სხვა ამერიკელი პატიმრები ტრანსგენდერებად ასაღებენ თავს და ქალებს აუპატიურებენ კოლონიაში 2021, 10 დეკემბერი, 17:34
ახალი ეთიკა, რომელმაც დაიპყრო ამერიკელი მმართველი წრეების გონება, კარნახობს საკუთარ ცხოვრების წესებს. ვაშინგტონის შტატში მსჯავრდებული მამაკაცები, რომლებმაც მოულოდნელად "ქალად იგრძნეს თავი", გადაიყვანეს ერთადერთ ქალთა კოლონიაში. მაგრამ ერთი საქმეა, თუ ყველა ეს პატიმარი ჭეშმარიტად ტრანსგენდერები იქნებოდნენ, სინამდვილეში მოვლენები სხვაგვარად განვითარდა. აღმოჩნდა, რომ მათ რიგებში შეაღწიეს მოხერხებულმა პატიმრებმა, რომლებსაც სასჯელის მოხდა ხორციელი სიამოვნების თანხლებით გადაწყვიტეს. შედეგად, ზოგიერთმა პატიმარმა ქალმა დაიჩივლა, რომ ფსევდოტრანსგენდერების მხრიდან გაუპატიურებას ჰქონდა ადგილი. ეს პრაქტიკა განხორციელდა დემოკრატი გუბერნატორის, ჯეი ინსლის ხელით. იმ დროს ვაშინგტონის შტატს ჯერ არ გააჩნდა შესაბამისი კანონი, მაგალითად, როგორც კალიფორნიაშია. ასეთი გადაყვანები კოლონიიდან კოლონიაში სასჯელაღსრულების სისტემაში იწვევს ქაოსს. ქალთა კოლონიის პატიმრების ძალადობისგან დასაცავად, გამასწორებელი ცენტრის ხელმძღვანელობამ გამოაცხადა, რომ იმ შემთხვევაში მიიღებდა მამაკაც პატიმრებს, თუ ადმინისტრაციული კომისია მათ გენდერული დისფორიის დიაგნოზს დაადგენდა. ვაშინგტონის სასჯელაღსრულების დეპარტამენტში საქმე სულ სხვაგვარადაა. ტრანსგენდერ მამაკაცებს, რომლებსაც სურთ ქალთა ციხეში გადაყვანა, საკმარისია მხოლოდ აცნობონ ხელმძღვანელობას, რომ ისინი იდენტიფიცირებულნი არიან როგორც ქალები. -ისინი არ არიან ვალდებულნი ისაუბრონ მოახლოებულ ოპერაციაზე, ან რომ არიან გარდამავალ პროცესში და გადიან ჰორმონოთერაპიის კურსს იმ მომენტში, - ამბობს დეპარტამენტის ერთ-ერთი თანამშრომელი სკოტ ფლემინგი.-ერთადერთი მოთხოვნაა, რომ მათ თავი ქალებად გამოაცხადონ. ტრანსგენდერი ადამიანების გადაყვანის პრაქტიკით ექვსმა მამაკაცმა ისარგებლა. მათ შორის იყო სერიული მკვლელი და მოძალადე, რომლის მსხვერპლი ქალები და გოგონები იყვნენ. პატიმარი დონა პერი, ადრე ცნობილი როგორც დუგლას პერი. იგი გაასამართლეს სამი სექსმუშაკის მკვლელობის გამო. ბრალის წაყენებამდე პერი გაემგზავრა ტაილანდში სქესის შეცვლის ოპერაციის გასაკეთებლად. სასამართლოში პროკურორებმა განაცხადეს, რომ მას არაერთი სპეციალური სამედიცინო პროცედურა ჩაუტარდა. ფოტოზე: დონა(დუგლას) პერი, მარცხნივ კუთხეში მსხვერპლთა ფოტოებით კიდევ ერთი პატიმარია ზოი მარი ანდრომედა ლავი, ადრე ცნობილი როგორც ჰობი ბინგჰემი. მას 12 წლის გოგონასთან სქესობრივი კავშირის შემდეგ პატიმრობა მიუსაჯეს. ამტკიცებდა, რომ ქალი იყო, ანდრომედა ლავმა წარმატებით უზრუნველყო ქალთა ციხეში გადაყვანა და ერთ დღესაც ანდრომედა ლავი საწოლში გამოიჭირეს პატიმართან, სახელად ლიზისთან, რომელიც განუვითარებელი იყო. სხვა პატიმრები ამბობდნენ, რომ ლიზის პატარა ბავშვის გონება და ხასიათი ჰქონდა. ანდრომედას სანამ გამოიჭერდნენ, რამდენიმე კვირის განმავლობაში ცხოვრობდა ქალთან. ლავი ცდილობდა დაერწმუნებინა ბადრაგები, რომ ლიზიში ნათესაური სული იპოვა. იმის გათვალისწინებით, რომ ციხეებში ყველა სექსუალური ურთიერთობა აკრძალულია, სტანდარტულად, ნებისმიერი სექსუალური აქტი ითვლება გაუპატიურებად. ფოტოზე: ანდრომედა ლავი მოგვიანებით ციხის მცველებმა აღნიშნეს, რომ ანდრომედას და ლიზის ურთიერთობა უფრო ჰგავდა მონადირისა და მსხვერპლის ურთიერთობას. როდესაც ამ ინციდენტის შესახებ ინფორმაცია პრესაში მოხვდა, სერიოზული სკანდალი ატყდა. ციხის თანამშრომლებს გაუპატიურების დამალვაში წაუყენეს ბრალი. ვაშინგტონის სასჯელაღსრულების დეპარტამენტის ყოფილი თანამშრომლები აღნიშნავენ, რომ უგუნური საქციელია ტრანსგენდერის და ქალის ერთ საკანში მოთავსება. გასაკვირი ის არის, რომ ქალი პატიმრები ანდრომედა ლავს ისე ეპყრობოდნენ, როგორც მამაკაცს და მოიხსენიებდნენ მამრობითი სქესის ნაცვალსახელით. გათავისუფლების დღეს ლავმა თმა მოკლედ შეიჭრა და საკუთარ თავს ისევ მამაკაცი უწოდა. -150-ზე მეტ პატიმარს ამზადებენ მამაკაცის ციხეებიდან მთელი შტატიდან ქალთა კოლონიაში გადასაყვანად… - ამბობს ფლემინგი. -ეს გაუპატიურება არის -ბევრად უფრო დიდი პრობლემის სიმპტომი, სადაც მამაკაცები სრულად ფუნქციონირებადი სასქესო ორგანოებით ქალთა ციხეში გადაყავთ. -შტატის ხელმძღვანელობის ბრალია, რომ ფსევდოტრანსგენდერებს თავის დასაძვრენი სარკმელი დაუტოვეს-, დასძენს ფლემინგი და აღნიშნავს, რომ არის შემთხვევები, როდესაც გენდერული დისფორიით დაავადებული მამაკაცები გაურბიან შევიწროებას და შეურაცხყოფას და იძულებულები არიან გადავიდნენ ქალთა ციხეებში. 690 4-ს მოსწონს
|