x
image
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
ქართველ კანონიერ ქურდს ციხეში სასჯელი დაუმატეს, რადგან მთელი კოლონია საკუთარი ზეგავლენის ქვეშ მოაქცია

imageსარატოვის საოლქო სასამართლომ 39 წლის კანონიერ ქურდს - ბესიკ კვინიხიძეს, რომელიც კრიმინალურ სამყაროში "ბესო რუსთავსკის" სახელით არის ცნობილი, 8 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. ამის შესახებ გამოცემა "ვერსია სარატოვი" სასამართლოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება.

კრიმინალური ავტორიტეტი სასჯელს განსაკუთრებული რეჟიმის კოლონიაში მოიხდის. იგი დამნაშავედ სცნეს რუსეთის ფედერაციის სისხლის სამართლის კოდექსის 210.1 მუხლით („კრიმინალური იერარქიაში უმაღლესი თანამდებობის დაკავება“).

სასამართლომ დაადგინა, რომ ბესო რუსთავსკი მე-7 სპეციალური რეჟიმის კოლონიაში ყოფნისას ახორციელებდა დანაშაულებრივ ზეგავლენას მსჯავრდებულებზე, ეწეოდა მათგან თანხების გამოძალვას "ქურდების საერთო ფონდსითვის".

თანხები სასჯელაღსრულების დაწესებულებიდან ზონის გარეთ მყოფი რეგიონის კრიმინალური სამყაროს წარმომადგენლების მხარდასაჭერად გადიოდა.

imageფოტოზე : ბესო კვინიხიძე(ბესო რუსთავსკი) და თემურ კალბა(გული)-2013 წელი

პროკურატურის მასალებიდან ირკვევა, რომ კვინიხიძე 2013 წლის ივნისში აკურთხეს ქურდად, ხოლო 2019 წლის აპრილიდან 2020 წლის 8 სექტემბრამდე კრიმინალურ იერარქიაში უმაღლესი თანამდებობა დაიკავა სარატოვისა და ჩელიაბინსკის ოლქების კოლონიებში. კრიმინალური სტატუსის საჩვენებლად კვინიხიძემ სხეულზე შესაბამისი ტატუ გაიკეთა.

მისი დანაშაული თვითმხილველებმაც დაადასტურეს.ბესო კვინიხიძეს ზეგავლენით და ბრძანებით კოლონიის პატიმრები მუდმივად არღვევდნენ შიდაგანაწესის წესებს და არ ემორჩილებოდნენ ციხის ადმინისტრაციას.



image

ასევე იხილეთ



თავისუფლება ციხეზე უფრო რთული იქნება? - სად იცხოვრებს ტარიელ ონიანი?

image


კანონიერი ქურდი მამუკა შუბითიძე 28-წლიანი ძებნის შემდეგ დააკავეს
image

მისი ყველას ეშინოდა-ყველაზე გავლენიანი, სასტიკი და დაუნდობელი მაფიოზის ისტორია სსრკ/ რუსეთში
image


როგორ შორდებიან კანონიერი ქურდები "ძველ გაგებას"
image


0
1970
2-ს მოსწონს
ავტორი:არაჩანდა
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
1970
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0