რელიგია სილუან ათონელის პასუხები ყველაზე მნიშვნელოვან კითხვებზე 2018, 4 იანვარი, 9:50 რომელი არის ყველაზე იშვიათი უნარი? — გაცემის უნარი.
რომელი არის ყველაზე კარგი უნარი? — პატიების უნარი.
რომელი არის ყველაზე რთული უნარი? — დუმილის უნარი.
რომელი არის ყველაზე მნიშვნელოვანი უნარი? — შეკითხვის უნარი (როდესაც რამე არ იცის და სხვას ეკითხება).
რომელი არის ყველაზე საჭირო უნარი? — მოსმენის უნარი.
რომელი ჩვევაა ყველაზე არასასიამოვნო? — პატივმოყვარეობა.
რომელი ჩვევაა ყველაზე მავნებელი? — ყბედობა.
რომელი ადამიანია ყველაზე ძლიერი? — ის, ვისაც ჭეშმარიტების შეცნობა შეუძლია.
რომელი ადამიანია ყველაზე სუსტი? — ის, ვინც თვლის, რომ ძლიერია.
ვინ არის ყველაზე ჭკვიანი? — ის, ვინც საკუთარი გულის ძახილს მიჰყვება.
რომელი დამოკიდებულება არის ყველაზე სახიფათო? — საკუთარ სხეულზე დამოკიდებულება (ნარკოდამოკიდებულება, წამალდამოკიდებულება, ლოთობა...).
ვინ არის ყველაზე ღარიბი ადამიანი? — ვისაც ყველაზე მეტად ფული უყვარს.
ვინ არის ყველაზე ახლოს ღმერთთან? — ღმერთთან ყველაზე ახლოს გულმოწყალე და ქველმოქმედი ადამიანია.
რით დავუპირისპირდეთ უბედურებას? — სიხარულით.
რით დავუპირისპირდეთ ტანჯვას? — მოთმინებით.
რა არის ჯანმრთელი სულის ნიშანი? — რწმენა.
რა არის სულის ავადმყოფობის ნიშანი? — უიმედობა.
რომელია არასწორი საქციელის ნიშანი? — გაღიზიანება.
რა არის კარგი საქციელის ნიშანი? — სულის სიმშვიდე.
როგორი ადამიანია ცოცხლად მკვდარი? — გულგრილი.
ვინ არის უკვდავი? — ვისაც სხვები უყვარს.
თქვენთვის ასევე საინტერესო იქნება: 419 8-ს მოსწონს
|