x
image
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
რამდენიმე საინტერესო ფაქტი სატვირთო ავტომობილების შესახებ
image


  • პირველი სატვირთო მანქანა შექმნა ორმა გერმანელმა გენიალურმა ინჟინერმა გოტლიბ დაიმლერმა და ვილჰელმ მაიბახმა 1896 წელს. ამასთან, ითვლება, რომ ეს მანქანა თითქოსდა შემთხვევით გამოიგონეს. ინჟინრებს უბრალოდ სურდათ შეემოწმებინათ, შეძლებდა თუ არა მათ მიერ დამზადებული ახალი ძრავა მძიმე, მრავალტონიანი მანქანის „გაქაჩვას“;
image


  • პირველები, ვინც შეაფასეს სატვირთო ავტომობილის სარგებელი, იყვნენ არა ვაჭრები ან მშენებლები, არამედ მეხანძრეები, რომლებსაც სჭირდებოდათ ბევრი ადამიანის მიყვანა შემთხვევის ადგილზე;



  • პირველი მისაბმელი ასევე გამოიგონა საზრიანმა გერმანელმა ავტომწარმოებელმა ჩარლზ ფრუჰაუფმა 1914 წელს. და ეს მას შემდეგ მოხდა, რაც მისმა ერთ-ერთმა კლიენტმა სთხოვა დაემზადებინა ისეთი მანქანა, რომელსაც უკან „ურემი“ ექნებოდა, რათა თავის ნავის ტარება შეძლებოდა;

image


  • მსოფლიოში სატვირთო ავტომობილებით გადაზიდული ძირითადი საქონელი არის ტანსაცმელი, საკვები და სხვადასხვა სახის აღჭურვილობა;


  • სატვირთო მანქანების მძღოლების საშუალო ასაკი 33 წელია;



  • მსოფლიოში ყველაზე დიდი სატვირთო ავტოპარკის მფლობელი არის ამერიკული გადაზიდვების კომპანია FedEx;
image

  • საშუალო სატვირთო ავტომობილის საწვავის ავზი იტევს 600-დან 800 ლიტრამდე დიზელის საწვავს;


  • კომერციული სატვირთო მანქანა წელიწადში საშუალოდ 77600 ლიტრ საწვავს მოიხმარს. შედარებისთვის, მსუბუქი ავტომობილი წელიწადში საშუალოდ 2000 ლიტრ საწვავს ხარჯავს;


  • სტანდარტული მსუბუქი ავტომობილის ძრავა, როგორც წესი, ექვსჯერ უფრო მცირეა, ვიდრე სატვირთო მანქანის ძრავა და მერყეობს ძირითადად 70-დან 200 ცხენის ძალამდე. სატვირთო ავტომობილის ძრავები ძირითადად 400-დან 600 ცხენის ძალამდე მერყეობენ;


  • სატვირთო მანქანების ძრავები ბევრად მეტხანს "ცოცხლობენ". მსუბუქი ავტომობილის ძრავა იწყებს „კვდომას“ მას შემდეგ, რაც გაივლის დაახლოებით 322 000 კილომეტრს, ხოლო სატვირთო მანქანის ძრავას 1 610 000 კილომეტრს ძლებს;


  • მსუბუქი მანქანის ძრავაში 3, 5-5, 5 ლიტრი ზეთია, ხოლო სატვირთო მანქანაში - სადღაც 57 ლიტრს;

  • სატვირთო მანქანის დამუხრუჭების მანძილი 40%-ით მეტია, მსუბუქ მანქანასთან შედარებით. რა მანქანაც არ უნდა მართოთ, გახსოვდეთ ეს და გაითვალისწინეთ საგზაო სიტუაციების დროს;

  • საშუალოდ, ახალი ბრენდირებული სატვირთო მანქანის ღირებულება 130, 000 დოლარიდან 180, 000 დოლარამდე მერყეობს. მისაბმელი დაგიჯდებათ კიდევ 30, 000 -დან 80000 დოლარამდე:

  • გინდ დაიჯერეთ, გინდ არა, სტატისტიკის მიხედვით, სატვირთო მანქანების ავარიების მთავარი მიზეზი არის მანქანის „შეუთავსებლობა “ ვიწრო ქუჩებში ან ხიდების ქვეშ;

image


  • იგივე სტატისტიკა ამტკიცებს, რომ მხოლო ავარიების 3%-ზე ოდნავ მეტი ხდება სატვირთო ავტომობილების მიზეზით. თუმცა ამ ავარიებში უმეტესად სატვირთო მანქანების მძღოლები არიან დამნაშავე და არა თავად მანქანების ტექნიკური მდგომარეობა;

imageასევე დაგაინტერესებთ


5)გაზ-13 "ჩაიკა" -ღირს 140/200 ათასი დოლარი. კოლექციონერებისათვის ერთ-ერთი საყვარელი საბჭოთა მანქანა - საკმაოდ პრესტიჟული და შედარებით ხელმისაწვდომი სათადარიგო ნაწილებით, რადგან დამზადდა არა ათეულობით ეგზემპლარი არამედ 3000-ზე მეტი. გაზ-13 "ჩაიკა" გვხვდება დასავლეთშიც, რადგან ისინი სოციალისტურ ქვეყნებს მიეწოდებოდა.ნორმალურად შე...



საბჭოთა ავტოინდუსტრია ჩანასახიდანვე ფაქტობრივად საკმაოდ სწრაფად განვითარდა. მხოლოდ რიგი ტენდენციებით განსხვავდებოდა დასავლეთის ქვეყნებისგან. ასეთი განსხვავების თვალსაჩინო მაგალითი აღმოჩნდა პიკაპი: თუ იმავე ამერიკაში გამოსვლისთანავე უზომოდ პოპულარული გახდა ამ ტიპის ავტომობილები და დღემდე ინარჩუნებს. სსრკ-ში ისინი უბრალოდ დაიჩრდილნენ და არ...


ცნობილმა რუსულმა ჟურნალმა "За рулем"-მა გამოაქვეყნა ავტოექსპერტების დასკვნა, მათ გამოავლინეს ის ავტომობილები, რომლებიც ყველაზე მალე იჟანგება. მატერიალის მიხედვით, ყველაზე დაბალი ანტიკოროზიული დაცვით გამოირჩევა რუსული УАЗ-Patriot -ის ჯიპი. აღინიშნა, რომ ჟანგი ახალ ავტომობილებშიც კი გვხვდება, რომლებიც 2018 წლამდე არის წარმოებული. ად...



არა, ეს გოგონა არც მოდელია, არც პრინცესა და არც დედოფალი, ისე გვარად კი არის "დედოფალი" ( королева). ულიანა კოროლიევა კრასნოიარსკიდან მოდების ჟურნალის პრიალა გარეკანს უნდა ამშვენებდეს. პლატინისფერი ქერა თმები, ზომიერი რუჯი და სრულყოფილი ფიგურა ... მაგრამ საქმე იმაშია, რომ 30 წლის ლამაზმანი ძალზე შორსაა შოუ-ბიზნესისგან, იგი გახლავთ შორი მა...

0
347
4-ს მოსწონს
ავტორი:არაჩანდა
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
347
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0