x
image
თამილა გურაშვილი
Mediator image
ვიდეო: კაცობრიობა პირველად „შეეხო“ მზეს

image

მზის პლანეტათაშორისი ზონდი Parker იყო ისტორიაში პირველი კოსმოსური ხომალდი, რომელიც მზეს „შეეხო“. ამის შესახებ ნასას წარმომადგენლებმა განაცხადეს.

ნასას Parker Solar-ის ზონდი გაფრინდა მზის ზედა ატმოსფეროში - მის გვირგვინში, შეაგროვა მონაცემები მზის ენერგიის ნაწილაკებზე და მის მაგნიტურ ველებზე. - განმარტეს სააგენტოს წარმომადგენლებმა. მომავალში Parker-ი გაიმეორებს ასეთ მანევრებს ახალი მონაცემების შესაგროვებლად.

ითვლება, რომ სადგური ვარსკვლავის გარშემო იბრუნებს და ზედაპირს მიუახლოვდება დაახლოებით 3, 83 მილიონი მილის მანძილზე. შემდეგი რეისი 2022 წლის იანვარში იგეგმება. სავარაუდოდ, ეს მონაცემები დაეხმარება მეტეოროლოგებს უფრო ზუსტად იწინასწარმეტყველონ კოსმოსური ამინდის ცვლილებები, რამაც შეიძლება გავლენა მოახდინოს დედამიწაზე არსებულ სიცოცხლეზე.

მისიის ხანგრძლივობა დაახლოებით 7 წელი იქნება, თავად მოწყობილობა კი მზესთან 24-ჯერ გაფრინდება. Parker-ი აღჭურვილია მაგნიტური ველების, პლაზმისა და მზის ენერგიის ნაწილაკების შესასწავლად. მაღალი ტემპერატურის, 1370 გრადუსამდე, ის დაცულია ნახშირბადის ბოჭკოვანი სითბოს ფარით.





0
269
შეფასება არ არის
ავტორი:თამილა გურაშვილი
თამილა გურაშვილი
Mediator image
269
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0