x
მეტი
  • 17.08.2022
  • სტატია:121572
  • ვიდეო:354849
  • სურათი:493686
8 გასაოცარი ფაქტი ჩვენი სხეულის შესახებ, რომელიც აქამდე არ იცოდით

image


ეს შეიძლება გარკვეულწილად უცნაურადაც კი მოგეჩვენოთ, მაგრამ სხეულს ადამიანის ჯანმრთელობისა და მისი ხასიათის შესახებ იმაზე მეტის თქმა შეუძლია ვიდრე მეგობრებსა თუ ნაცნობებს, ხოლო თუკი წინასწარ გეცოდინებათ ზოგიერთი ამ ნიშნის შესახებ, შეგიძლიათ ადამიანთან პირველივე შეხვედრისთანავე მისი ჯანმრთელობისა და პიროვნების შესახებ ბევრი რამ შეიტყოთ.



1. ასიმეტრიული სახე


image


კვლევამ აჩვენა, რომ ასიმეტრიული სახის მქონე ადამიანები ბუნებით ლიდერები არიან.


2. პირველი სისხლის ჯგუფი


image


მკვლევარებმა დაადგინეს, რომ "O" (1 ჯგუფის ) სისხლის მქონე ადამიანებს კოღოები 83%-ით უფრო მეტად კბენენ.



3. საჩვენებელი და უსახელო თითების პროპორციები


image


თუ თქვენი საჩვენებელი თითი უსახელოზე უფრო გრძელია, გილოცავთ, თქვენ გულის დაავადების ან პროსტატის კიბოს რისკის ქვეშ ნამდვილად არ იმყოფებით.




4. ყურის ბიბილოზე დიაგონალური ნაკეცები


image


კვლევებმა აჩვენეს, რომ მამაკაცების 72% და ქალების 67% -ი, რომლებიც გულის დაავადებით ან გულის შეტევით გარდაიცვალნენ, ბიბილოზე დიაგონალური ნაკეცები აღენიშნებოდათ.




5. მუქი თვალის ფერი


image


იცოდით, ალკოჰოლის მიმართ მუქი თვალების მქონე ადამიანები უფრო მგრძნობიარენი რომ არიან? ხოლო ფართო შუბლი პრაქტიკულობაზე, გონებრივ შესაძლებლობებსა და შრომისმოყვრეობაზე მიუთითებს.



6. ჭიპის მდებარეობა


image


როგორც ირკვევა, ჭიპის მდებარეობას შეუძლია გითხრათ თუ რომელ სპორტის სახეობაში იქნებოდით წარმატებული. ადამიანები, ვისაც ჭიპი უფრო მაღლა აქვს როგორც წესი, კარგი მორბენლები ხდებიან (რადგან მათ საერთო სიმაღლესთან შედარებით უფრო გრძელი ფეხები აქვთ), მაშინ როდესაც მათ ვისაც ჭიპი უფრო ქვემოთ აქვთ უკეთესი მოცურავეები არიან (გრძელი ტანის გამო).



7. პატარა სიმაღლე


image


დაბალი ადამიანები დიდხანს ცოცხლობენ. ალბერტ აინშტაინის მედიცინის კოლეჯის კვლევის მიხედვით, ერთ-ერთი გენი, რომელიც დღეგრძელობასთან ასოცირდება, ასევე პასუხისმგებელია პატარა სიმაღლეზეც.




8. ცისფერი თვალები


image


კვლევის თანახმად, ცისფერთვალება ადამიანების უმეტესობა სტრატეგიულ საკითხებს მუქი თვალების მქონე ადამიანებთან შედარებით უკეთესად წყვეტს, ისინი ასევე სიბნელეშიც უკეთესად ხედავენ.





0
529
შეფასება არ არის
ავტორი:მაკა ნიკვაშვილი
მაკა ნიკვაშვილი
Mediator image
529