შოუბიზნესი კიდევ ერთი ადვოკატი-კიმ კარდაშიანმა იურისტის გამოცდა მეოთხე ცდაზე წარმატებით ჩააბარა 2021, 15 დეკემბერი, 10:33 41 წლის კიმ კარდაშიანმა რამდენიმე წარუმატებელი მცდელობის შემდეგ მაინც მოახერხა პირველკურსელ იურისტთა გამოცდის ჩაბარება, ე.წ. Baby Bar-ის გამოცდა. ბოლოს მან წლის დასაწყისში სცადა ჩაბარება, მაგრამ გადამსვლელ მინიმალურ 560 ქულამდე დაახლოებით 100 ქულა დააკლდა. ახლა, როცა ყველაფერმა კარგად ჩაიარა, კიმი სიხარულს არ მალავს, რადგან ერთი ნაბიჯით მიუახლოვდა ადვოკატის პროფესიას. Ღმერთო ჩემო! ჩავაბარე გამოცდა! ვინც არ იცის ჩემი გზის შესახებ, იცოდეთ, რომ ეს არ იყო ადვილი. ორ წელიწადში სამჯერ ჩავიჭერი ამ გამოცდაზე მაგრამ ყოველ ჯერზე ვბრუნდებოდი, უფრო მეტს ვსწავლობდი და ისევ ვცდილობდი. მესამე მცდელობისას კორონავირუსით ვიყავი დაავადებული და სიცხე მქონდა, მაგრამ თავს ამით არ ვიმართლებ.კალიფორნიაში ვსწავლობ სამართალს პროგრამას, სადაც ორი გამოცდა უნდა ჩააბაროთ ადვოკატის სტატუსის მისაღებად და ეს მხოლოდ პირველი იყო, მაგრამ უფრო რთული. საუკეთესო იურისტები მარწმუნებდნენ, რომ ჩემი არჩეული გზა უფრო რთული იყო, ვიდრე ტრადიციული გზა იურიდიულ სკოლაში, მაგრამ ეს იყო ჩემი ერთადერთი ვარიანტი და ძალიან სასიამოვნოა მიზანთან მიახლოება!"- წერს კარდაშიანი. საქმე იმაშია, რომ, მიუხედავად იმისა, რომ კიმს არ აქვს სამართლის ხარისხი, კალიფორნიის შტატის კანონების თანახმად, მას მაინც შეუძლია გახდეს იურისტი თუკი სამართალს სხვა იურისტებთან ერთად ისწავლის გარკვეული დროის განმავლობაში., რასაც კიმ და აკეთებს. კიმი სერიოზულად უდგება ახალ გამოწვევებს და დღეში რამდენიმე საათს უთმობს გაკვეთილებს. ადვოკატის კარიერისკენ კი გარდაცვლილმა მამამ, რობერტ კარდაშიანმა უბიძგა, რომელიც ასევე ცნობილი ადვოკატი იყო, ასე რომ, სამომავლოდ მართლაც სავარაუდოა, რომ კარდაშიანი რეალითი შოუს ვარსკვლავიდან ადვოკატად იქცეს. 36 1-ს მოსწონს
|