "კგბ"-მ გაასაიდუმლოვა

5. 35 რეტრო ფოტო სერიიდან – "Вау, ნუთუ ეს მართლა იყო?"

6. "თირკმელების ხეობაში" უმრავლესობა ერთი თირკმელით ცხოვრობს

0
664
5-ს მოსწონს
1-ს არა
ავტორი:ლალი ადიკაშვილი
ლალი ადიკაშვილი
Mediator image
664
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0