"აღარ გვყავს, გული გაჩერდა" - თამარ ჩერგოლეიშვილი სამწუხარო ინფორმაციას ავრცელებს
ორთვიანი ავადმყოფობის შემდეგ ცნობილი არქიტექტორი, გია ბოკერიას მამა ლევან ბოკერია გარდაიცვალა. ამის შესახებ სოციალურ ქსელში გიგა ბოკერიას მეუღლე, "ტაბულას" დამფუძნებელი თამარ ჩერგოლეიშვილი წერს.
"ლელო ორი თვე იბრძოლა. ისე მინდოდა, რომ ერთხელ მაინც, თუნდაც ბოლოჯერ - გველაპარაკა. აღარ გვყავს. გული გაჩერდა. ხვალ 77 წლის ხდებოდა, - წერს ჩერგოლეიშვილი "ფეისბუქზე".
ლევან ბოკერიამ საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტი 1967 წელს დაამთავრა.
1965 წლიდან მუშაობდა "თბილქალაქპროექტში"; 1983 წლიდან ხელმძღვანელობდა არქიტექტურულ სახელოსნოს; 1989 წლიდან იყო საქართველოს არქიტექტორთა კავშირის რესპუბლიკური გაერთიანება "საქარქპროექტის" მთავარი არქიტექტორი.
ძირითადი ნამუშევრებია: ბაიკალ–ამურის რკინიგზის მაგისტრალზე დაბა ნიას დაგეგმარება და განაშენიანება (1970–1980), თბილისში გამოთვლითი ცენტრის შენობა (1983), ბანკის შენობათა კომპლექსი (1983). მიღებული აქვს სახელმწიფო ჯილდოები. იყო საქართველოს არქიტექტორთა კავშირის თავმჯდომარე 1991-1995 წლებში.