x
image
ილია მარტყოფლიშვილი
Mediator image
მეგის ქარდავა კახა კალაძის განცხადებას ეხმაურება
image


სამხედრო პოლიციის დეპარტამენტის ყოფილი უფროსი, მსჯავრდებული მეგის ქარდავა სოციალურ ქსელში თბილისის მერის, კახა კალაძის განცხადებას ეხმაურება.

გთავაზობთ მის მუქარანარევ პოსტს:


image


შეგახსენებთ, დაკავების დროს ქარდავა პროკურორ ირაკლი შოთაძესაც ემუქრებოდა და ღიად წერდა. გთავაზობთ წინა განცხადებასაც:

"ჩემი დაკავება მოხდა სასამართლო დარბაზში და არანაირი ჩხრეკა ჩემს საცხოვრებელ სახლში არ ჩატარებულა, ხოლო ის რისი ტირაჟირებაც მტკიცებულების სახით მოახდინა პროკურატურამ, დადგება დრო და პროკურატურას, პირადად შოთაძეს მოუწევს პასუხისგება აღნიშნულთან დაკავშირებით.

მივმართავ გაეროს, სახალხო დამცველს, დიპლომატიურ კორპუსს, უზრუნველყონ ჩემი და ჩემი ოჯახის სიცოცხლისა და ჯანმრთელობის უსაფრთხოება.

ყოველივე აღნიშნული კიდევ ერთხელ ადასტურებს ჩემს გაეროსთან მიცემულ ინტერვიუში მოყვანილ ფაქტებს და აქედან გამომდინარე შეისწავლონ და იმოქმედონ თავიანთი კომპეტენციის ფარგლებში" - წერდა ქარდავა.

საქართველოს პროკურატურამ პატიმრის წამების ფაქტზე სასჯელაღსრულების დეპარტამენტის მე-8 დაწესებულების ყოფილი დირექტორი ალექსანდრე მუხაძე (მეტსახელად „ქილერა“) ბრალდებულად პასუხისგებაში მისცა.

მოცემული სისხლის სამართლის საქმის ფარგლებში, პატიმრის მიმართ განხორციელებული წამების ფაქტზე, ბრალდებულად პასუხისგებაში არიან მიცემულნი სასჯელაღსრულების დეპარტამენტის მე-8 დაწესებულების უსაფრთოხების განყოფილების ყოფილი უფროსი, ამავე დაწესებულების სამართლებრივი რეჟიმის განყოფილების ყოფილი უფროსი და შსს-ს სამეგრელო-ზემო სვანეთის სამხარეო მთავარი სამმართველოს უფროსის ყოფილი მოადგილე მეგის ქარდავა.

საზოგადოებისთვის ცნობილია, რომ მეგის ქარდავა საქართველოს სამართალდამცავი ორგანოების შუამდგომლობის საფუძველზე, დაკავებული იქნა უკრაინის ტერიტორიაზე. დაკავებისას მისი საცხოვრებელი ბინის ჩხრეკისას ამოიღეს არაერთი ვიდეო-ჩანაწერი, რომლებიც გამოთხოვილი იქნა უკრაინის შესაბამისი კომპეტენტური ორგანოდან. მოპოვებული ვიდეოჩანაწერებიდან, აღნიშნული ვიდეო არის ერთ-ერთი. საქართვეკლოში ჩამოყვანის შემდეგ კი აეროპორტში მეგის ქარდავამ დაიჩოქა და ქართულ მიწას ეამბორა.

2
436
1-ს მოსწონს
ავტორი:ილია მარტყოფლიშვილი
ილია მარტყოფლიშვილი
Mediator image
436
  
2021, 19 დეკემბერი, 13:24
ფსიქოპატის გამოსწორება არ იქნება!!!
2021, 9 დეკემბერი, 17:55
კომენტარი ცარიელია ან წაშლილია

0 1 2