x
მეტი
  • 27.04.2024
  • სტატია:134548
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508610
"სექსი დასაშვებია, ოღონდ უკონტაქტო"- რას წერს ლალი მოროშკინა

image


ჟურნალისტი და პიარ-ტექნოლოგი ლალი მოროშკინა "ფეისბუქის" პირად გვერდზე უწყებათაშორის საკოორდინაციო საბჭოსთან არსებული ოპერაციული შტაბის უფროსის, გიორგი ღიბრაძის განცხადებას სოციალურ ქსელში ეხმაურება და მას "მარაზმს" უწოდებს.


"Маразм крепчает შემდეგ სერიაში ნახავთ: 1.სექსი დასაშვებია, ოღონდ უკონტაქტო. წინასწარ პარკში ჩაწინტული სპერმა უნდა ესროლოთ ქალის ვაგინას!(კონსულტაცია ფეხბურთელებთან ზუმ კონფერენციით)2.საბავშვო ბაღები გაიხსნება ბავშვების გარეშე3.სიმღერა დასაშვებია მხოლოდ შხაპში, ისიც თუ მეზობელი არ ჩივის4.მანქანა-მძღოლის გარეშე5.რესტორანი-საჭმლისბოდიში, აბა მხოლოდ მორგებში უნდა იყოს ანშლაგი?-მეიქერსებარებოდეთ!" – წერს ლალი მოროშკინა.


გიორგი ღიბრაძის, ჯურნალისტის მიერ ღამის კლუბების გახსნასთან დაკავშირებით დასმულ შეკითხვაზე პასუხს უცვლელად გთავზობთ:


"ჯანდაცვის სამინისტროს მხრიდან ინტენსიური მუშაობა მიმდინარეობს ღამის კლუბებთან, რომ ერთის მხრივ, სეგმენტს მიეცეს ფუნქციონირების საშუალება, მეორე მხრივ, მისი ფუნქციონირება მაქსიმალურად იყოს გადაზღვეული ეპიდემიოლოგიური თვალსაზრისით. ზოგიერთ ქვეყანაში ღამის კლუბები გახსენეს, მაგრამ აკრძალულია ცეკვა.

მიმდინარეობს მოლაპარაკება და ტექნიკური შეთანხმება საკითხების, დარწმუნებული ვარ ეს დიდხანს არ გასტანს და როგორც კი შეჯერდება პოზიციები როგორც ეპიდემიოლოგიური, ისე ბიზნესის კუთხით, დარწმუნებული ვარ… [მიეცემათ გახსნის უფლება]", - განაცხადა გიორგი ღიბრაძემ.


შეგახსენებთ, რომ 3-4 დეკემბრის ღამეს, გასართობი ღონისძიებისას შრომის ინსპექციამ კოვიდრეგულაციების დარღვევისთვის კლუბი "ხიდი" 10 000 ლარით დააჯარიმა და დალუქა, რომელმაც ორწლიანი პაუზის შემდეგ, "მწვანე პასპორტის" ამოქმედების შემდეგ პირველი წვეულება გამართა, რომელზეც მხოლოდ ვაქცინირებული და დატესტილი მოქალაქეები დაიშვებოდნენ. ზემოაღნიშნული კლუბი ჯარიმას ასაჩივრებს და გახსნის ნებართვას ითხოვს.




0
949
შეფასება არ არის
ავტორი:მაკა ნიკვაშვილი
მაკა ნიკვაშვილი
Mediator image
949