x
მეტი
  • 26.04.2024
  • სტატია:134531
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508588
"ფეხებს მაინც ვერ მოგვჭამენ ეს მავნეები"- ნახეთ, რამ აღაშფოთა ინგა გრიგოლია

image


ჟურნალისტი და გადაცემა "რეაქციის" წამყვანი ინგა გრიგოლია 13 დეკემბერს საქართველოს პარლამენტში შესულ კანონპროექტს სოციალურ ქსელში ეხმაურება, რომელიც სათამაშო ბიზნესისთვის ახალი მკაცრი რეგულაციების დაწესებას ითვალისწინებს. როგორც "ტვ პირველის" აღმასრულებელი დირექტორი, ნანა აბურჯანიძე აცხადებს, აღნიშნული კანონპროექტის ძალაში შესვლისთანავე, ტელეკომპანია შემოსავლის მინიმუმ 20%-ს დაკარგავს.


"სარეკლამო შემოსავლები ჩაგვიკეტონ კი არა, სულ რომ დაგვიბლოკონ ყველა რეკლამა, ფეხებს მაინც ვერ მოგვჭამენ ეს მავნეები. რატომ? იმიტომ რომ ტვ “პირველი“ ორ ოთახში გაკეთდა, ორი კამერით და ერთი მიკროფონით, პრაქტიკულად, შიშველი ენთუზიაზმით, თავისუფალი ადამიანების გიჟური შემართებით….


ხოდა, ნუ გაჭირდება, თორემ ორი მიკროფონით ისევ შეგვიძლია ვაკეთოთ ტელევიზია, რომელსაც ვერ ერევით და რომელმაც დაამტკიცა, რომ პოლიტიკური ფულის გარეშე, ნული რეიტინგით და ინფრასტრუქტურით, ნული ტექნიკური რესურსით, ნული დოტაციით, მაშინ როცა ბიძოს ფულებით ჯიბეგატენილი ტელევიზიები არსებობენ, შეიძლება შევარდე მედია-სივრცეში და მერე წახვიდე მაღლა და მაღლა❤️???? გვახრჩეთ..გვახრჩეთ…მაინც ვერ მოგვერევით)))))))" - წერს ინგა გრიგოლია.


შეგახსენებთ, რომ პარლამენტის ხუთი კომიტეტის გაერთიანებულ სხდომაზე, სათამაშო ბიზნესთან დაკავშირებულ კანონპროექტთა პაკეტის განხილვისას, „TV პირველის" დამფუძნებელმა ვატო წერეთელმა პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილს "მავნე" უწოდა, რის გამოც მასა და მმართველი პარტიის ლიდერს ანრი ოხანაშვილს შორის დაპირისპირება მოხდა, იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ კრიტიკულ მედიამენეჯერს "უზრდელი" უწოდა და სხდომათა დარბაზი დაატოვებინა.




0
849
შეფასება არ არის
ავტორი:მაკა ნიკვაშვილი
მაკა ნიკვაშვილი
Mediator image
849