x
მეტი
  • 26.04.2024
  • სტატია:134548
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508609
ივანე ჩხაიძე - "ომიკრონით" ინფიცირება ძალიან ჰგავს მარტივ გაციებას"
image

"ომიკრონით“ დაავადების კლინკური ნიშნები 3 დღის განმავლობაში გრძელდება, ეს არის ყელის ჩაფხაჭნის შეგრძნება, მშრალი ხველა, თავის და კუნთების მსუბუქად გამოხატული ტკივილი. ამით მთავრდება ყველაფერი. ანუ ძალიან ჰგავს მარტივ გაციებას", - ამის შესახებ იაშვილის სახელობის ბავშვთა ცენტრალური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორმა, იმუნიზაციის ტექნიკურ მრჩეველთა ეროვნული ჯგუფის ხელმძღვანელმა, ივანე ჩხაიძემ განაცხადა.

მისივე თქმით, 78 000 შემთხვევის ანალიზით ხაზგასმულია, რომ ძალიან იშვიათად სჭირდება ჰოსპიტალიზაცია.

"მნიშვნელოვანია, რომ ბავშვებში საავადმყოფოში მოხვედრის რისკი „ომიკრონის“ შემთხვევაში 20 %-ით მაღალია, ვიდრე „დელტას“ დროს იყო. მაგრამ კლინიკური მიმდინარეობა, როგორც ბავშვებში, ისე დიდებში, მსუბუქია. რეინფიცირების რისკი 3 -ჯერ მეტია ვიდრე „დელტას“ შემთხვევაში.

ვაქცინები ინფიცირებისგან დაცვის თვალსაზრისით არ მოქმედებენ, მაგრამ მძიმე შემთხვევებისა და ჰოსპიტალიზციისგან დაცვის თვალსაზრისით მოქმედებენ", - განაცხადა ივანე ჩხაიძემ.


1
90
შეფასება არ არის
ავტორი:თამილა გურაშვილი
თამილა გურაშვილი
Mediator image
90
  
2021, 17 დეკემბერი, 15:19
თამარ, ანუ აღიარებ რომ - ვაქცინები მძიმე შემთხვევებისა და ჰოსპიტალიზციისგან დაცვის თვალსაზრისით მოქმედებენ ????
0 1 1