x
image
თუთიკო ბერძენა
ისტორიული პერიოდიზაციის სისტემები, საქართველოს ისტორიის პერიოდიზაცია
მე-18 ს–ში განმანათლებლობის ეპოქაში, ევროპაში, პირველად გამოჩნდა ამა თუ იმ საზოგადოებების სამეურნეო ცხოვრებაში მომხდარი ცვლილებების მიხედვით აგებული პერიოდიზაციის სისტემები.

ეკონომიკურ პრინციპს ეფუძნება შოტლანდიელი პოლიტიკური ეკონომისტის ადამ სმიტის (1723-1790) პერიოდიზაციის სქემა. image

სმიტი გამოყოფს 4 ეკონომიკურ სტადიას:
1. მონადირეობა- შემგროვებლობის ხანა- ველურობის სტადია
2-3. მესაქონლეობა - მომთაბარეობისა და მიწათმოქმედების ხანა- ბარბაროსობისა და ფეოდალიზმის სტადია
3. კომერციის (ვაჭრობის) ხანა - ცივილიზაციის სტადია.

მე-19 საუკუნეში იგივე ეკონომიკური პრინციპი ედო საფუძვლად მარქსისტულ პერიოდიზაციასაც, image
რომელიც მოიცავს საზოგადოების განვითარების შემდეგ სტადიებს:
1. პირველყოფილი თემური წყობილება (უძველესი დროიდან კაცობრიობის ისტორიაში პირველი ცივილიზაციების გაჩენამდე)

2. მონათმფლობელური საზოგადოება( ძვ აღმოსავლეთისა და ანტიკური ცივილიზაციები)
3. ფეოდალიზმი ( შუა საუკუნეები)
4. კაპიტალიზმი (ახალი ისტორია)
5.სოციალიზმი და უკლასო კომუნისტური საზოგადოება. ( უახლესი ისტორია)

თანამედროვე ისტორიულ მეცნიერებაში უახლესი ისტორიის სხვადასხვა გაგება არსებობს.

ბრიტანელმა ისტორიკოსმა ერიკ ჰობსბაუმმა შემოიტანა ცნება " მოკლე მეოცე საუკუნე", რომელიც მოიცავს პერიოდს პირველი მსოფლიო ომიდან (1914) საბჭოთა კავშირის დაშლამდე (1991) და მას უკიდურესობის ხანას უწოდებს.image

მოკლე მე-20 საუკუნე თავის მხრივ იყოფა 3 ქვეპერიოდად, რომელთაგან ერთ-ერთს "ოქროს ხანა" (1947-73) ჰქვია.

გერმანელმა ისტორიკოსმა ოსვალდ შპენგლერმა (1880-1936) და ინგლისელმა არნოლდ ჯოზეფ ტოინბიმ (1889-1975) დაიწუნეს პერიოდიზაციის სამწევრიანი სისტემა და შეიმუშავეს პერიოდიზაცია ცივილიზაციების მიხედვით. შპენგლერმა სქემას უწოდა "ძველი მსოფლიო - შუა საუკუნეები- ახალი დრო" და იგი ცოცხალი ორგანიზმის განვითარების ანალოგიით განსაზღვრა.


image

ტოინბიმ გამოყო ცივილიზაციური ციკლის 4 ფაზა:
1. ზრდის ხანა
2. განსაცდელის ჟამი
3.უნივერსალური სახელმწიფო
4. მმართველობათაშორისი ან დაშვების ფაზა.
მისი აზრით, ცივილიზაციები ვითარდებინ მათ წინაშე აღმოცენებული სიძნელეების დაძლევის სწორი გზის ძიებაში.
საერთო ჯამში შპენგლერი და ტოინბი ოციოდე ციკლურად განვითარებდ ცივილიზაციას გამოყოფენ.

