x
image
მაკა ნიკვაშვილი
Mediator image
ჩრდილოეთ კორეის 17 ყველაზე აბსურდული კანონი, რომელიც შოკში ჩაგაგდებთ

image


ჩრდილოეთ კორეა მსოფლიოში ყველაზე ჩაკეტილ და იზოლირებულ ქვეყნად ითვლება, რაც მის ტერიტორიაზე მოქმედი მთელი რიგი საშინელი კანონების გათვალისწინებით გასაკვირი სულაც არ არის. სახელმწიფო საკუთარ მოქალაქეებს ფუნდამენტურ უფლებებს ართმევს და ყოვლად გაუგონარ, ტოტალიტარულ წესებს უწესებს.



1. ჩრდილოეთ კორეაში სულ 3 არხი მაუწყებლობს, რომლის კონტენტსაც სრულად მთავრობა აკონტროლებს.


image


2. "სამი თაობის დასჯის" წესი შოკში ჩაგაგდებთ



image


თუ ჩრდილოეთ კორეაში დანაშაულს ჩაიდენთ, არა მხოლოდ თქვენ დაისჯებით, არამედ თქვენი ბებია, ბაბუა, მშობლები და შვილებიც კი. ეს სასტიკი კანონი იმისთვის მიიღეს, რომ დამნაშავეები ციხიდან არ გაქცეულიყვნენ.



3. ყველა მამაკაცსა და ქალს შეუძლია მთავრობის მიერ დამტკიცებული 28 თმის ვარცხნილობიდან მხოლოდ ერთი შეირჩიოს! ყველა სხვა დანარჩენი აკრძალულია.


image


კანონი ჩრდილოეთ კორეის ლიდერმა კიმ ჩენ ინმა 2013 წელს შემოიღო. მან სიაში საკუთარი ვარცხნილობა არ შეიტანა, რადგან სურდა მისი უნიკალურობა შეენარჩუნებინა.



4. ქვეყანაში კალათბურთის საკუთარი წესები მოქმედებს.


image


მათ მთელი თამაშიც კი შეცვალეს. მაგალითად, სლემ - დანკის 3 ქულა მოაქვს და არა 2, 2-ქულიანის ჩაგდება თამაშის ბოლო სამ წუთში 8 ქულად ითვლება. გარდა ამისა, თუ 3 ჩაგდებას გამოტოვებთ, ქულა დაგაკლდებათ.



5. დედაქალაქში საცხოვრებლად მთავრობისგან ნებართვის აღება გჭირდებათ.


image


კიმ ჩენ ინს სურს, რომ ფხენიანში მხოლოდ წარმატებული, მდიდარი და გავლენიანი ადამიანები ცხოვრობდნენ, ამიტომ თქვენ უნდა გქონდეთ პირდაპირი ნებართვა დედაქალაქში საცხოვრებლად.




6. სკოლის მოსწავლეების მშობლებმა თავად უნდა შეიძინონ მათთვის მერხები, სკამები და სამშენებლო მასალა.


image


სტუდენტმა მერხებისა და სკამების საფასური თავად უნდა გადაიხადოს! სკოლის გადასახადი ამას არ ფარავს.



7. ჩრდილოეთ კორეაში ბიბლიის ქონა უკანონოდ ითვლება.


image


ჩრდილოეთ კორეაში ბიბლია დასავლური კულტურის სიმბოლოდ ითვლება, რომელსაც ადამიანების გარდასახვა შეუძლია, ამიტომ მისი ქონა აკრძალულია. ერთი ქრისტიანი ქალი, რომელიც ბიბლიას ავრცელებდა, დააპატიმრეს და სიკვდილით დასაჯეს.



8. Apple Inc.-ს, Sony-ს და Microsoft-ს თავიანთი პროდუქციის ჩრდილოეთ კორეაში გავრცელების უფლება არ აქვთ.


image


არანაირი iPhone, ტელევიზორი ან ლეპტოპი ზემოაღნიშნული ბრენდის ჩრდილოეთ კორეელებისთვის! ამ ქვეყნის მოსახლეობამ ძალიან ცოტა რამ იცის ელექტრონიკისა და ტექნოლოგიების შესახებ, ვინაიდან მთავრობის მიერ გატარებული იზოლაციის პოლიტიკა ბევრ ინფორმაციას მალავს.



