სხვა გაუპატიურების სკანდალის შემდეგ კრიშტიანუ რონალდუ პოლიციას უჩივის 2021, 13 დეკემბერი, 16:28 2018 წელს მოდელმა კეტრინ მაიორგამ ცნობილი ფეხბურთელი კრიშტიანუ რონალდუ გაუპატიურებაში დაადანაშაულა. იმისდა მიუხედავად, რომ 2019 წელს რონალდუს ბრალდება ოფიციალურად მოეხსნა, ის ამ საქმეს მაინც დაუბრუნდა. ამჯერად, რონალდუს ადვოკატები ცდილობენ „დაბლოკონ“ ლას-ვეგასის პოლიციის თანამშრომლები. პოლიციას აპირებდა გამოძიებასთან დაკავშირებით ჩანაწერების გამოქვეყნებას New York Times-ში. მიმდინარე წლის ნოემბერში პოლიციის დეპარტამენტმა რონალდუს ადვოკატებს აცნობა, რომ სააგენტო აპირებდა დამუშავებული მასალების გამოქვეყნებას, მათ შორის „დანაშაულის შესახებ ანგარიშები და ქონების ჩანაწერები; ნებაყოფლობითი განცხადებები, მისგან ორდერის გამოცხადება/მიღებები გამოძიებასთან დაკავშირებით.“ რონალდუს ადვოკატებმა მიმართეს დაცვის ორდერს ფედერალურ სასამართლოში, რომელიც პოლიციას აუკრძალავს დოკუმენტების გამოქვეყნებას. სხდომა ჯერ-ჯერობით არაა დანიშნული. შეგახსენებთ, 2018 წლის სექტემბერში ამერიკელმა კეტრინ მაიორგამ განაცხადა, რომ ჯერ კიდევ 2009 წელს, ლოს-ანჯელესის სასტუმროში ფეხბურთელმა გააუპატიურა, შემდეგ კი დუმილის სანაცვლოდ 375 000 დოლარი გადაიხადა. თავად ფეხბურთელი მთელი ამ ხნის განმავლობაში ამტკიცებდა, რომ კეტრინმი უბრალოდ მის სახელს იყენებდა პოპულარობის გამო და რომ ბრალდებები სიცრუე იყო. მოგვიანებით ცნობილი გახდა, რომ იმ ღამეს სპორტსმენს მართლაც ჰქონდა კავშირი კეტრინთან, მაგრამ მისი თანხმობით და ფული მისცა, რათა მას საჯაროდ არ გაევრცელებინა მათი ინტიმური ურთიერთობის დეტალები და არ განეხილა ეს მედიაში: ”ორივე მხარე შეთანხმდა რომ ხელშეკრულების პირობებს დაიცავდა და იმ საღამოს მოვლენებს არ გაამჟღავნებდა. ” ამასთან, დოკუმენტებში ნათქვამია, რომ გადახდა არ არის დანაშაულის ჩადენის აღიარება. 225 1-ს მოსწონს
|