x
image
მაკა ნიკვაშვილი
Mediator image
ქალის გარდერობის 10 ყველაზე მიმზიდველი ნივთი მამაკაცების აზრით

image


სექსუალობის შესახებ წარმოდგენა ძალიან სუბიექტური და ინდივიდუალურია, ვინაიდან ორ ქალსაც კი ვერ იპოვით რომელიც აღნიშნულ საკითხზე შესაძლოა ერთნაირად ფიქრობდეს, საერთოდ აღარაფერი რომ ვთქვათ კაცობრიობის ძლიერ ნახევარზე, თუმცა ერთ -ერთ ფორუმზე მამაკაცებს შორის ამ "საჭირბოროტო" თემასთან დაკავშირებით ჩატარებულმა გამოკითხვამ ფრიად საინტერესო შედეგები აჩვენა. გთავაზობთ საპირისპირო სქესის წარმომადგენელთა ყველაზე პოპულარულ პასუხებს იმასთან დაკავშირებით თუ ქალის რომელ სამოსს თვლიან ისინი ყველაზე მიმზიდველად და სექსუალურად.




ფანქარი ქვედაბოლო


image


ქალის გარდერობის ამ ერთ-ერთ ყველაზე თავშეკავებულ ელემენტს მამაკაცები ყველაზე სექსუალურად მიიჩნევენ. ფანქარი ქვედაბოლო გარკვეული პერიოდის განმავლობაში მხოლოდ საქმიანი იმიჯის ნაწილი იყო, თუმცა დროთა განმავლობაში ის ნებისმიერი ქალის გარდერობის განუყოფელ ნაწილად იქცა.





ბლუზა არც თუ ღრმა ჭრილით


image


მამაკაცების უმრავლესობას ღრმა ჭრილს აკურატული დეკოლტე ურჩევნია, რომელიც ქალის ყველა ღირსების დემონსტრირებას არ ახდენს. გახსოვდეთ, რომ ვულგარულობა მოდაში არასდროს ყოფილა.



მოკლე ტოპი


image


ულტრა მოკლე ტოპის ჩაცმას ყველა გოგონა ვერ ბედავს, თუმცა მამაკაცებს თავდაჯერებული ქალები უყვართ, მაგრამ იმისთვის ტოპი თქვენს სხეულზე მომაჯადოებლად გამოიყურებოდეს ამისთვის შესაფერისი ფორმებიც უნდა გაგაჩნდეთ, და რაღა თქმა უნდა, თავად ტოპის ფორმასაც აქვს მნიშვნელობა.






მინი - ქვედაბოლო


image


მოხდენილი ფეხები მინი ქვედაბოლოში მამაკაცების ყურადღებას ყოველთვის იპყრობს. ერთადერთი, რაც მათ კატეგორიულად არ მოსწონთ მჭიდრო მინი ქვედატანია.




ქალის მაღალყელიანი წინდა



image

მამაკაცებიც და ქალებიც თანხმდებიან რომ ქალის მაღალყელიანი წინდა უზომოდ სექსუალურია. აბა, სცადეთ და ჩაანაცვლეთ ის მოსაწყენი კოლგოტებით და თავად ნახავთ, თუ როგორ შეცვლიან ისინი თქვენს სიარულის მანერას.




ასიმეტრიული სამოსი


image


ასიმეტრიული სამოსი მამაკაცების ყურადღებას განსაკუთრებით იპყრობს, ვინაიდან ის მათ მინი კაბის იმიტაციას უქმნით.





მოტკეცილი შარვალი



image


ეს შეიძლება იყოს ჯინსი, ლეგინსი ან თუნდაც კლასიკური შარვალი. მთავარი რომ ის თქვენს სილუეტს უსვამდეს ხაზს.




კორსეტი

image


მას უკვე დიდი ხანია რაც საცვლის ფუნქცია აღარ აქვს. ეს ელასტიკური სარტყელი არა მახოლოდ თქვენს ფიგურას უსვამს ხაზს, არამედ მის კორექტირებასაც ეფექტურად ახდენს, რაც მამაკაცებს განსაკუთრებით ხიბლავთ.




მინი - შორტები


image


მინი - შორტი, ისევე როგორც მინი ქვდაბოლო ერთმანეთს ძალიან ჰგვავს, ის მოხდენილ ფეხებზე ყოველთვის მიმზიდველად და ეფექტურად გამოიყურება.





კაბა


image


აბა, რომელ კაცს არ მოეწონება მოკრძალებულ კაბაში გამოწყობილი გოგონა. ფაქტია, რომ ზომიერი დეკოლტე და კაბის საშუალო სიგრძე იმიჯს კიდევ უფრო თავშეკავებულს და ამავდროულად საკმაოდ მიმზიდველს ხდის.





0
242
შეფასება არ არის
ავტორი:მაკა ნიკვაშვილი
მაკა ნიკვაშვილი
Mediator image
242