9. თქვენ ვერ შეძლებთ ქვეყანაში ჩრდილოეთ კორეის შესახებ დასავლური ლიტერატურის შეტანას.


image


გახსოვდეთ, რომ უსაფრთხოების შემოწმების მიზნით ქვეყანაში შესვლისას "Lonely Planet"-ის გზამკვლევსაც კი ჩამოგართმევენ. თუ ტურისტი ხართ, საბაჟოზე მთელს თქვენ მუსიკას, ფილმებსა თუ წერილობით მასალებს დეტალურად შეამოწმებენ, და მხოლოდ ამის შემდეგ დაგრთავენ ქვეყნის ტერიტორიაზე შესვლის უფლებას.



10. მანქანები "შეშის გაზზე" მუშაობენ


image


კორეა, რომლის ერთადერთი სავაჭრო პარტნიორი ჩინეთია, პრაქტიკულად ბენზინისა და ნავთობპროდუქტების გარეშე ცხოვრობს. მანქანები იქ "შეშის გაზზე" მოძრაობენ. ეს გახლავთ ნახშირბადის მონოქსიდი და წყალბადის გაზი, რომელიც შეშისგან ან ქვნახშირისგან იწარმოება. ხის გაზის ძრავები 1839 წელს გამოიგონეს, რომელიც დაძირითადად მეორე მსოფლიო ომის დროს გამოიყენებოდა, ხოლო ომის ბოლოს გერმანიამ გაზით 500 000-ზე მეტი მანქანა შეავსო.




11. ქვეყანაში არსებული საშინელი სიღარიბე კოსმოსიდანაც კი ჩანს.


image


ჩრდილოეთ კორეის ეკონომიკა მკაცრად ცენტრალიზებულია. მართალია, 2015 წლიდან იქ გარკვეული რეფორმების გატარება დაიწყეს, მაგრამ უმეტესწილად ის ჯერ კიდევ წარმოუდგენლად მკაცრი მართვის ეკონომიკად რჩება. ჩრდილოეთ კორეის მთლიანი შიდა პროდუქტი ერთ სულ მოსახლეზე 1800 დოლარს შეადგენს, რაც 197-ე ადგილია მსოფლიოში. სამხრეთ კორეაში მშპ 18-ჯერ მეტია, ხოლო შეერთებულ შტატებში 28-ჯერ. 25 მილიონიანი ქვეყნის მოსახლეობის უმეტესობა უკიდურეს სიღარიბეში ცხოვრობს, ხოლო ბავშვების 30% არასწორი კვების გამო ზრდის განვითრებაში ჩამორჩება.



12. ჩრდილოეთ კორეას მარიხუანასთან დაკავშირებული კანონი არ აქვს.


image


რთული სათქმელია არის თუ არა მარიხუანა ლეგალური ჩრდილოეთ კორეაში, თუმცა მისი მოხმარება იქ არანაირად არ იკრძალება. 29 წლის დამოუკიდებელი მწერალი ინგლისიდან ჰყვება, თუ როგორ იყიდა მთელი ტომარა ბალახი ჩრდილოეთ კორეის ერთ-ერთი სოფლის დახურულ ბაზარში და რესტორნებში, ბარებსა და პარკებში თავისუფლად ეწეოდა. ანონიმური წყაროს ცნობით, კიმ ჩენ ინის რეჟიმი მარიხუანას ნარკოტიკად არ მიიჩნევს, შესაბამისად, ახალგაზრდა დიქტატორი ვერც მისი აკრძალვის მიზეზს ხედავს.



