x
მეტი
  • 22.11.2024
  • სტატია:138402
  • ვიდეო:351967
  • სურათი:512069
უდიპლომო "ექიმები" – 5 სამეცნიერო მტკიცებულება, რომ კატას ადამიანის სიცოცხლის გახანგრძლივება შეუძლია

ექსპერტები სხვადასხვა ქვეყნიდან თვლიან, რომ კატას მხოლოდ მიაუ–მიაუ და თაგვების დაჭერა კი არ შეუძლია, ის ნამდვილი წამალია ისეთი დაავადებების სამკურნალოდ, როგორებიც არის სტრესი, ნევროზი, გულის დაავადებები და ალკოჰოლიზმიც კი... და აქ, სწორედ ამის სამეცნიერო მტკიცებულებებს წარმოგიდგენთ:


image


1. კატა ქრონიკული დეპრესიის და სტრესის წინააღმდეგ

მელბურნის (ავსტრალია) უნივერსიტეტის მეცნიერები ქალაქის ერთ-ერთი კლინიკის ფსიქიატრიული განყოფილების პაციენტებს აკვირდებოდნენ. ექსპერიმენტში 200-ზე მეტი ადამიანი მონაწილეობდა, რომლებიც ნერვოზის, დეპრესიის და სოციოფობიის ქრონიკული დაავადებებით იტანჯებოდნენ. პაციენტებს ფსიქოთერაპიის სხვადასხვა მეთოდებით მკურნალობდნენ – ფსიქოანალიზიდან დაწყებული და ავტოტრენინგით დასრულებული. კვლევის დასრულების შემდეგ გაირკვა, რომ ყველაზე პოზიტიური შედეგი, ფელინოთერაპიას (ადამიანის კატასთან ურთიერთობა) ჰქონდა. როგორც პროექტის ზედამხედველმა ექიმმა აღნიშნა, რომ ის პაციენტები, რომლებსაც კატებთან ჰქონდათ შეხება, უფრო სწრაფად გამოდიოდნენ კრიზისიდან, ვიდრე ისინი, ვინც ტრადიციული მეთოდებით მკურნალობდნენ: «პატარა რომ ვიყავი, ფერმაზე ყოველთვის გვყავდა კატა. მახსოვს, რთულ მომენტებში ბებია ყოველთვის მეუბნებოდა – ნუ იდარდებ, მიხედე ჩვენს კატას, ჯეას, როგორი თავისუფალი, ამაყია და სულ არ ადარდებს, რას იტყვიან მასზე სხვები. დიახ, კატები გვასწავლიან ვიყოთ ისინი, ვინც ვართ, ვიყოთ დამოუკიდებელნი და გვასწავლიან თათებზე დაცემას, ნებისმიერი ადგილიდან გადმოვარდნის შემთხვევაში». ასე, რომ, ნუ შეგრცხვებათ კატებისთვის სურათების გადაღება და შემდეგ მათი დათვალიერება (სწორედ ასეთი დავალება ჰქონდათ კლინიკის პაციენტებს) და კნუტებზე ზრუნვა და მათი მოფერება! როგორც მეცნიერები ამბობენ, ასეთი მოქმედებები ნერვულ სისტემას აძლიერებენ და სტრესის დაძლევაში ეხმარებიან ადამიანებს.


2. კატა ალკოჰოლური სასმელის ნაცვლად

რთული დღე გქონდათ? გინდათ რომ დალიოთ და მოდუნდეთ? უმჯობესია კატას მოეფეროთ! ფუმფულების კრუტუნი, როგორც ტორონტოს (კანადა) უნივერსიტეტის მეცნიერმა–ნეიროფიზიოლოგებმა დაადგინეს, თავის ტვინის სიამოვნების იგივე ცენტრების აქტივაციას ახდენს, რასაც გემრიელი საჭმელი ან ალკოჰოლი. მათ შორის ვისაც შინაური ცხოველები ჰყავს, განსაკუთრებით კი კატები, ბევრად უფრო ნაკლებია ალკოჰოლიზმით დაავადების შემთხვევები, ვიდრე მარტოხელა ადამიანებს შორის. აქვე უნდა აღინიშნოს, რომ სკანდინავიის ქვეყნების ნარკოლოგიურ კლინიკებში, ხშირად მიმართავენ ენიმალოთერაპიას (მკურნალობა ცხოველების დახმარებით), რადგან ეს მეთოდი ძალიან ეფექტურად ითვლება და პრაქტიკულად იგივე შედეგი აქვს, რაც ალკო და ნარკო დამოკიდებულების სამკურნალო მედიკამენტებს. პაციენტებს «მავნე ჩვევისგან» გათავისუბლების მიზნით, თავშესაფარიდან წამოყვანილ კატას ან ძაღლს აძლევენ მოსავლელად. როგორც ექიმები ამბობენ, ხშირად ორი პრობლემის ერთდროულად მოგვარება ხდება – ადამიანი მავნე დამოკიდებულებისგან თავისუფლდება და ცხოველსაც პატრონი უჩნდება, რადგან თერაპიის დასრულების შემდეგ, ყოფილი პაციენტები, თავიანთ მეურვეობაში მყოფ ცხოველებს საუკეთესო მეგობრებად თვლიან და მათთან განშორება აღარ უნდათ.


