სიახლეები "გაინტერესებთ დღევანდელი ეკონომიკური მდგომარეობა რისი ბრალია? - პასუხი ფოტოზეა" 2021, 13 დეკემბერი, 18:30 ეკონომისტი ოთო აბესაძე პარლამენტის დარგობრივი ეკონომიკური კომიტეტის დღევანდელი სხდომის ცარიელი დარბაზიდან ფოტოს აქვეყნებს და წერს, რომ ქვეყნის ეკონომიკური მდგომარეობა სწორედ ამის ბრალია. "გაინტერესებთ დღევანდელი ეკონომიკური მდგომარეობა რისი ბრალია? პასუხი ფოტოზეა, დღევანდელი დარგობრივი ეკონომიკური კომიტეტის სხდომა. განსახილველი საკითხი ეკონომიკა და ენერგო პოლიტიკა. იმის მაგივრად, რომ არამარტო საქართველოს პარლამენტში, არამედ სრულიად ხელისუფლებაში ვისაც ეკონომიკასთან რამე შეხება მაინც ქონია გამოსავალს ეძებდეს გაზრდილ ფასებზე, ინფლაციაზე, შიმშილსა და ჩამოქცეულ ეკონომიკაზე, რას ვხედავთ? ცარიელ დარბაზს. ყველანაირი ლოგიკით ეს დარბაზი ეხლა უნდა იყოს მწვავე დებატების და ქმედითი საკანონმდებლო ინიციატივების მიღების ადგილი. ჩვენს ეკონომიკაზე საქართველოს პარლამენტიდან ზრუნავენ (ანუ ჩვენ დავიქირავეთ და ხელფასს ვუხდით შემდეგ ეკონომისტებს) 1. დავით სონღულაშვილი 2. ეკა სეფაშვილი 3. გოჩა ენუქიძე 4. გელა მიქაძე 5. ელგუჯა გოცირიძე 6. ისკო დასენი 7. ბექა ლილუაშვილი 8. ლევან მგალობლიშვილი 9. ალექსანდრე რაქვიაშვილი 10. გელა სამხარაული 11. სულხან სიბაშვილი 12. ვასილ ჩიგოგიძე 13. ბეჟან წაქაძე 14. ნინო წილოსანი 15. ხათუნა სამნიძე ამ სიიდან რამდენიმე ადამიანის გარდა, რომელიც მართლა პროფესიონალია (4 ადამიანი) საიდან მოვიდა ეს ხალხი? მართლა მაინტერესებს თქვენი აზრი ამ ადამიანებს შეუძლიათ ქვეყნის ეკონომიკური კრიზისიდან გამოყვანა? ცარიელ დარბაზს ნამდვილად შეუძლია. P.S. ბექა ლილუაშვილი ონლაინ ესწრებოდა", - წერს ოთო აბესაძე "ფეისბუქზე". 101 1-ს მოსწონს |
აზრი აქვს რაიმეს განხილვას ან ინიციატივას? ჩემი აზრით არა,რადგან ეგ გააკეთა უკვე რაქვიაშვილმა და მაინც თავისი გაიტანეს. ეგ კი არა,ეროვნული ფულის საჭრელი დაზგის გამგემ ასე უთხრა,ჩვენ სხვა იდეოლოგია გვაქვსო და ასე ვაკეთებთო,სულ გვკიდია შენი ლიბერტარიანიზმი და მონეტარიზმიო,თუ ბევრს გაატრაკებ ფრიდმანსაც დავიკიდებთო :) აზრი არ აქვს,როცა საზოგადოება არის ბეცი და სანამ ამათ ტაშს დაუკრავს,ისევ ცარიელი იქნება დარბაზი.
არადა რამდენი იწვალა ამ რაქვიაშვილმა და რამდენი ენერგია ჩადო,საიდან აღარ აუხსნა და საიდან აღარ დაუმარცვლა,რატო ვართ ღარიბებიო,რატომ გვაქვს ინფლაცია 13 % და რატომ უნდა გადადგეს დაზგის უფროსიო,მარა ტაში დაუკრა დარბაზმა მაინც.
ამ ოთოს ვეტყოდი,რომ ღარიბები იმიტომ ვართ,რომ შენაირები არიან პარლამენტში 146 სული,რომლებიც პოპულიზმის მამები არიან. ვიღაცამ თავი მოიკლა წაგებული ფულის გამო? ავკრძალოთ კაზინო,ვიღაცას ნავზე მოწევის დროს გზა აებნა? ავკრძალოთ ნავზე მოწევა,ვიღაცა არ იცრის? შემოვიღოთ მწვანე პასპორტები,ვიღაცამ უცხუელს მიწა მიყიდა? ავკრძალოთ სასოფლო მიწის მიყიდვა უცხოელზე,ვიღაცამ თავისი პომიდორი იაფად გაყიდა? შემოვიღოთ რეგულაცია,რაც იმპორტირებულს აიძულებს ადგილობრივის ფასად გაყიდოს,კვირიკაშვილმა რეინვესტირების გამო მოგების გადასახადი გააუქმა? მაგას შიგ ხო არ აქვს,დროზე აქციზი გაზარდეთ და დააბალანსეთ,ვიღაცა თავის საკუთრებაში სტუმრებს სიგარეტს აწვინებს? დააჯარიმეთ მაგის დედაც ვატირე და მთელი დღე შემიძლია ამის წერა. ამიტომ ვართ ღარიბები ოთოოოო