x
"ანტივაქსერმა ღარიბაშვილმა ბიძინა ივანიშვილის ფავორიტი ორი ქალი მოინელა"

image
"ნაციონალური მოძრაობის" წევრი რომან გოცირიძე ჯანდაცვის მინისტრის ეკატერინე ტიკარაძის გადადგომას საკუთარ ფეისბუქ-გვერდზე ეხმაურება.

"ანტივაქსერმა ღარიბაშვილმა ბიძინა ივანიშვილის ფავორიტი ორი ქალი მოინელა - ინფრასტრუქტურის ყოფილი მინისტრი მაია ცქიტიშვილი და აწ უკვე ჯანდაცვის ყოფილი მინისტრი ეკატერინე ტიკარაძე.

მისი მეორედ წასვლა იმაზე მტკივნეული იქნება, ვიდრე პირველი", - წერს რომან გოცირიძე.

შეგახსენებთ, გუშინ ჯანდაცვის მინისტრმა ეკატერინე ტიკარაძემ თანამდებობა დატოვა. ამის შესახებ მან სპეციალურ ბრიფინგზე განაცხადა. ტიკარაძის თქმით, მოღვაწეობას "ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბის" პო­ლიტ­საბ­ჭო­ში გა­აგ­რძე­ლებს.

0
152
1-ს მოსწონს
ავტორი:თეა კანდელაკი
თეა კანდელაკი
152
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0