x
მეტი
  • 27.05.2022
  • სტატია:119536
  • ვიდეო:354062
  • სურათი:491884
„სახელმძღვანელოში ომის დამახინჯებული ისტორია სააკაშვილის ბრძანებიდანაა დაკოპირებული“


image

აგვისტოს ომთან დაკავშირებით ისტორიის მეცხრე კლასის წიგნში შეტანილი წინადადებები, რაც ბოლო დროს განხილვისა და კრიტკის ძირითადი მიზეზია, მიხეილ სააკაშვილის ბრძანებიდანაა დაკოპირებული. ამის შესახებ სულ ახლახან გახდა ცნობილი.

"სანამ იმ სახელმძღვანელოს ავტორებს გავლანძღავთ, მანამდე მიშა გვყოლია გასალანძღი", - ასე ეხმიანება ჟურნალისტი მერაბ მეტრეველი "ნაციონალური მოძრაობის” მხარდამჭერების ატეხილ აჟიოტაჟს, რომელიც მე-9 კლასის ისტორიის სახელმძღვანელოში, აგვისტოს ომთან დაკავშირებით დაწერილ ამბავს მოჰყვა და ითქვა, რომ ეს იყო მოქმედი ხელისუფლების მიერ, მიზანმიმართულად დამახინჯებული ისტორია, თუმცა აღმოჩნდა, რომ წიგნში მოთხრობილი ამბავი ციტირებულია პრეზიდენტ სააკაშვილის ბრძანებულებიდან, რომელიც 2008 წლის 9 აგვისტოს გამოიცა.

image

საზოგადოების და პოლიტიკოსების ნაწილი მე- 9 კლასის ისტორიის სახელმძღვანელოში 2008 წლის ომზე მოცემულმა ინფორმაციამ აღაშფოთა და მის პროგრამიდან ამოღებას ითხოვენ. მათი პრეტენზია იმ ქვეთავებს უკავშირდება, რომელიც აგვისტოს ომს, „ვარდების რევოლუციას“ და ბიძინა ივანიშვილს ეხება. საზოგადოების ნაწილის შეფასებით, წიგნი პროპაგანდისტულია და მასში მოქმედი ხელისუფლების ხოტბის შესხმა ხდება, ქვეყნის პოლიტიკურ პროცესებში „ვარდების რევოლუციის“ როლი კი დაკნინებულია და უფრო მეტად უარყოფით კონტექსტშია წარმოჩენილი.

განათლების სამინისტრო აცხადებს, რომ მე-9 კლასის ისტორიის ორივე ახლადგრიფირებულ სახელმძღვანელოში საქართველოს უახლესი ისტორიის ფაქტები კომპეტენტურად, გამართულად და მრავალმხრივად არის აღწერილი.

უწყების განცხადებით, წიგნებში მიმოხილულია საქართველოს უახლესი ისტორიის პერიოდი.

"პირველი პრეზიდენტის მმართველობა, აფხაზეთის და სამაჩაბლოს კონფლიქტები, მეორე პრეზიდენტის მმართველობის პერიოდი, დასავლური კურსის არჩევა, ასევე, ვარდების რევოლუციის გზით ხელისუფლების მშვიდობიანი ცვლილება და მესამე პრეზიდენტის მოღვაწეობასთან დაკავშირებული ფაქტები. წიგნებში ასევე აღწერილია 2008 წლის ომი და დასავლეთის მხრიდან დიპლომატიური ზეწოლა რუსეთზე.

ორივე წიგნში ასევე ერთი აბზაცი ეთმობა 2012 წელს არჩევნების გზით ხელისუფლების ცვლილებას, რა დროსაც პარტია ნაციონალური მოძრაობის ნაცვლად მმართველობაში მოვიდა ქართული ოცნება. სახელმძღვანელოებში საუბარია დამოუკიდებლობის წლების ყველა პოლიტიკური ლიდერისა და მათი მოღვაწეობის პერიოდის შესახებ.

შესაბამისად, ბუნებრივია, საუბარია იმაზეც, რომ 2012 წელს ხელისუფლება დემოკრატიული გზით შეიცვალა.

ასევე, მკაფიოდ ხაზგასმულია ქვეყნის დასავლური კურსის უცვლელობა, რაც განამტკიცა ასოცირების შესახებ შეთანხმებამ. ისტორიული პროცესები აღწერილია გამართულად, კომპეტენტურად და მრავალმხრივად". - აცხადებს განათლების სამინისტრო.

რა წერია მე-9 კლასის ისტორიის სახელმძღვანელოში?

.


საქართველოს ისტორიის განათლების სამინისტროს მიერ გრიფირებულ სახელმძღვანელოებში ბიძინა ივანიშვილის, ასევე, ენმ-ის მმართველობის პერიოდის შესახებ ტექსტებმა საზოგადოების კრიტიკა დაიმსახურა.

მაგალითად, გამომცემლობა დიოგენეს მე-9 კლასის ისტორიის წიგნში, რომელსაც განათლების სამინისტროსგან გრიფი 2020 წელს მიენიჭა. იქ ივანიშვილი "ქმელმოქმედად" და "მეცენატად" არის მოხსენიებული.

