x
მეტი
  • 23.05.2022
  • სტატია:119411
  • ვიდეო:354115
  • სურათი:491847
„ჩვენი საზოგადოების 80%-ის ცხოვრება არის „მაგიდიდან ტუალეტამდე“ - შალვა ნათელაშვილი
image


„ლეიბორისტული პარტიის“ ლიდერი პარტიის გადაწყვეტილებას, პარლამენტში არ შესვლასთან დაკავშირებით ზნეობრივად სწორად მიიჩნევს. ამის შესახებ „ლეიბორისტული პარტიის“ ლიდერმა შალვა ნათელაშვილმა „ტვ პირველის“ ეთერში განაცხადა.

ამასთან, შალვა ნათელაშვილი ამბობს, რომ ამ თაობის იმედი არ აქვს და ნამდვილად არ სწამს მათი.

„ზნეობრივად, ისტორიულად, მორალურად, პოლიტიკურად და ადამიანურად, რა თქმა უნდა, სწორად მოვიქეცით, როცა პარლამენტში არ შევედით. ხსნა და გადარჩენა ქვეყნის გადიოდა პარლამენტში არ შესვლაზე და ერთპარტიული რეჟიმის შენარჩუნებაზე, რასაც მსოფლიო დაშლიდან ძალიან მალე. აქამდე მიყვანილი საქმე გააფუჭეს კოლეგებმა, შელაგდნენ შიგნით ნათქვამი სიტყვის და ხელმოწერილი დეკლარაციის მიუხედავად, ჩვენ ნათქვამ სიტყვას არ ვუღალატეთ და დავისაჯეთ იმით რომ აუკრძალეს.

ჩვენი საზოგადოების 80%-ის ცხოვრება არის მაგიდიდან ტუალეტამდე, ის 20% ღირსეული მომზადებულია სახელმწიფოებრიობისათვის. თავდადება ის, რომელიც ჩვენ ჩავიდინეთ ისტორიაში ოქროს ასოებით შევა და მომავალი თაობები დააფასებენ, თუმცა ამ თაობის ნამდვილად არ მწამს, რამეს დაინახავენ, დააფასებენ და შეაფასებენ, სამწუხარო რეალობა სახეზეა. სანამ ჩვენ არჩეულებს მოვთხოვთ პასუხს ჯერ ამომრჩეველი უნდა ჰგავდეს ამომრჩეველს. ის არ უნდა ყიდდეს სულს ეშმაკზე, ფულზე და თანამდებობაზე, მერე აშენდება სახელმწიფო. ჩვენ ვართ ძალათსახელმწიფო და ამ ძალათსახელმიწოს არსებობა საერთაშორისო მართლწესრიგით არის განპირობებული“, - განაცხადა შალვა ნათელაშვილმა.

შალვა ნათელაშვილმა გუშინდელ საკრებულოს სხდომებზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ ივანიშვილის რეჟიმის ჩამოგდებისთვის საჭირო იყო ბოიკოტი.

„ისე შეცვივდა ოპოზიცია საკრებულოებში, როგორც ნაშიმშილები კაცი ხაშლამას რომ მიაძღება, ნაცვლად იმისა რომ პარლამენტი, საკრებულოები დაგვეტოვებინა და ბოიკოტი გამოგვეცხადებინა.

ეს ორი პარტია კი ებრძვის ერთმანეთს მაგრამ ორივე ეშმაკის ძალაა, ვერ ატყობთ! რა უბედურება გჭირთ? დაგაყენეს არჩევანის წინაშე, ან ერთი ეშმაკი აირჩიოთ ან მეორე ეშმაკი აირჩიოთ ჰო და იყავით ამ ეშმაკებს შორის, თქვენ არაფერი არ გიშველით სამწუხაროდ“, - აღნიშნა შალვა ნათელაშვილმა.

ჟურნალისტის კითხვას, ამ შეთანხმების გარიგების რა რაუნდს ვუყურებთ? „ლეიბორისტული პარტიის“ ლიდერმა შალვა ნათელაშვილმა შემდეგნაირად უპასუხა:

„უნდათ სააკაშვილი გააბანძონ, ქარიზმა ჩამოუტეხონ იმ საბრალდებო დასკვნებით, რაც არის და შემდგომ დააბრუნონ უკრაინაში და ისევ ისე გაგრძელდება როგორც ადრე. ბედნიერი ვარ რომ საქართველოში დავიბადე და იმ 20% ვემსახურები, რომელიც ღირსია მსახურების.

გიორგი გახარია დასაჭერია და ის საზოგადოება, რომელიც თვალების დამთხრელს ხმას მისცემს და საკრებულოში ნათელაშვილზე მეტი დეპუტატები ეყოლება, ის საზოგადოება მაგიდიდან ტუალეტამდე სიარულისთვის არის დაბადებული. ჩვენ ვართ ქართული სახელმწიფოებრიობის კვდომის მოწმეები და მონაწილეები“, - აცხადებს შალვა ნათელაშვილი.

* * *

.

