ისტორიული მსოფლიოში ყველაზე ცნობილი წიგნები 2012, 9 აპრილი, 15:37 ბიბლია (დაახლოებით 30-90 წწ)-ქრისტიანული სწავლების მთავარი წყაროა ქრისტიანებისთვის წმინდა წიგნი – ბიბლია. ქრისტიანობას სამი ძირითადი მიმართულება აქვს: კათოლიციზმი, პროტესტანტიზმი და მართლმადიდებლობა. საერთო ნიშანი, რომელიც აერთიანებს ქრისტიანობის სხვადასხვა დენომინაციებს, არის რწმენა იესო ქრისტესადმი, როგორც ღმერთკაცის, მსოფლიოს მხსნელის, სამების მეორე პირის განმასახიერებლისადმი. ყურანი (650-656 წწ)-ყურანის არის წმინდა წიგნი ისლამური რელიგიის. მუჰამადის მიერ წინასწარმეტყველური ზეშთაგონების დროს წარმოთქმული ქადაგებები. ყურანი მუსლიმებისთვის განხილულია, როგორც ბოლო გამოაშკარავება ღმერთის სიტყვის (ქრისტიანული ბიბლიის ძველი და ახალი აღთქმის შემდეგ) მაგნა კარტა (1215 წ)-მაგნა კარტა (ლათ. “დიდი ქარტია”) გამოიცა ინგლისში 1215 წელს და იყო ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი წინაპირობა ხანგრძლივი ისტორიული პროცესისა, რომლის შედეგად თანამედროვე კონსტიტუციური სამართალი ჩამოყალიბდა. მაგნა კარტა თავდაპირველად შეიქმნა რომის პაპს, მეფე იოანე უმიწაწყლოს და მის ინგლისელ ბარონთა შორის მეფის უფლებების შესახებ უთანხმოების გამო. ქარტიის თანახმად მეფეს გარკვეული უფლებები უნდა დაეთმო, დამორჩილებოდა სამართლებრივ პროცედურებს და ეღიარებინა, რომ მეფეც შეზღუდული იყო კანონით. ჩარლზ დარვინი – სახეობათა წარმოშობა (1859 წ)-საკუთარი დაკვირვებებისა და დიდძალი ლიტერატურული მასალის შესწავლის საფუძველზე დარვინმა ჩამოაყალიბა ევოლუციური თეორია, რომელიც სრული სახით არის გადმოცემული 1859 წელს გამოქვეყნებულ წიგნში „სახეობათა წარმოშობა ბუნებრივი გადარჩევის გზით, ანუ უკეთ შეგუებული ჯიშების გადარჩენა სიცოცხლისათვის ბრძოლაში“. დანტე ალიგიერი – ღვთაებრივი კომედია (1321 წ)- ღვთაებრივი კომედია (La Divina Commedia) არის ეპიკური პოემა დაწერილი დანტე ალიგიერის მიერ 1308 წლიდან მის გარდაცვალებამდე, 1321 წლამდე. იგი საყოველთაოდ მოიაზრება, როგორც იტალიურ ენაზე შექმნილი უდიდესი ლიტერატურული ნაშრომი და მსოფლიო ლიტერატურის შედევრი. ჰარიეტ ბიჩერ სტოუ – ბიძია თომას ქოხი (1852 წ)-ეს წიგნი მკითხველს ამერიკელი შავკანიანი მონების ცხოვრების შესახებ მოუთხრობს. ამ რომანმა დიდი როლი ითამაშა ამერიკის სამოქალაქო ომის ზრდაში და ასევე მძიმე გავლენა მოახდინა საზოგადოებების შეხედულებებზე ჩრდილოეთის შტატებში. ზიგმუნდ ფროიდი – სიზმრების ახსნა (1899-1900 წწ)-“სიზმრების ახსნა” 1900 წელს გამოიცა. ეს არის ფროიდის უმთავრესი ნაშრომი ფსიქოანალიზის დარგში, სადაც ჩამოყალიბებულია მოძღვრება არაცნობიერის შესახებ. მასში მოცემულია ნევროზის