x
მეტი
  • 27.12.2024
  • სტატია:139081
  • ვიდეო:351981
  • სურათი:512603
ეშმაკის კოლექცია

image


მრავალი წლის წინ, ეშმაკმა წატრაბახება მოინდომა და ყველას დასანახავად, თავისი ხელობისთვის საჭირო ხელსაწყოები გამოფინა. მან ყველაფერი მინის ვიტრინაში მოათავსა და ზემოდან ეტიკეტები მიაკრა: მრისხანება, ანგარება, უქნარობა, ამპარტავნება, სიძვა, ნაყროვანება და შური*. ეს იმისთვის, რომ ყველას გაეგო, თუ რა ხელსაწყო რისთვის გამოიყენებოდა და რა ღირდა თითოეული მათგანი.

გამოფენაზე თავმოყრილი იყო მთელი მისი კოლექცია: შურის მბზინავი ხმალი, მრისხანების ჩაქუჩი, ძუნწობის ხაფანგი. თაროებზე განთავსებული ყველა იარაღი, შიშის, სიამაყის და ზიზღისთვის იყო. ყოველი მათგანი, ეშმაკს ცალკე ბალიშზე ჰქონდა მოთავსებული. ყველაზე შორეულ კუთხეში კი, ერთი პატარა და გაცვეთილი ხის სოლი იდო, რომელაც — "სასოწარკვეთა" ეწერა. ყველასათვის გასაკვირად, ეს ნივთი ბევრად უფრო ძვირი ღირდა, ვიდრე ყველა ნივთი ერთად აღებული. კითხვაზე, თუ რატომ ღირს ის ასეთი ძვირი, ეშმაკმა უპასუხა:

— ეს ერთადერთი ხელსაწყოა, ჩემს არსენალში, რომელზეც დაყრდნობა შემიძლია. თუ ყველა დანარჩენი ხელსაწყო უძლური აღმოჩნდა... — თქვა მან და სოლს ხელი ნაზად გადაუსვ. — და თუ მის ჩასმას ადამიანის თავში შევძლებ, მაშინ ის, ყველა დანარჩენი ხელსაწყოებისთვის, გახსინის კარს...

.

* შვიდი სულიერად მომაკვდინებელი ცოდვა — რიგი არასასურველი მანკებისა, რომელსაც ადრეული ქრისტიანული პერიოდიდან იყენებენ ხალხის გასანათლებლად და ქრისტიანებისათვის სწორი ცხოვრების გზის საჩვენებლად. ეს შვიდი ცოდვა კი შემდეგია: მრისხანება, ანგარება, უქნარობა, ამპარტავნება, სიძვა, ნაყროვანება და შური. (ვიკიპედია)


image


imageimageimageimage




0
67
4-ს მოსწონს
ავტორი:ლალი ადიკაშვილი
ლალი ადიკაშვილი
Mediator image
67
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0