x
მეტი
  • 30.06.2024
  • სტატია:135693
  • ვიდეო:351962
  • სურათი:510071
"რა გინდათ ამ ემიგრანტებისგან? ყოველ შაბათ კვირა ირბინონ 15 წუთიან მიტინგებზე?" - ვის მიმართავს ნუგზარ სულაშვილი

image


საფრანგეთში მოღვაწე "AFG"- ის გენერალური ასამბლეის აღმასრულებელი დირექტორი ნუგზარ სულაშვილი საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის გარშემო განვითარებულ მოვლენებს სოციალურ ქსელში ეხმაურება და ექს-პრეზიდენტის არც თუ ამ სახარბიელო მდგომარეობაში ყოფნაზე სრულ პასუხისმგებლობას ოპოზიციონერ ლიდერებს აკისრებს.


"რა გინდათ ამ ემიგრანტებისგან? ამ ხალხმა ის მაინც იციან, რომ სხვა ქვეყანაში ცხოვრობენ და თქვენ, საკუთარ ქვეყანაში ქვეყანა დაკარგეთ ისე, რომ ვეღარ გიპოვიათ.


ჩვენ ვართ ემიგრანტები თუ თქვენ ეს კიდევ საკითხავია.


ემიგრანტებმა ლამის ხელიდან ხელში ატარეს მიშა მთელ მსოფლიოში და ცივი ნიავი არ მიჰკარებია. ჩამოვიდა კაცი საქართველოში და ციხიდან ვერ გამოგიყვანიათ!


რამდენი ემიგრანტი ჩამოვიდა ოქტომბრის შემდეგ იცით?


რა გინდათ ამ ხალხმა ყოველ შაბათ კვირა ირბინონ 15 წუთიან მიტინგებზე თქვენი უნიათო ოპოზიციონერი ლიდერების სანახავად?!


უკრაინელების მაინც არ გრცხვენიათ? კბილებით დაიცვეს კაცი და პოლიციის მანქანიდან გაიტაცეს რომ არ დაეპატიმრებინათ!


დაწანწალებთ სვიდანიებზე და თავს გვამადლით ახლა?!


ემიგრანტებისთვის რომ დაეჯერებინა მიშას, ახლა თქვენს ხელში არ ჩავარდებოდა.


მიშა მხოლოდ ივანიშვილის პატიმარი კი არა თქვენი პატიმარიცაა ვინც აბოლებდით რომ ჩამოსვლისას ბუზს ვერ აუფრენდა ვერავინ.


სადაა ის მილიონი კაცი აეროპორტში რომ ხვდებოდა?" - წერს ნუგზარ სულაშვილი.




0
188
1-ს არ მოსწონს
ავტორი:მაკა ნიკვაშვილი
მაკა ნიკვაშვილი
Mediator image
188