x
image
ქეთი1988
Mediator image
Mediator image
სერიალის "სექსი დიდ ქალაქში" ვარსკვლავს, კრის ნოტს გაუპატიურებაში დასდეს ბრალი

image
67 წლის მსახიობი, რომელსაც საზოგადოება ცნობილი სერიალიდან “სექსი დიდ ქალაქში" იცნობს მისტერ ბიგის პერსონაჟით, სკანდალში გაეხვა, მას ორმა ქალმა დასდო ბრალი გაუპატიურებაში. Hollywood Reporter-ი, რომელმაც პირველმა გაავრცელა ინფორმაცია, იტყობინება, რომ ქალები რედაქციას რამდენიმე თვის ინტერვალით დაუკავშირდნენ და ისინი არ იცნობდნენ ერთმანეთს.
ერთი ქალის თქმით, მსახიობმა ის 2005 წელს გააუპატიურა ლოს ანჯელესში, მეორე ქალი კი ირწმუნება, რომ ინციდენტი 2015 წელს მოხდა ნიუ იორკში. მათი ასაკი დღეს 40 და 31 წელია.

მსხვერპლი სახელად ლილი (ფსევდონიმია) იხსენებს, რომ მსახიობი ნიუ იორკის ღამის კლუბში გაიცნო, მან ვახშამზე დაპატიჟა და შემდეგ მასთან ავიდნენ სახლში:

“ჩემთან ფლირტს ცდილობდა. ფრთხილად ვიყავი. ალბათ უფრო მტკიცედ უნდა მეთქვა “არა"და წავსულიყავი. შემდეგი რაც მახსოვს, შარვალი გაიხადა და წინ დამიდგა."

ლილიმ მსახიობს ისიც შეახსენა, რომ ცოლი ჰყავდა, თუმცა ამანაც არ იმოქმედა:

“თქვა, რომ ქორწინება ტყუილი იყო. რომ მონოგამია არარეალურია. მან სარკის წინ გააუპატიურა, ვტიროდი, ამის შემდეგ თავს საშინლად ვგრძნობდი - გააუპატიურეს. ყველა ოცნება ჩემი კერპის შესახებ, რომელიც წლების განმავლობაში მიყვარდა, გაქრა."image

მეორე გოგონა კი სახელად ზოი (ფსევდონიმი) ირწმუნება, რომ ნოტი 22 წლის ასაკში გაიცნო, როდესაც ერთ-ერთ კომპანიაში მუშაობდა, რომელიც მსახიობთან თანამშრომლობდა. ნოტი მას ეფლირტავებოდა და ხმოვან შეტყობინებებს უგზავნიდა, ერთ დღესაც აუზზე დაპატიჟა, სადაც ბინაც ჰქონდა და სთხოვა მასთან წიგნი აეტანა. ბინაში სესვლისთანავე კი თავს დაესხა და გააუპატიურა. ინციდენტის შემდეგ ზოი მეგობართან წავიდა და ყველაფერი უამბო, მაგრამ მისი ვინაობა არ დაუსახელებია. გოგონას მეგობარმა გამოცემას დაუდასტურა, რომ ის საავადმყოფოში წაიყვანა. The Hollywood Reporter -მა კი მტკიცებულებები საავადმყოფოდან ვერ მიიღო, რადგან იმ პერიოდის დოკუმენტაცია მათ შენახული აღარ ჰქონდათ.image

თავად ნოტი ამ ბრალდებებს უარყოფს:

“ჩემს მიმართ წაყენებული ბრალდებები იმ ადამიანებისგან, რომლებსაც წლების წინ ვხვდებოდი, სრული სიცრუეა. ეს ისტორიები შეიძლება დაწერილიყო 30 წლის ან თუნდაც 30 დღის წინ. “არა" ნიშნავს “არას", ესაა ზღვარი, რომელსაც არ გავცდებოდი. ჩვენი შეხვედრები ორმხრივი თანხმობით ხდებოდა, არ ვიცი ამაზე საუბარი ახლა რატომ დაიწყეს, მაგრამ მათზე არ მიძალადია"


0
101
1-ს მოსწონს
ავტორი:ქეთი1988
ქეთი1988
Mediator image
Mediator image
101
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0