კვლევისა და მკურნალობის მეთოდი, სიზმრის ფარული შინაარსის განმარტება და სხვა. ანა ფრანკი – ნორჩი გოგონას დღიური (1947 წ)-დღიური სახელწოდებით “თავშესაფარი” (ნიდერლ. Het achterhuis), უფრო ცნობილი, როგორც ანა ფრანკის დღიური — ჩანაწერები, რომლებსაც აწარმოებდა ებრაელი გოგონა ანა ფრანკი, ნიდერლანდების ნასისტური ოკუპაციის დროს, კერძოდ კი 1942 წლის 12 ივნისიდან 1944 წლის 1 აგვისტომდე. დღიური პირველად გამოიცა ნიდერლანდებში 1947 წელს, შემდგომ აშშ-სა და გაერთიანებულ სამეფოში 1952 წელს სახელწოდებით “ნორჩი გოგონას დღიური”. მაო ძედუნი – ციტატები (1964 წ)-ეს წიგნი გამოქვეყნდა ჩინეთის მთავრობის მიერ. წიგნი ცნობილი გახდა, როგორც პატარა წითელი წიგნი დასავლეთში. იგი 900 მილიონზე მეტ ეგზემპლარად დაიბეჭდა და აუცილებელი იყო ყველა ჩინელ მოქალაქეს ჰქონოდა მალანაგა ვატსიაიანა – კამა სუტრა (დაახლ. მე-2 ს)-სანსკრიტულ ენაზე შექმნილ ამ წიგნს განიხილავენ სტანდარტულ სამუშაოდ ადამიანის სქესობრივ ქცევაზე. როცა ეს წიგნი ითარგმნა ინგლისურ ენაზე 1883 წელს, ეს ცვლილება დაეხმარა დასავლეთს დამოკიდებულება შეეცვალა სექსის მიმართ. დენ ბრაუნი- „და ვინჩის კოდი“- ძირითადი ამბავი ვითარდება ადამიანებსი ირგვლივ, რომლებმაც აღმოაჩინეს საუკუნეების განმავლობაში კათოლიკური ეკლესიის მიერ დამალული საიდუმლო, იესო ქრისტეს შესახებ. წიგნმა (და ფილმა) დიდი პოპულარობა მოიხვეჭა, თუმცა გახდა დიდი დავის საგანი ისტორიული, გეოგრაფიული, ხელოვნებისა და არქიტექტურული ფაქტების დამახინჯების გამო. დენ ბრაუნს კი პლაგიატიზმში დასდეს ბრალი. ჯერომ სელენჯერი – „თამაში ჭვავის ყანაში“- წიგნი, რომელსაც ბევრი აღიარებს მეოცე საუკუნის შედევრად, ჟურნალმა „თაიმსმა“ კი 100 საუკეთესო ინგლისურენოვან წიგნში შეიტანა. „თამაში ჭვავის ყანაში“, რომელიც გათვლილია მოზარდ თაობაზე, მისი მთავარი გმირთან, ჰოლდენთან ერთად, დღემდე თინეიჯერებისათვის საყვარელ წიგნად რჩება . მთავარი გმირის საქციელი, მისი დაბნეულობა, პროტესტი, სიგიჟეები და ბავშვური სისულელეები დღემდე მისაბაძად რჩება ვლადიმერ ნაბოკოვი „ლოლიტა“ -ნაბოკოვის „ლოლიტას“ დღეს მეოცე საუკუნის ერთ-ერთ უმთავრეს მხატვრულ ნაწარმოებს უწოდებენ. მისი გამოსვლის დროს, 1955 წელს, კი დიდი აჟიოტაჟი ატყდა ჯერ საფრანგეთში, სადაც პირველად გამოიცა ეს წიგნი და შემდგომ მთელს მსოფლიოში. წიგნი, რომელშიც მოთხრობილია პედოფილი ჰუმბერტ ჰუმბერტისა და 12 წლის გოგონას, დოლორეს ჰეიზს შორის სექსუალურ ცხოვრებაზე, აკრძალეს საფრანგეთში, დიდ ბრიტანეთში, ახალ ზელანდიაში, სამხრეთ აფრიკასა და არგენტინაში. თუმცა ყველასთვის მოულოდნელად წიგნი აშშ-ში 100 000-იანი ტირაჟით გაიყიდა გამოცემიდან პირველსავე კვირას. 2351 3-ს მოსწონს
|