x
image
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
Mediator image
ირანში, შესაძლოა, შინაური ცხოველების სახლში ყოლა აიკრძალოს

image

ირანელ დეპუტატთა ჯგუფმა ქვეყნის პარლამენტს წარუდგინა კანონპროექტი სახლში ძაღლებისა და კატების ყოლის სრულიად აკრძალვის შესახებ. გამონაკლისის სახით შინაური ცხოველების ყოლის უფლება მხოლოდ სამართალდამცავ ორგანოებს და ფარმაცევტულ კომპანიებს ექნებათ.

ინიციატივის ავტორების თქმით, შინაური ცხოველები „ავრცელებენ დაავადებებსა და სიბინძურეს, აყენებენ ადამიანებს ფსიქოლოგიურ და სულიერ ზიანს“. ამავდროულად, არა მხოლოდ კატებს და ძაღლებს ემუქრებათ აკრძალვა არამედ ბევრ სხვა შინაურ ან მოშინაურებულ ცხოველსაც: კურდღლებს, მაიმუნებს, კუებს, ზაზუნებს, რომ აღარაფერი ვთქვათ ისეთ ეგზოტიკურ არსებებზე, როგორიცაა გველები, ობობები და ნიანგები.

შინაური ცხოველების აკრძალვის გარდა, იგეგმება უცხოეთიდან შინაური ცხოველების იმპორტზე ტოტალური შეზღუდვის დაწესება. ჯერჯერობით უცნობია, ეს გავლენას მოახდენს ცხოველების მოშენებაზე თუ კანონის მიღებული იქნება.

აკრძალვა შეეხება ოთხფეხა შინაურ ცხოველებთან ერთად მოგზაურ ტურისტებსაც.

კანონის დამრღვევებს სასჯელად დეპუტატები სთავაზობენ სოლიდურ ჯარიმას+ ცხოველის ჩამორთმევით.

პოლიციელებს და სამხედროებს შეეძლებათ ძაღლების შენახვა სპეციალურად გამოყოფილ ადგილებში, ფარმაცევტულ კომპანიებს კი ლაბორატორიაში საცდელი ცხოველების შენახვის ნებართვა მიეცემათ.

მსგავსი კანონპროექტი ირანის პარლამენტს ჯერ კიდევ 2011 წელს წარუდგინეს, მაგრამ მაშინ დეპუტატებმა კანონი უარყვეს და სხვა დროისთვის გადადეს, "რადგან შინაური კატებისა და ძაღლების წინააღმდეგ ბრძოლის გარდა ქვეყანას სხვა პრობლემებიც ჰქონდა".

თუ ირანში შინაური ცხოველების შესახებ კანონი მიღებული იქნება, ის რისკავს მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე არაჰუმანური გახდეს შინაური ცხოველების მიმართ ვინაიდან ქვეყნების აბსოლუტურ უმრავლესობაში ძაღლების ( ზოგიერთი ჯიშის გამოკლებით) და კატების შენახვა სავსებით ლეგალურია.

0
254
3-ს მოსწონს
ავტორი:არაჩანდა
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
Mediator image
254
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0