3. კატა ინფარქტის და ინსულტის პროფილაქტიკისთვის

მეცნიერებმა ედინბურგის (შოტლანდია) უნივერსიტეტიდან კავშირი დაადგინეს ადამიანის ჯანმრთელობის მდგომარეობასა და შინაურ ცხოველებს შორის. კვლევაშო, 40-დან – 85 წლამდე ასაკის, 10 ათას ადამიანზე მეტი მონაწილეობდა და «მკურნალებს» შორის ჩემპიონები კატები აღმოჩნდნენ – მათ პატრონებს, საშუალოდ, 18-20% უფრო ნაკლებად ემართებოდათ ინფარქტი და ინსულტი, ვიდრე მათ, ვისაც სახლში შინაური ცხოველები არ ჰყავთ. ამასთან, აღსანიშნავია, რომ კატის პატრონებს 10% უფრო ნაკლებად ემართებათ აღნიშნული დაავადებები, ვიდრე მათ, ვისაც ძაღლები ჰყავთ. ექსპერტები ამტკიცებენ, რომ კატები სიცოცხლეს უხანგრძლივებენ მამაკაცებს! ყოველ შემთხვევაში, დიდი ბრიტანეთის ხანდაზმული მამაკაცების 70%, ვინც თავისი 85 წლის იუბილე იზეიმა, ყოველთვის ჰყავდათ სახლში კრუტუნა შინაური ცხოველები.


4. კატები ამცირებენ კიბოს რისკს

სტენფილფის (აშშ) უნივერსიტეტის ონკოლოგიის კათედრის მეცნიერები, 7 წლის მანძილზე, ქალაქის ერთ-ერთ პოლიკლინიკაში დარეგისტრირებული, რამოდენიმე ათასი ადამიანების ჯანმრთელობის მდგომარეობაზე დაკვირვებას აწარმოებდნენ. კვლევის მიზანს, კიბოთი დაავადების რისკ–ფაქტებზე, გარემო ფაქტორების ზეგავლენა წარმოადგენდა. გაირკვა, რომ იმ ადამიანებს შორის, ვინც ანკეტაში სახლში შინაური ცხოველების არსებობა დააფიქსირა, კიბოთი დაავადების ფაქტი 30%-ით უფრო ნაკლები იყო, ვიდრე მათ შორის, ვისაც ცხოველი არ ჰყავდა.


5. ფუმფულა ფიზიოთერაპევტები

კატის მოფერება ძალიან სასარგებლოა ჰიპერტონიით და მეტეომგრძნობიარობით დაავადებული ადამიანებისთვი. დამტკიცებულია, რომ კატის ბეწვზე ხელის გადასმა, არტერიულ წნევას ამცირებს. აღნიშნული ეფექტი კი, იმით არის გამოწვეული, რომ კატის მოფერების დროს, სტატიკური ელექტრობა მცირდება, რაც თავის მხრივ, წვრილი სისხლძარღვების სპაზმების შემცირებას იწვევს. ასე ხდება ამინდის ცვლილების დროსაც, როდესაც გარეთ წვიმა და ქარია, დისკომფორტის თავიდან ასაცილებლად, ყველაზე კარგი გამოსავალი – კატის მოფერებაა.

გარდა ამისა, კატებს ტემპერატურის სხვაობის გარჩევაც შეუძლიათ. მათ გათბობა უყვართ და ინსტიქტურად, ყველაზე თბილ ადგილებს ეტანებიან. ამიტომ არის, რომ თუ ადამიანს მუხლები აწუხებს, ან ბრონქიტი ეწყება, კატა სიამოვნებით წვება ფეხებზე ან მკერდზე. ცხოველის სითბო ძალიან ეფექტურია ანთებითი პროცესების ჩასაწყნარებლად და ტკივილის გასაყუჩებლად. ასე, რომ თუ ადამიანს გრიპი აქვს და კატამ მოისურვა «მდოგვის საფენის» როლის თამაში, არ უნდა გააგდოს, და რამდენიმე წუთის შემდეგ, მდგომარეობა შეუმსუბუქდება.


image


არხის სხვა სიახლეები:


image


1. უცხოპლანეტელები და დედამიწა – რა წვლილი მიუძღვით მათ ჩვენი ცივილიზაციის განვითარებაში

2. 10 საინტერესო ფაქტი კოკა-კოლას შესახებ - რა შემთხვევაში იყენებენ კოკა–კოლას მედიცინაში

3. ვეფხვის წელი: რა უნდა იყოს 2022 წლის საახალწლი სუფრაზე

4. ეშმაკის კოლექცია

5. რატომ უნდა იყოლიოს სახლში კატა ყველამ და განსაკუთრებით – მამაკაცებმა?

6. ყურებას დაიწყებთ და თვალს ვეღარ მოწყვეტთ - 12 მინი-სერიალი, რომლებიც აუცილებლად უნდა ნახოთ



0
396
3-ს მოსწონს
ავტორი:ლალი ადიკაშვილი
ლალი ადიკაშვილი
Mediator image
396
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0