"[2012 წელს] მთავრობის მეთაური, პრემიერ-მინისტრი ქართული ოცნების დამფუძნებელი, ცნობილი ქველმოქმედი და მეცენატი, ბიძინა ივანიშვილი გახდა. ხელისუფლების ცვლილების მიუხედავად, საქართველოს ევროპული კურსი არ შეცვლილა და პირიქით, ინტეგრაცია კიდევ უფრო გაღრმავდა (გვერდი 410)", - ვკითხულობთ მე-9 კლასის ისტორიის სახელმძღვანელოში.

.

წიგნში საუბარია "ვარდების რევოლუციასა" და ნაციონალური მოძრაობის მმართველობაზე. კერძოდ, ნათქვამია, რომ იმ პერიოდში მთავრობამ დაამარცხა კორუფცია, გატარდა რეფორმები. ამასთან, საუბარია გადაცდომებზეც, რომ დაიწყო "გაურკვეველი დაჭერები" და, რომ ადამიანთა უფლებები ხშირად ირღვეოდა.

.

"2004 წლის იანვრიდან საქართველოს პრეზიდენტად საქართველოს მოსახლეობამ მიხეილ სააკაშვილი აირჩია. ახალმა მთავრობამ მოახერხა კორუფციის დაძლევა. თითქმის ყველა სფეროში (პოლიციაში, სასამართლოში, განათლების სფეროში და სხვაგან) რეფორმები გატარდა. კრიმინალური სამყაროს ავტორიტეტებს ძლიერი დარტყმა მიაყენეს. კორუფციისა და კონტრაბანდასთან ბრძოლის მოტივით დაიხურა ერგნეთის ბაზრობა, რამაც ქართულ-ოსური ურთიერთობების განვითარება შეაფერხა.

.

იყო გადაცდომებიც - კორუფციასთან წარმატებულ ბრძოლასთან ერთად დაიწყო გაურკვეველი დაჭერები, კრიმინალთან ბრძოლის საბაბით რამდენიმე მკვლელობა მოხდა. თუმცა შინაგან საქმეთა სამინისტროს მაღალჩინოსნები არ დასჯილან, გაურკვეველ ვითარებაში გარდაიცვალა პრემიერმინისტრი, ზურაბ ჟვანია. სასამართლოს საქმეები 99%-ს პროკურატურა იგებდა. ადამიანთა უფლებები ხშირად ირღვეოდა. დაიწყო უკმაყოფილო მოსახლეობის საპროტესტო გამოსვლები. ამ აქციებში მონაწილე აქტიურ პირებს ხშირად უსაფუძვლოდ აპატიმრებდნენ და ციხეში სვამდნენ. ციხეებში კი განუკითხაობა სუფევდა, რაც პატიმრების ფსიქოლოგიურ და ფიზიკურ შეურაცხყოფაში გამოიხატებოდა", - ვკითხულობთ სახელმძღვანელოში.

.

დიოგენეს მიერ გამოცემულ წიგნში საუბარია 2008 წლის აგვისტოს ომზეც, რომ 6-7 აგვისტოს "ოსურმა შეიარაღებულმა ფორმირებებმა" ცხინვალის მიმდებარე ქართულ სოფლებს ცეცხლი გაუხსნეს.

.

"2008 წლის ივნის-ივლისში მკვეთრად მოიმატა შეიარაღებულმა პროვოკაციებმა ცხინვალის რეგიონში. ქართული სოფლებისთვის ცეცხლის გახსნა, გზების დანაღმვა, მშვიდობიანი მოსახლეობის გატაცება ყოველდღიურ მოვლენად იქცა. 2008 წლის 6-7 აგვისტოს ოსურმა შეიარაღებულმა ფორმირებებმა ცხინვალის მიმდებარე ქართულ სოფლებს ინტენსიური ცეცხლი გაუხსნეს.

.

საქართველოს პრეზიდენტმა ადგილობრივი მოსახლეობის დასაცავად ცხინვალის რეგიონში შეიარაღებული ძალების შეყვანის ბრძანება გასცა, რასაც რუსეთის ფედერაციამ პირდაპირი სამხედრო აგრესიით უპასუხა. 2008 წლის 8-10 აგვისტოს რუსეთმა სამხრეთ ოსეთსა და აფხაზეთში ათასობით ერთეული სამხედრო ტექნიკა და ათიათასობით სამხედრო ძალა შემოიყვანა. მძიმე ბრძოლების შემდეგ, ძალების აშკარა უთანასწორობის გამო, საქართველოს ხელისუფლებამ კონფლიქტის ზონიდან ჯარები გამოიყვანა", - წერია წიგნში.

.

ამავე სახელმძღვანელოში მე-9 კლასელებისთვის დასისკუსიო თემად მოცემულია შემდეგი კითხვა: "შენი აზრით, დაუშვა თუ არა შეცდომა საქართველოს პრეზიდენტმა, როდესაც ოსური შეიარაღებული ფორმირებების მიერ ქართული სოფლების მიმართულებით სროლას რეგიონში სამხედრო ნაწილების შეყვანით უპასუხა?"

0
108
შეფასება არ არის
ავტორი:ილია მარტყოფლიშვილი
ილია მარტყოფლიშვილი
Mediator image
108
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0