სხვა რატომ არ იცრებიან აღმოსავლეთ ევროპელები? 2021, 11 დეკემბერი, 13:05
COVID-19-ით გამოწვეული გარდაცვალების ზრდასთან ერთად, იზრდება კორონავირუსის ვაქცინაციის ყალბი სერტიფიკატების რაოდენობა.ეს ფენომენი განსაკუთრებით ხშირია ყოფილი საბჭოთა ბლოკის ქვეყნებში.
შეთქმულების გიჟურმა თეორიებმა მოიცვა აღმოსავლეთ ევროპა.ეს კომუნისტური ეპოქის შემდგომ სამთავრობო ინსტიტუტებისადმი დაბალი ნდობის შედეგიც არის.
როგორ ჩავარდა ვაქცინის კამპანია აღმოსავლეთ ევროპაში, წაიკითხეთ პენსილვანიის უნივერსიტეტის პროფესორის კრისტენ გოდსის სტატიაში. ბოლო კვირეების განმავლობაში ევროპა კვლავ გახდა Covid-19-ის პანდემიის გლობალური ეპიცენტრი. კოროვირუსული ინფექციის შემთხვევების, ჰოსპიტალში მყოფთა და გარდაცვლილთა რაოდენობის ზრდა გვაიძულებს განსაკუთრებული ყურადღება მივაქციოთ ვაქცინაციის მიმართ დარჩენილთა ორჭოფობას, რომელიც განსაკუთრებით ევროპელთა ერთ ჯგუფშია გავრცელებული. ესენი არიან ისინი, ვინც ცხოვრობენ აღმოსავლეთ ევროპის ყოფილ კომუნისტური ქვეყნებში. ევროკავშირში მოქალაქეების 75, 6% უკვე სრულად აცრილია, ამასობაში კი ბულგარეთში ეს მაჩვენებელი 26, 2%-ია, რუმინეთში კი - 39, 6%. ევროკავშირის მიღმა მყოფ ქვეყნებში, მდგომაროება კიდევ უფრო უარესია. უკრაინის მოსახლეობის მხოლოდ 20, 2% და რუსეთის მოსახლეობის 36, 3% არის სრულად აცრილი.(შენიშვნა:აქვე ჩავამატებ საქართველოს-ორი დოზით აცრილია მოსახლეობის 27, 8%, ბელარუსის 30, 5%, ხოლო მოლდოვას-36, 3%) რა სჭირს აღმოსავლეთ ევროპას? ერთი სიტყვით: დეზინფორმაცია. რეგიონი სავსეა ამით. ეს არის კომუნისტური ეპოქის შემდეგ სამთავრობო ინსტიტუტების მიმართ საზოგადოების ნდობის კრახის შედეგი. შეთქმულების გიჟურმა თეორიებმა მოიცვა ეს ქვეყნები და გახდა კოროვირუსის აჩრდილი. აი, როგორ აღწერს ერთი უკრაინელი ექიმი თავის ქვეყანაში არსებულ ვითარებას: „ძალიან გავრცელებულია ყალბი ამბები, ადამიანებს მიკროჩიპებისა და გენეტიკური მუტაციების სჯერათ... ზოგიერთი მართლმადიდებელი მღვდელი ღიად და აგრესიულად მოუწოდებს ხალხს, რომ არ გაიკეთონ აცრები და სოციალური ქსელები ივსება ყველაზე აბსურდული ჭორებით. უკრაინელებმა ისწავლეს არ ენდონ მთავრობის არცერთ ინიციატივას და არც ვაქცინაციაა გამონაკლისი. " ახლა, როდესაც Covid-19-ით დაღუპულთა რიცხვმა გადააჭარბა წინა პიკის დროს გარდაცვლილებს და გაიზარდა შიში, ვაქცინაციის მაჩვენებელმა შედარებით მოიმატა. მიუხედავად ამისა, ბევრ ქვეყანაში გავრცელებულია ვაქცინაციის სერთიფიკატების და PCR ტესტის შედეგების გაყალბების პრაქტიკა (მაგალითად, ბულგარეთში ყალბი ვაქცინაციის სერტიფიკატები და ტესტის შედეგების შეძენა შესაძლებელია 150-300 ევროდ), მაშინ როცა ზუსტად არავინ იცის