სისხლის სამართალი კრიმინალური ავტორიტეტის, "იაპონჩიკის" მკვლელობისთვის ორი ქართველი გაასამართლეს 2021, 14 დეკემბერი, 10:31 მოსკოვის საქალაქო სასამართლომ 15 და 16 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა ორ ბრალდებულს მკაცრი რეჟიმის კოლონიაში მოხდით, კრიმინალური ავტორიტეტის, ვიაჩესლავ ივანკოვის, იგივე "იაპონჩიკის" მკვლელობაში თანამონაწილეობისათვის. ეს არის მეორე განაჩენი გახმაურებულ საქმეზე.
პროკურატურის წარმომადგენელმა სასამართლო სხდომაზე ჯამბულ ჯანაშიასთვის და მურთაზ შადანიასთვის, შესაბამისად, 16 და 17 წლით თავისუფლების აღკვეთა მოითხოვა. ორ მსჯავრდებულს ბრალად ედება პირთა ჯგუფის მიერ დაქირავებული მოტივით მკვლელობა, იარაღის უკანონო შენახვა და ინფორმაციის ფარულად მოპოვებისთვის ტექნიკური საშუალებების გამოყენება. ნაფიცმა მსაჯულებმა ბრალდებულები ყველა ბრალდებაში დამნაშავედ ცნო. ფოტოზე ჯამბულ ჯანაშია და მურთაზ შადანია მანამდე, 23 აპრილს მოსკოვის საველოვსკის სასამართლომ ივანკოვის მკვლელობის საქმეზე პირველი განაჩენი გამოიტანა. მკვლელობის ერთ-ერთმა თანამონაწილეს, კახა გაზაევს, 14 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა მკაცრი რეჟიმის კოლონიაში მოხდით. გაზაევმა დანაშაული აღიარა, ამიტომ სასამართლომ მისი საქმე განიხილა სპეციალური წესით - მტკიცებულებების გამოკვლევისა და მოწმეების დაკითხვის გარეშე. ამ შემთხვევაში მისი სასჯელი არ უნდა აღემატებოდეს შესაძლო მაქსიმალურის ორ მესამედს. საქმეზე კიდევ სამი ბრალდებული საერთაშორისო ძებნაშია გამოცხადებული.მათ შორის არიან ასტამურ ბუტბა და ნუგზარ პაპავა, რომლებიც ბოლო მონაცემებით აფხაზეთში იმალებიან. ვინ იყო იაპონჩიკი? ვიაჩესლავ ივანკოვი, მეტსახელად იაპონჩიკი, ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი კრიმინალური ავტორიტეტია სსრკ-ში და პოსტსაბჭოთა სივრცეში, მედიამ მას "90-იანი წლების კრიმინალური სამყაროს ლეგენდა" უწოდა. ჯერ კიდევ საბჭოთა პერიოდში, მან 10 წელი მოიხადა დანაშაულებრივი ჯგუფის ხელმძღვანელობის ბრალდებით, შემდეგ კი დაახლოებით იგივე დრო გაატარა ამერიკის ციხეში გამოძალვისა და ფიქტიური ქორწინების გამო. იაპონჩიკთან ახლო ურთიერთობა ჰქონდა მრავალ ცნობილ პოლიტიკოსს, ხელოვანს და სპორტსმენს. მათი შუამდგომლობისა და თავდების წყალობით, 1991 წლის ნოემბერში, რსფსრ უზენაესმა სასამართლომ მიიღო გადაწყვეტილება მისი სასჯელის შემსუბუქების შესახებ და ივანკოვი ვადამდე ადრე გაათავისუფლეს. 2002 წლის გაზაფხულზე იაპონჩიკი გაემგზავრა გერმანიაში, იქიდან კი შეერთებულ შტატებში, სადაც სამი წლის შემდეგ დააკავეს. FBI-ს ჰქონდა უზარმაზარი დოსიე კრიმინალური ავტორიტეტის შესახებ, მას უწოდებდნენ "მთავარ რუს მაფიოზს", მაგრამ სასამართლოში მას მხოლოდ რამდენიმე მილიონი დოლარის გამოძალვა და ქორწინების გაყალბება დაუმტკიცეს. ივანკოვს 9 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა და თითქმის მთელი ვადა მოიხადა. 2004 წელს ციხიდან გამოსვლის შემდეგ ივანკოვი ექსტრადირებული იქნა რუსეთში, სადაც მის წინააღმდეგ ახალი საქმე აღიძრა - მას თურქეთის ორი მოქალაქის მკვლელობაში ედებოდ ბრალი, რომელიც ჩადენილი იყო 1990-იანი წლების დასაწყისში. თუმცა, ერთი წლის შემდეგ ნაფიცმა მსაჯულებმა იაპონჩიკი გაამართლეს. გამართლების შემდეგ, ივანკოვმა პირობა დადო, რომ აღარ ჩაერთვებოდა კრიმინალურ დაპირისპირებაში და წავიდა საზღვარგარეთ. თუმცა, მისი სახელი მუდმივად ჩნდებოდა სხვადასხვა კრიმინალურ ჯგუფებს შორის საქმის გარჩევებში, სადაც იაპონჩიკი მომრიგებელი იყო. რუსეთის სამართალდამცავი ორგანოების წყაროების თანახმად, ივანკოვის მკვლეობამდე ცოტა ხნით ადრე იგი საზღვარგარეთიდან იგი მოსკოვში ჩავიდა, რათა მოეგვარებინა დავა კრიმინალურ დაჯგუფებს შორის, რომლებიც აკონტროლებდნენ აზარტული თამაშების ბიზნესს რუსეთის დედაქალაქში. მკვლელობა გამოძიების ინფორმაციით, 69 წლის ივანკოვის მკვლელობა 2009 წლის აპრილში მოაწყო კრიმინალურმა ავტორიტეტმა ილია სიმონიამ, რომელიც მეტსახელი "მახოთი" არის ცნობილი, მიზეზი მარტივი იყო-კრიმინალურ საზოგადოებაში გავლენის სფეროების გადანაწილება დ აგაზლიერება. ამისთვის მან დაიხმარია გაზაევი, ჯანაშია და შადანია, ასევე ნუგზარ პაპავა და ასტამურ ბუტბა.ისინი ივანკოვს უთვალთვალებდნენ, მათ შეიძინეს სნაიპერული შაშხანა, ვაზნები და ავტომობილი "გაზელი", ასევე მოიმარაგეს მობილური ტელეფონები. მათ გაიგეს, რომ ივანკოვი ხშირად სტუმრობს რესტორან "ტაილანდურ სპილოს", რომელიც მოსკოვში, ხოროშევსკოს გზატკეცილზე მდებარეობდა.მათ შეარჩიეს ხელსაყრელი ადგილი სროლისთვის რესტორნის სიახლოვეს. ფოტოზე ილია სიმონია 2009 წლის 28 ივლისს სიმონიას მითითებით გაზაევი, ჯანაშია, შადანია, პაპავა და ბუტბა სიმონიას მივიდნენ რესტორანთან და დაიწყეს თვალთვალი.იაპონჩიკის მაშინ ესროლეს, როდესაც რესტორნიდან გამოდიოდა. გამოძიების ინფორმაციით, მას ესროლა ბუტბამ, რომელიც გაზელში იმყოფებოდა. იაპონჩიკი გარდაიცვალა საავადმყოფოში, 2009 წლის 9 ოქტომბერს ცეცხლსასროლი იარაღის ჭრილობისგან გამოწვეული პერიტონიტით. 504 3-ს მოსწონს
|