x
image
თუთიკო ბერძენა
წყაროთმცოდნეობა - ისტორიის ნაკვალევზე
წარსულის ჩვენამდე მოღწეული ნებისმიერი მოწმობა ისტორიული ცოდნის წყაროს ანუ ისტორიულ წყაროს წარმოადგენს. ისტორიული წყაროების მეცნიერული შესწავლა მე-19 საუკუნეში ჩამოყალიბდა. შეიქმნა შესაბამისი ისტორიული დარგი წყაროთმცოდნეობა, ამავე საუნუნეში ისტორიკოსები შეუდგნენ ისტორიული წყაროების კლასიფიკაციას. გერმანელი მეცნიერის დროიზენის განმარტებით, წყარო ორგვარია: როგორც წარსულის უნებლიე მოწმე "წარსულის გადმონაშთები და გარკვეული განზრახვით შექმნილი მტკიცებულება "სამახსოვროდ განკუთვნილი".

დღეისათვს გამოიყოფა წყაროების 2 კატეგორია: ნარატიული და ნივთიერი.

ნარატიულია წყაროები, რომლებიც თხრობას შეიცავენ (ზეპირი გადმოცემა, წერილობითი ძეგლები). ნივთიერი წყაროების ჯგუფში კი შედის არქიტექტურული ძეგლები, სახვითი ხელოვნების ნაწარმოებები, საყოფაცხოვრებო ნივთები, გერბები, მონეტები, ადამიანის ჩონჩხის ნაწილები აბსტრაქტული წყაროების კატეგორიაში ინსტიტუტებს, დაუწერელ კანონებს, ადათწესებს, ტოპოგრაფიულ სახელებს და ა.შ.

წერილობითი წყაროები თავის მხრივ იყოფა ნარატიულ და დოკუმენტურ წყაროებად.



ნარატიული ან ლიტერატურული წყაროების კატეგორიას მიეკუთვნება ქრონიკები, სამეცნიერო და ლიტერატურული ხასიათის ნაწარმოებები, პუბლიცისტური ნარკვევები, საგაზეთი სტატიები, "ეგო-დოკუმენტები ("მე-დოკუმენტები"): პირადი წერილები, დღიურები, ავტობიოგრაფიები, მემუარები. ნარატიულ წყაროებს ერთი მნიშვნელოვანი საერთო ნიშანთვისება აქვთ - მათ ჰყავთ ავტორი, რომელსაც ყოველთვის რაღაც სათქმელი აქვთ მათთვის, ვისთვისაც წერს.

დოკუმენტური წყაროები შეიძლება იყოს როგორც ოფიციალური, ისე კერძო ხასიათის. მათ რცხვს განეკუთვნება: კანონები, დიპლომატიური და სავაჭრო ხელშეკრულებები. მმართველთა ბრძანებები, განკარგულებები თუ სიგელები, ყიდვა-გაყიდვის აქტები, სასამართლო დადგენილებები, პოლიტიკური კორესპონდენციები, პროტოკოლები, საბურალტრო წიგნები, კერძო პირების ანდერძები და უამრავი სხვადასხვა საბუთი.


0
62
2-ს მოსწონს
ავტორი:თუთიკო ბერძენა
თუთიკო ბერძენა
62
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0