„ვაშაძის აგებული იუსტიციის სახლის სახურავი თავზე ჩამომენგრა 2013 წელს, ვიბრაციას ვერ უძლებდა“ - წულუკიანი


image


ვიცე-პრემიერმა, კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის მინისტრმა თეა წულუკიანმა პარლამენტში მწერალთა კავშირთან დაკავშირებით დეპუტატების კითხვებს უპასუხა.

წულუკიანი აცხადებს, რომ გიორგი ვაშაძის აგებული იუსტიციის სახლის სახურავი ჩამოენგრა თავზე. წულუკიანმა ის ფაქტი გაიხსენა, რომ მინისტრად დანიშვნის დროს ახლადაგებული იუსტიციის სახლის ჭერში ტონობით სამშენებლო ნაგავი იყო დატოვებული.

ამასთან, თეა წულუკიანმა გიორგი ვაშაძეს და სალომე სამადაშვილს შეახსენა, რომ მწერალთა კავშირი მათი მმართველობის პერიოდის დროს გააუქმეს.

„მინდა გიორგი ვაშაძეს და სალომე სამადაშვილს შევახსენო, რომ მწერალთა კავშირი თქვენ გააუქმეთ და მე რატომ მეკითხებით რას ვაპირებ მწერალთა კავშირთან დაკავშირებით? რატომ იცინით ქალბატონო სალომე?! თქვენ ალბათ მაშინ ბრიუსელში იყავით და ესპრესოს ჭიქით ხელში დიპლომატის მშვიდი სახით აკვირდებოდით რა ხდებოდა საქართველოში. გაგიკვირდებათ და მე თქვენ ძალიან დიდი პატივს გცემთ.

2007 წელს სპეცრაზმი შეიჭრა მწერალთა კავშირში, იქიდან გამოყარა მწერლები, მათ მოუწიათ დავა სასამართლოში და გამოიცანით როგორ დამთავრდა თქვენი ხელისუფლების დროს? - წააგეს და ისინი დატოვეს ქუჩაში, შემდეგ ტაშ-ფანდურის თანხლებით შექმნეს ამ შენობაში მწერალთა სახლი, რომელიც დღემდე იმ კავშირის დროინდელ მწერლებს არ უშვებს შენობაში და ბატონი გიორგი ვაშაძე მეკითხება მწერალთა კავშირთან დაკავშირებით რას აპირებო. ალბათ, მას უნდოდა ეკითხა, მე რომ მწერალთა სახლი შევქმენი, იმასთან დაკავშირებით რას აპირებო? მწერალთა სახლის ამჟამინდელ შენობას, ასევე, აქვს პრობლემა და ჩვენ უკვე გამაგრების პროცედურებისთვის თანხა დავხარჯეთ.

2013 წლის 3 დეკემბერს გიორგი ვაშაძის აგებული იუსტიციის სახლის სახურავი ჩამომენგრა თავზე, იმიტომ რომ ბატონმა დავით აღმაშენებელმა ისე ააშენა იუსტიციის სახლი, სოკოებს რომ ეძახიან თბილისელები, იმ პეტალებში, რომელშიც სახურავია, რეალურად არის ჰაერი, ჩატოვეს არმატურები და ეს ნაგავი იმხელა ვიბრაციას იწვევდა, სახურავი ჩამოიქცა. აი, ასეთია კაცია აღმშენებელი, რომელიც მწერალთა კავშირში სპეცრაზმით შეიჭრა...

ეს არის ის ხელისუფლება, რომელმაც წინა ხელისუფლების მიერ არაპროფესიონალურად წარმოებული სახელმწიფო დავა სტრასბურგში შემოატრიალა და ჩვენს ახალგაზრდა თაობებს ხელში მისცა სტრასბურგის ვერდიქტი, რომელიც ამბობს, რომ საქართველო ოკუპირებულია, რომ ცხინვალის რეგიონი და აფხაზეთი საქართველოა, რომ ქართველების წმენდა განხორციელდა ეთნიკური ნიშნით ამ ტერიტორიებზე, რომ ჩვენ იქ უნდა დავბრუნდეთ, რომ ჩვენი დევნილი შვილები, მათ შორის ჩემიც, ერთ დღეს იქ უნდა დაბრუნდნენ და რომ ეს სამართლებრივი დოკუმენტი იქნება ჩვენი ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის მშვიდობიანი ინსტრუმენტი და არა ისეთი ინსტრუმენტები, როგორიც ჩვენ 2008 წელს ვიხილეთ, როცა გაუაზრებელმა პოლიტიკამ გამოგვამწყვდია რუსეთის მიერ წამოწყებულ საშინელი ომის მარწუხებში და ჩვენ იქ ჩავდეთ ჩვენი სიცოცხლეები, ჩავდეთ ჩვენი დამატებითი დაკარგული ტერიტორიები და ა.შ. ეს არის ეს გუნდი, რომელიც გულწრფელად ცდილობს პრობლემებთან გამკლავებას“, - განაცხადა თეა წულუკიანმა.

0
151
შეფასება არ არის
ავტორი:ილია მარტყოფლიშვილი
ილია მარტყოფლიშვილი
Mediator image
151
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0