x
image
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
"პორნოს ყურებამ ცხოვრება დამინგრია" - ბილი აილიში
image

ბილი აილიში ახლახან მიწვეული იყო ჰოვარდ სტერნის რადიო შოუში SiriusXM.

მომღერალს რადიო ეთერში მოუწია ინტიმური თემაზეც საუბარი; ვარსკვლავმა მსმენელებს მოუთხრო, თუ როგორი უარყოფითი ზეგავლენა მოახდინა პორნომ მის სექსუალურ ცხოვრებაზე. მომღერალმა აღიარა, რომ 11 წლის ასაკში დაიწყო 18+ ფილმების ყურება.

ბილის ამჟამად მიაჩნია, რომ პორნომ ტრავმული გავლენა მოახდინა მისი ინტიმური ცხოვრების შეხედულებებზე, საკუთარი სხეულის აღქმაზე და ზოგადად ცნობიერებაზე.

ბილიმ აღნიშნა, რომ მან ბოროტად გამოიყენა ძალადობრივი შინაარსის კონტენტი. ამან განაპირობა ის, რომ მას ტანჯავდა კოშმარები, ხოლო პირველმა სექსუალურმა გამოცდილებამ გაანადგურა.

„პირველად, როცა სექსი მქონდა, არ მითქვამს უარი ისეთ რამეებზე, რაც სინამდვილეში კარგი არ იყო. უბრალოდ, რასაც ფილმებში ვნახულობდი, მეგონა, რომ ასეც უნდა მომხდარიყო. არ მეგონა, რომ ეს ცუდი იყო. მეგონა ასე უნდა ჰქონოდათ სექსი ადამიანებს“. - განმარტა ეთერში აილიშმა.

image

ბილიმ ახლა ნანობს, ბავშვობაში, რომ ზრდასრულთა კონტენტი ბოროტად გამოიყენა. ვარსკვლავმა 18+ ფილმის გავლენა დამანგრეველი უწოდა.

„ვფიქრობ, ამან [პორნომ] ნამდვილად გაანადგურა ჩემი ტვინი. წარმოუდგენლად განადგურებულად ვგრძნობ თავს ამდენი პორნოს ყურებით. ”

მომღერლის და სიმღერების ავტორის ბილი აილიშის წარმატებული კარიერა იწყება 2016 წლიდან, როდესაც გამოვიდა სადებიუტო სინგლი "Ocean Eyes“ ერთი წლის შემდეგ გამოდის მის პირველი მინი-ალბომი, "Don’t Smile at Me", რომელიც რამდენიმე მანამდე გამოშვებული სინგლისგან შედგებოდა(მათ შორის ზემოთ ნახსენებიც) და რამდენიმე ქვეყანაში პლატინის სტატუსი შეიძინა.მაგრამ განსაკუთრებით წარმატებული გამოდგა 2019 წელს გამოსული დისკი " When We All Fall Asleep, Where Do We Go?", რომელიც მსოფლიოს 10 ქვეყნის ჩარტებს მოექცა სათავეში, მათ შორის აშშ-ში და დიდი ბრიტანეთში, ჩანაწერი იმდენად წარმატებული გამოდგა, რომ Billboard-მა იგი 2010 წლიანების 100 საუკეთესო ალბომის სიაში შეიყვანა, (#27 ადგილი)ხოლო ჟურნალმა "Rolling Stone"-მა მსოფლიოს ყველა დროის 500 საუკეთესო ალბომთა სიაში(#397)

2018 წელს გაირკვა, რომ ბილი აილიშს ტანჯავს განუკურნებელი ქრონიკული დაავადება ჟილ დე ლა ტურეტის სინდრომი



0
629
3-ს მოსწონს
ავტორი:არაჩანდა
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
629
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0