საქართველოს ისტორიის პერიოდიზაცია

საქართველოს ოსტორიის პერიოდიზაციის პირველი სქემა მოცემულია "ქართლის ცხოვრებაში", სადაც ლეონტი მროველი საქართველოს ისტორიის 2 პერიოდს გამოყოფს:

1. მეფობის წინა
2. მეფობის ხან
image

ამ 2 პერიოდს მროველი მიჯნავს ძვ.წ. მე-4 საუკუნის დასასრულით.
ლეონტი მროველის მსგავსად, საქართველოს პერიოდიზაციას იძლევა ვახუშტი ბატონიშვილი.

image

1. ძველი ისტორია - ფარნავაზის გამეფებიდან ვიდრე 1469 წლამდე

2. ახალი ისტორია - 1469 წლიდან.

ევროპულ ტრადიციაზე დაყრდნობით საქართველოს ისტორიის პერიოდიზაცია 3 ნაწილად დაყო სულხან ბარათაშვილმა (ბარათოვმა) :

image

ძველი, შუა და ახალი. მან შუა საუკუნეების დასაწყისად საქართველოში ქრისტიანობის სახელმწიფო რელიგიად გამოცხადება მიიჩნია და არა რომის იმპერიის დაცემა.
შუა საუკუნეების დასასრულად კი მე-15 საუკუნის მე-2 ნახევარი.


საბჭოთა პერიოდში ქართველმა ისტორიკოსებმა შეძლეს ჩვენი ქვეყნის განვითარების რეალური პერიოდების დაფიქსირება. შუა საუკუნეების ისტორია იწყება ფეოდალიზმის ჩასახვით მე-4 საუკუნეში
ახალი ისტორია იწყება 1460, 1420 წლებით.

მე-20 საუკუნის ქართველი ისტორიკოსების მიხედვით, საქართველოს ისტორიაში ძნელბედობის გამო "ახალი ისტორია" მე-15 საუკუნის მეორე ნახევარში ვერ დაიწყო. შესაბამისად, ფეოდალიზმი ანუ შუა საუკუნეები გახანგრძლივდა. ფეოდალური ფორმაციის დასასრულად და კაპიტალიზმის დასაწყისად ქართულ ისტორიოგრაფიაში მიჩნეულია მე-19 საუკუნის 60-იანი წლები.

ფეოდალური ფორმაციის ამ ხანგრძლივ პერიოდში გამოიყოფა ერთმანეთისგან გამიჯნული ქვეპერიოდები.

1. ადრეფეოდალური ხანა ანუ ადრეული შუა საუკუნეები მე-9 ს-ის დასაწყისიდან მე-10 ს-ის დასასრულამდე ( ერთიანი ფეოდალური მონარქიის ჩამოყალიბება, ბაგრატ მე-3 სათავეში)
2. განვითარებული ფეოდალიზმი ანუ განვითარებული შუა საუკუნნები - მე-10- 11 სს( ერთიანი ქართული სახელმწიფოს არსებობის პერიოდი)
3. გვიანფეოდალური ხანა ანუ გვაინი შია საუკუნეები - მე-15 ს მე-2 ნახევარი- მე-19 ს-ის 60-იანი წლები. ფეოდალურ ხანას მოჰყვება კაპიტალისტური (1921 წელს საქართველოს გასაბჭოებამდე) და სოციალისტური (1921-1990) ფორმაციები.
მე-19 საუკუნეებით (1801/1814 -1990) განიზაზღვრება "ახალი ისტორია", რომელშიც თავის მხრივ გამოიყოფა 3 პერიოდი:
1. 1801-1917 წწ- საქართველო რუსეთის იმპერიის შემადგენლობაში
2. 1918-1921წწ - საქართველოს დამოუკიდებელი რესპუბლიკა
3. 1921-1990წწ - საქართველო საბჭოთა იმპერიის შემადგენლობაში

საქართველოს უახლესი ისტორიის დასაწყისად კი შეგვიძლია მივიჩნიოთ საქართველოს დამოუკიდებლობის გამოცხადება 1991წელს და მისი წინა პერიოდი.

1
107
2-ს მოსწონს
ავტორი:თუთიკო ბერძენა
თუთიკო ბერძენა
107
  
2021, 14 დეკემბერი, 0:15
კომენტარი ცარიელია ან წაშლილია

0 1 1