x
მეტი
  • 29.06.2024
  • სტატია:135660
  • ვიდეო:351961
  • სურათი:510019
"ჯერ ბებიაჩემი მოიკითხა, მერე პირად ცხოვრებაში რატომ იქექებიო და დამბლოკა" - ვისზე საუბრობს ელისო კილაძე

image


ჟურნალისტ ელისო კილაძესა და ყოფილ დეპუტატს, ხათუნა ხოფერიას შორის რამდენიმე დღის წინ სოციალურ ქსელში დაწყებული დაპირისპირება კვლავ გრძელდება. ამჯერად, გაზეთ "ქრონიკა+"- ის მთავარი რედაქტორი ყოფილი პარლამენტარის ფეისბუქპოსტს საპასუხო სტატუსით ეხმაურება და მას "ჩამოწერილ ქოცს" უწოდებს.


"ჯერ ბებიაჩემი მოიკითხა(რა შუაში იყო), მერე პირად ცხოვრებაში რატომ იქექებიო(ცეკვა, თუნდაც ძენ პაბედიზე, როდის მერეა პირადი ცხოვრება), მერე დედამთილი მყავს პეტერბურგში რუსიო(რაში მაინტერესებს), მერე ჭკუა დამარიგა დიდი გოგო ხარო და ბოლოს მაინც დამბლოკა...ხათუნა ხოფერიამ, რომელიც თურმე "ჩორნი ბუმერზეც" ცეკვავს????


ჩამოწერილი ქოცია თქო რომ დავწერო, გაუტყდება?!????


p.s.ჩემს ლანძღვას რომ ხალხი ალაიქებდით, ისევ აქ რატომ ხართ?!" - წერს ელისო კილაძე.


ყველაფერი კი ჟურნალისტის მიერ "день победы"-ის ჰანგებზე აცეკვებული ხათუნა ხოფერიას ვიდეოს გასაჯაროებით დაიწყო, რამაც ყოფილი დეპუტატის გაღიზიანება გამოიწვია, საპასუხოდ კი ხოფერიამ რუსულ სიმღერაზე თავისი ცეკვის მორიგი ვიდეო შესაბამისი პოსტით ატვირთა.



"დააბულინგე ბებიაშენი!


მოკლედ, ელისო კილაძეს ვიდეო დაუდია, სადაც მე და ჩემი მეგობრები, 2018 წელს, ქორწილის მეორე დღეს “ день победы»- - ზე ვცეკვავთ!

იქ ამბავია... დედა შვილს არ აიყვანს..)))))... ხოფერია რუსულ სიმღერაზე ცეკვავსო!!...

არა, მე კი გავსკდი სიცილით. მე კი ვიცი, რომ ეს ბულინგის მცდელობაა და სულ ცალ ფეხზე მკიდია, მაგრამ მაინც დავაზუსტებ რაღაცეებს.

ჰო და, თუ ვინმეს გყავთ ელისო მეგობრებში, გადაეცით:


1.არ დაიღალა?! რატომ ცდილობს ადამიანების პირად ცხოვრებაში ქექვას და მათ გადაკიდებას?

2.სიამოვნებს, როდესაც მის გვერდზე ათასი ავადმყოფი აფრქვევს სიბინძურეს?... ეს ხომ მის ოჯახს და მის ცხოვრებას უბრუნდება უკან?

3.იცის, რომ მე რუსი დედამთილი მყავს პეტერბურგში, რომელიც ძალიან მიყვარს, რომელთანაც სულ ჩავდივარ და ნახევარი რუსეთი მაქვს მოვლილი?

4. მაინც ახარეთ, რუსეთის კონსულს ვთხოვე ვიზა და აუცილებლად წავალ უახლოეს მომავალში და ფოტოებს მივაწვდი.

5. ისე, ეგ რა არის, « чорный бумер»-ზეც კი მიცეკვია. აფსუს, ვიდეო არ მაქვს, გავუგზავნიდი.

და ბოლოს, ქვემოთ ჩემი ცეკვაა რუსულ სიმღერაზე!!!. ახალი წელი მოდის, ყველას უჭირს დღეს და თუ რამეში გამოიყენებს, თუ ვინმე რამეს გადაუხდის, ღმერთმა შეარგოს!

ჰო, რაც შეეხება ბულინგს!

ყოველგვარი ტანკლი- ტუნკლების გარეშე - დააბულინგე ბებიაშენი!

ADIOS!....????????✌️"- დაწერა ხათუნა ხოფერიამ "ფეისბუქის" პირად გვერდზე.






0
477
1-ს არ მოსწონს
ავტორი:მაკა ნიკვაშვილი
მაკა ნიკვაშვილი
Mediator image
477