x
"დიდი დღეა დღეს, ხალხო! 2013 წლის 17 მაისის გამო ქართული სახელმწიფო დაჯარიმდა" - თამარ ჩერგოლეიშვილი
image
"ტაბულას" დამფუძნებელი თამარ ჩერგოლეიშვილი სოციალურ ქსელში წერს, რომ 2013 წლის 17 მაისს განვითარებული მოვლენების გამო ევროსასამართლომ საქართველოს სახელმწიფო ასეულობით ათასი ევროთი დააჯარიმა.

"დიდი დღეა დღეს ხალხო! ევროსასამართლოს გადაწყვეტილება გამოქვეყნდა 2013 წლის 17 მაისს, გამოხატვის თავისუფლების დარღვევის, უსაფრთხოების ვერ უზრუნველყოფის და კიდევ ბევრი ბევრი მიზეზის გამო, ქართული სახელმწიფო ასეულობით ათასი ევროთი დაჯარიმდა.

გადაწყვეტილებაში ნათქვამია რომ ხელისუფლებამ ჩაააფლავა ფუნდამენტური უფლებების უზრუნველყოფა მრავალ საფეხურზე. მალე დაიდება ზუსტი თარგმანი.

კარგია რომ წულუკიანმა ეს საქმე სამაგალითოდ წააგო (მაგისი წარმოებულია). ეს ფოტო გურამ მურადოვმა გადაიღო, მაგრად მიყვარს, იმიტომ რომ ზუსტად გამოხატავს ჩემს განწყობას, ჯებირებ გამორღვეული ანაფორიანი ეშმაკების დანახვისას რაც დამეუფლა!", - წერს ჩერგოლეიშვილი "ფეისბუქზე".

შეგახსენებთ, 2013 წლის 17 მაისს, ჰომოფობიის წინააღმდეგ ბრძოლის საერთაშორისო დღეს, თბილისში, ფილარმონიასთან დაწყებული მშვიდობიანი მსვლელობა რუსთაველის გამზირზე შეტაკებითა და აქციის სამი მონაწილის დაკავებით დასრულდა. აქცია ჩაიშალა მას შემდეგ, რაც მართლმადიდებელი სასულიერო პირების ორგანიზებით მოწყობილი დემონსტრაციის მონაწილეებმა გაარღვიეს პოლიციის კორდონი და ლგბტ ჯგუფის წარმომადგენლებს ფიზიკურად დაუპირისპირდნენ.
0
626
1-ს მოსწონს
ავტორი:თეა კანდელაკი
თეა კანდელაკი
626
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0