რამდენია მიმოქცევაში არსებული ეს დოკუმენტები. ის ადამიანებიც კი, რომელთა მეგობრები ან ახლობლები გარდაიცვალნენ, განაგრძობენ იმის მტკიცებას, რომ ვაქცინები საშიშია, რადგან ისინი შეიცავს ნანობოტებს, ან იმიტომ, რომ ისინი გადაწერენ თქვენს დნმ-ს, ან იმიტომ, რომ გლობალურ ფარმაცევტულ კორპორაციას, რომელიც ვაქცინებს აწარმოებს, არ შეიძლება ენდო და არც ჯანმოს, რადგან ყველა ერთხმად შეთქმულების მონაწილეა. დიახ, რა თქმა უნდა, ჭორები და დეზინფორმაცია ვრცელდება დასავლეთშიც. ამერიკული Fox News-ის საკაბელო ახალი ამბების არხი ყველაზე დიდი აუდიტორიით, წლების განმავლობაში ავრცელებს დეზინფორმაციას ვაქცინების შესახებ. მიუხედავად ამისა, ამერიკელი მოზარდების 70% დღეს სრულად არის ვაქცინირებული. რატომ ენდობა ამდენი აღმოსავლეთ ევროპელი ჭორებს? აღმოსავლეთ ევროპა ხასიათდება საზოგადოებისადმი ნდობის დაბალი დონით. ეს არის კომუნიზმის დაშლის, ღრმა რეცესიის შედეგი. მრავალ ქვეყანაში გარდამავალი პერიოდის და შემდგომ პოსტკომუნისტური მთავრობების უუნარობის ბრალია, რომ არსებობს ეს ყველა ფენომენი. სააგენტო Reutersის სტატიაში, რომელიც ბევრმა გააზიარა სოციალურ ქსელებში, მოჰყავს ზოგიერთი უსახელო "ექსპერტის" აზრი, რომლებიც "სახელმწიფო ინსტიტუტებისადმი საზოგადოების უნდობლობას" "ათწლეულობით კომუნისტურ მმართველობას" უკავშირებენ. თუმცა, რეალურად, საქმე იმაშია, რომ კომუნისტების დროს, საზოგადოების ნდობის დონე გაცილებით მაღალი იყო. ამასვე ადასტურებს მასობრივი გამოკითხვები პოსტკომუნისტურ ქვეყნებში, ასე მაგალითად: EBRD-მა (ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკი) პირველად 2006 წელს ჩაატარა მასობრივი კვლევა „ცხოვრება გარდამავალ პერიოდზე“, ათასობით ადამიანი გამოიკითხა 28 პოსტკომუნისტურ ქვეყანაში . გამოკითხვამ აჩვენა, რომ რესპონდენტთა ორი მესამედის აზრით, 1989 წლამდე ადამიანების უმეტესობის ნდობა შეიძლებოდა, მხოლოდ 1/3-მა აღნიშნა, რომ 17 წლის შემდეგ, ადამიანების უმეტესობის ნდობა შეიძლებოდა. მსგავსი შედეგები დაფიქსირდა ყველა პოსტკომუნისტურ ქვეყანაში და რეგიონში, რესპონდენტთა უმრავლესობა (ყველა ასაკობრივ ჯგუფში და ყველა შემოსავლის კატეგორიაში) თანხმდება, რომ ზოგადად კომუნიზმის პირობებში ადამიანები იყვნენ "უფრო სანდონი". სწორედ ამიტომ გასაკვირი არ არის, რომ გარდამავალი პერიოდის შედეგით იმედგაცრუებამ გამოიწვია 1990-იანი წლებიდან 2010-იანი წლების ბოლომდე პოსტკომუნისტურ რეგიონში სახელმწიფო ინსტიტუტების (მათ შორის, მთავრობა, პარლამენტი, სასამართლოები, არმია და პოლიცია) ნდობის შემცირება. 1990-2013 წლებში ცენტრალურ და აღმოსავლეთ ევროპაში პოლიტიკური ინსტიტუტების მიმართ ნდობის დონე განახევრდა. 115 5-ს მოსწონს
|