ქალი კონტრაცეფციის 10 საშინელი მეთოდი, რომელსაც ჩვენი წინაპრები იყენებდნენ 2021, 3 დეკემბერი, 20:57 ძველ დროში ადამიანებს კონტრაცეფციის ადეკვატური მეთოდები არ გააჩნდათ, ვინაიდან მოსახლეობის უმეტესობა მედიცინასაც კი მოკლებული იყო. მათ ამის არც ცოდნა და არც გამოცდილება არ ჰქონდათ, თუმცა ხალხმა მაინც იცოდა რომ უსაფრთხო სექსი მათ არასასურველი ორსულობისა და სქესობრივი გზით გადამდები არაერთი დაავადებებისგან იცავდა, ამიტომ ისინი თავის დაცვას სხვადასხვა საშუალებებით ცდილობდნენ.ლიმონის წვენიარასასურველი ორსულობისგან თავის დაცვის ეს მეთოდი ჯერ კიდევ თალმუდში იყო აღწერილი. ქალბატონები ღრუბელს ლიმონის წვენში ასველებდნენ და საშოში ისე ითავსებდნენ, ასე ქმნიდნენ ისინი ბარიერს სპერმასა და საშვილოსნოს ყელს შორის.კოკა - კოლაპოპულარულ უალკოჰოლო გაზიან სასმელს 1950-იან წლებში შეერთებულ შტატებში ხშირად იყენებდნენ. ითვლებოდა რომ სასმელში შემავალი ნახშირორჟანგი სპერმას კლავდა. აღნიშნული მეთოდის ეფექტურობა დღემდე უცნობია.ვერცხლისწყალიარასასურველი ორსულობისგან თავის დასაღწევად ჩინელი ქალები ცხელ ვერცხლისწყალს სვამდნენ.ნაწლავებიპრეზერვატივის პირველი სახეობები მე-19 საუკუნეში გაჩნდა და ისინი ღორისა და ცხვრის ნაწლავისგან მზადდებოდა.ნიანგის ფეკალიებიმეცნიერების აზრით, სწორედ ძველი ეგვიპტელები იყვნენ პირველები, ვინც კონტრაცეფციის შესახებ ფიქრი დაიწყეს. მათ ნიანგის გამხმარი ფეკალიებისგან და თაფლისგან წარმოუდგენელი კოქტეილი შექმნეს, რომელსაც ქალები საშოში ითავსებდნენ რათა სპერმა შიგნით არ მოხვედრილიყო. ეს ვერსია ჩვენს წელთაღრიცხვამდე 1850 წელს ნაპოვნ პაპირუსზე იქნა აღმოჩენილი.ცემინებაძველი ბერძენი ექიმი სორანოსი ქალებს არასასურველი ორსულობისგან თავის დასაღწევად სექსის დროს სუნთქვის შეკავებას ურჩევდა, შემდეგ კი გულიანად დაცემინებას.ცხელი ქვებიკიდევ ერთი მეთოდი ძველი ეგვიპტიდან - სექსის შემდეგ ქალი საშოს "დასაწვავად" პირდპირ ცხელ ქვებზე ჯდებოდა.ფიზიკური დატვირთვასაბჭოთა კავშირში აბორტის გარდა სხვა საშუალებებიც არსებობდა, არასასურველი ორსულობისგან თავის დასაცავად რაც არ უნდა გაგიკვირდეთ, ქალები მუცელში ირტყამდნენ და სისხლდენის გამოსაწვევად ძალიან ცხელ აბაზანებს იღებდნენ.თახვის სათესლე ჯირკვლებზე დაყენებული ნაყენიამ საშუალებას კანადაში მცხოვრები ის ქალები იყენებდნენ, რომლებსაც შვილების გაჩენა არ სურდათ. ამ "სასწაულმოქმედი" ნაყენის დასაყენებლად თახვის კვერცხებს ჯერ აშრობდნენ, შემდეგ კი გარკვეული პროპორციით ალკოჰოლთან აზავებდნენ. ითვლებოდა, რომ თუ ამ მიქსტურას დალევდით შვილი არ გეყოლებოდათ (კუჭის წყლულის შემთხვევაში კი ისტორია დუმს).სინდიოფალას სათესლე ჯირკვლებიკიდევ ერთი აბსურდული მეთოდი შუა საუკუნეებიდან - ითვლებოდა, რომ თუ ქალი თეძოს შიგნიდან სინდიოფალას სათესლე ჯირკვლებს მიიმაგრებდა, ის არასდროს დაორსულდებოდა.157 შეფასება არ არის |