13. ჩრდილოეთ კორეაში საკონცენტრაციო ბანაკები ჯერ კიდევ ფუნქციონირებს.



image


დაახლოებით 200 000 ჩრდილოეთ კორეელი დღემდე საკონცენტრაციო ბანაკებში ცხოვრობს. ისინი იქ სავარაუდო პოლიტიკური დანაშაულის ჩადენისთვის იმყოფებიან. თუ პირი პოლიტიკურ დანაშაულს ჩაიდენს მთელი მისი ოჯახი ინტერნირდება. პატიმრის გაქცევის შემთხვევაში კი, მისი ოჯახის ყველა წევრს კლავენ. ამ საკონცენტრაციო ბანაკებში ინტერნირებულ პატიმართა 40% არასაკმარისი კვების გამო იღუპება. ბევრ მათგანს ერთი შეხედვით გონივრული ვადით "მძიმე შრომა" აქვს მისჯილი, თუმცა უფრო ხშირად ისინი იქ სიკვდილამდე მუშაობენ.



14. ჩრდილოეთ კორეაში ახლა 109 წელია


image


ჩრდილოეთ კორეას მსოფლიოსგან სრულიად განსახვავებული კალენდარი აქვს. რაც არ უნდა გაგიკვირდეთ, ის იქ მათი ძვირფასი რევოლუციონერი ლიდერის, კიმ ირ სენის დაბადების დღის თარიღით: 1912 წლის 15 აპრილით იწყება, და იქ ახლა ჯერ მხოლოდ 109 წელია.





15. ჩრდილოეთ კორეაში არჩევნები ტარდება.


image


მიუხედავად იმისა, რომ ჩრდილოეთ კორეაში არჩევნები იმართება, ეს სულაც არ გახლავთ რეალურად ნამდვილი, თავისუფალი არჩევნები. ყოველ საარჩევნო პროცესში თქვენ მხოლოდ ერთი კანდიდატის, მისი აღმატებულება, კიმ ჩენ ინის სასარგებლოდ ხმის მიცემის უფლება გაქვთ, რაც გასაკვირი არ არის რომ, კორეელთა 100% ხმას თავის ძვირფას ლიდერს აძლევს.



16. კიმ ირ სენი მათი ერთადერთი ნამდვილი ლიდერია.


image


მიუხედავად იმისა, რომ ჩრდილოეთ კორეის კომუნისტური სახელმწიფოს დამფუძნებელი და მისი პირველი ლიდერი კიმ ირ სენი დიდი ხნის წინ გარდაიცვალა, ის მაინც ქვეყნის უპირობო ლიდერად რჩება. ამიტომაც მისმა ვაჟმა და ახლა უკვე შვილიშვილმა ასე მარტივად შეძლეს წინამორბედის გარდაცვალების შემდეგ ქვეყნის მართვის სადავეების აღება.





17. ჩრდილოეთ კორეის ლიდერი კიმ ჩენ ინი ექსცენტრული და სასტიკი დიქტატორია.


image


როდესაც ის ხელისუფლებაში მამის, კიმ ჩენ ირის გარდაცვალების შემდეგ მოვიდა, ჩრდილოეთ კორეელებს იმედი ჩაესახათ, რომ კიმი, რომელიც წინა ლიდერებზე ბევრად უფრო ახალგაზრდა იყო და თან განათლება ევროპაში ჰქონდა მიღებული, რეფორმებს გაატარებდა, თუმცა მათი იმედი არ გამართლდა. კიმი, ისევე როგორც მისი მამა და ბაბუა თავისი ძალაუფლების შენარჩუნებას ყველანიარად ცდილობს. ჩრდილოეთ კორეის მმართველს ბევრი უცნაურობა ახასიათებს. ის გახლავთ ერთადერთი "გენერალი" მსოფლიოში, რომელსაც სამხედრო გამოცდილება არ აქვს, მან პლასტიკური ოპერაციაც კი გაიკეთა, საყვარელ ბაბუას რომ დამსგავსებოდა, ის შეპყრობილია მაიკლ ჯორდანით, 37 წლის ჩრდილოეთ კორეის დიქტატორი უახლოესი ადამიანების მიმართაც კი სასტიკი და დაუნდობელია, მან სახელმწიფოს წინააღმდეგ სავარაუდო დანაშაულისთვის საკუთარი ბიძაც კი "გაანადგურა", ყოფილი მეგობარი გოგონა კი სიცოცხლეს გამოასალმა.




0
1617
შეფასება არ არის
ავტორი:მაკა ნიკვაშვილი
მაკა ნიკვაშვილი
Mediator image
1617