x
image
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
ჟან კლოდ ვან-დამის მომხიბვლელი ქალიშვილი მამის კვალს გაჰყვა
image

ამჟამად 31 წლის ბიანკა ვან დამი თამაშობს ფილმებში, მუშაობს მოდელად და ფიტნეს-მწვრთნელად, ცდილობს არ იფიქროს საკუთარ სპორტულ კარიერაზე. თუმცა, გოგონას გეგმები ამბიციური იყო. ბიანკა ბელგიელი მსახიობის ჟან-კლოდ ვან დამის ოჯახში დაიბადა და ეს შეიძლება ყოფილიყო ყველაფერი ნათქვამი, მაგრამ არა. გოგონა ნამდვილად იმსახურებს განსაკუთრებულ ყურადღებას.

თავუს დროზე ვან დამმა ბევრი ქალი გამოიცვალა, მაგრამ საბოლოოდ იგი შეჩერდა ბოდიბილდერ გლედის პორტუგასზე, რომელთანაც ქორწინებაში დაიბადა ბიანკა და მისი უფროსი ძმა კრისი. ამის შემდეგ ვარსკვლავური წყვილი დაშორდა და ვან დამმა მსახიობ დარსი ლაპიერთან გააბა ურთიერთობა . მართალია, იმასთანაც დიდხანს არ დარჩა და დაბრუნდა გლედისთან, რომელიც ამავე დროს გახდა ერთდორულად მისი მესამე და მეხუთე ცოლი.

image

ბოდიბილდერებისა და სპორტსმენების ოჯახში ფიზიკური ვარჯიშებს ვერ გადაურჩებოდი, ამიტომ ბიანკას შვიდი წლის ასაკიდან ასწავლიდნენ სამეჯლისო ცეკვას, კიკბოქსინგს, ფიგურულ სრიალსა და საბრძოლო ხელოვნებას. ამ უკანასკნელისგან გოგონას ფაქოტბრივად გული ერეოდა, ამიტომ ფიგურულ სრიალზე ჩაიციკლა.

image


მალევე მიხვდა, რომ ფიგურული სრიალი მისთვის არ იყო, მაგრამ ციგურებზე სრიალი მოეწონა. ბიანკა ოცნებობდა ოლიმპიურ თამაშებზე მოხვედრაზე და ამიტომ მთელი დრო ვარჯიშებს დაუთმო. იგი შეჯიბრებიდან შეჯიბრებამდე იმარჯვებადა, სანამ ჩემპიონატზე არ დაეცა, მაგრამ მაინც პირველი ადგილი დაიკავა.

image

დაცემამ ზურგი სერიოზულად დაუზიანა, თუმცა გოგონა დანებებას არ აპირებდა. მაგრამ ბიანკას მძიმე ტკივილის გამო ვარჯიშის შეწყვეტა და აქტივობის ვექტორის შეცვლა მოუწია.

მან დაიწყო საბრძოლო ხელოვნების შესწავლა, ვარჯიშობდა სპორტდარბაზში იდასთან - მსახიობ დოლფ ლუნდგრენის უფროს ქალიშვილთან ერთად, თან ჩაირიცხა კინოაკადემიაში.

სანამ ვან დამი მოგზაურობდა მსოფლიოში და თამაშობდა ბოევიკებში. შესაბამისად, ბიანკას ჰქონდა შესანიშნავი შესაძლებლობა, სტაჟირება და გამოცდილება შეეძინა.

image

მამამ გოგონა მიიწვია მასთან ერთად რამდენიმე ფილმში მონაწილეობის მისაღებად და ისიც, რა თქმა უნდა, დათანხმდა. ასე რომ, ის გამოჩნდა ფილმებში "სპეციალური დავალება", "მკვლელთა თამაშები", "გარედან შემოჭრა", "კეთილი იყოს თქვენი მობრძანება ჯუნგლებში", "ექვსი ტყვია" და "არწივის გზა".

image

შედეგად, მისი ნიჭი შენიშნეს სხვა რეჟისორებმა, რომლებმაც დაიწყეს ბიანკას მიწვევა ფილმებში. თავდაპირველად მას არ სურდა მამისთვის შეედარებინათ და დედასთან განქორწინების შემდეგ გვარიც კი შეიცვალა. გარდა ამისა, 90-იან წლებში, როდესაც ვან დამი მეოთხე ცოლს დაშორდა, მას ნარკოტიკების გამო პრობლემები შეექმნა და ბიპოლარულმა აშლილობამ სიტუაცია გააუარესა. მისმა გვარმა (და ბიანკას გვარმაც) ყველა სათაურში უსიამოვნო კონტექსში გაიელვა.

image

ამჟამად გოგონას წყნარად იღებენ ფილმებში მამის ფსევდონიმით და კარგადაც ეპყრობიან, თუმცა ცოტა უცნაურია მამისა და ქალიშვილის ურთიერთობა.

"ჩვენ არასდროს ვიკრიბებით ერთად სადილად და საქმის განსახილველად. როგორც წესი, მე უბრალოდ გამოვიჭერ ხოლმე მას და დარბაზში მიმყავს, რათა ვიღაცა მივბეგვოთ", - აღიარა ბიანკამ.


0
476
2-ს მოსწონს
ავტორი:არაჩანდა
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
476
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0