x
image
მაკა ნიკვაშვილი
Mediator image
ქალის ინტიმური ჰიგიენა: რისი გაკეთება კატეგორიულად არ შეიძლება!!! ეს, თქვენ უნდა იცოდეთ

image


ქალის ჰიგიენა - ერთ - ერთი უმნიშვნელოვანესი საკითხია, რომელსაც ბევრი ნიუანსი გააჩნია. ზოგიერთი მშვენიერი სქესის წარმომადგენელი ვერც კი ხვდება, ინტიმური ზონის მოვლისას რამდენ უხეშ შეცდომას უშვებს. ბევრი დარწმუნებულია, რომ ინტიმური ჰიგიენის შესახებ უკვე ყველაფერი იცის, თუმცა გარწმუნებთ, თქვენი ცოდნა რეალობისგან შეიძლება ძალიან შორს იყოს. არსებობს რამდენიმე ისეთი დეტალი, რომლებიც ყოველდღიურ ცხოვრებაში ყველა ქალმა უნდა გაითვალისწინოს. მაშ ასე, ტოპ - 6 შეცდომა, რომლებსაც ქალების უმრავლესობა სხეულის ინტიმური ადგილების მოვლისას ყველაზე ხშირად უშვებენ:



1. შხაპის გელი ან საპონი



image


ინტიმურ ზონებზე შხაპის გელის ან ჩვეულებრივი საპნის გამოყენებისას მისი ბუნებრივი მიკროფლორა ირღვევა, რამაც შეიძლება მთელი რიგი ისეთი უსიამოვნო შედეგები გამოიწვიოს როგორიცაა, მაგალითად - ქავილი, სუნი, გაღიზიანება ან ანომალიური გამონადენი საშოდან. ინტიმური ჰიგიენის საშუალების არჩევისას ყურადღება უნდა მიაქციოთ ესა თუ ის პროდუქტი რა ასაკობრივი კატეგორიისთვის არის განკუთვნილი, არსებობს საშუალებები როგორც 12 წლამდე, ასევე უფროსი ასაკის გოგონებისთვის და 45 წელს ზემოთ ქალბატონებისთვის. ამასთან, ექიმები გვირჩევენ ბოროტად არ ვისარგებლოთ აღნიშნული პროდუქტებით და დროდადრო ინტიმური ზონები ჩვეულებრივი, თბილი წყლით დავიბანოთ.




2. სახეხი და ღრუბელი



image


სახეხი და ღრუბელი კანის გაწმენდისთვის აუცილებელია, მაგრამ ინტიმური ზონებისთვის ისინი პრაქტიკულად უსარგებლოა. მათ ლორწოვანი გარსის დაზიანება შეუძლიათ, რამაც შეძლება კანის გაღიზიანება გამოიწვიოს.







3. საშოს გამორეცხვა


image


საშოს შიდა ნაწილის დაბანა - რეკომენდებული არ არის, ვინაიდან მიკროფლორაში დაახლოებით 40 - მდე სხვადასხვა მიკროორგანიზმია, რომელიც მის ნორმალურ, ფიზიოლოგიურ ფუნქციონირებას განაპირობებს, გამორეცხვისას კი საშოს მიკროფლორის ბალანსი ირღვევა, რის შედეგადაც პათოლოგიური ბაქტერიები მრავლდება. წყლის პროცედურების დროს, არ არის საჭირო წყლის ნაკადი ვაგინის მიმართულებით მიმართოთ, გაითვალისწინეთ, რომ წყლის ჭავლი პირიქით, ზემოდან ქვემოთ უნდა ჩაედინებოდეს.






4. ინტიმური გაკაჟება



image


ქალების უმრავლესობა ხშირად ინტიმური ზონის გაკაჟებას მიმართავს - რაც სასქესო ორგანოების ცივი წყლით ჩამობანვას გულისხმობს, გახსოვდეთ, რომ აღნიშნული მეთოდი ხშირად შარდ - სასქესო სისტემის ანთების გამომწვევი მიზეზი ხდება. გინეკოლოგები გენიტალიების მხოლოდ თბილი წყლით ჩამობანას გვირჩევენ.






5. საცვლებით ძილი




image


საცვალი რაც არ უნდა კომფორტული იყოს, მეცნიერები მაინც მის გარეშე ძილს გვირჩევენ. თუკი საცვლების გარეშე ძილი მაინცდამაინც დისკომფორტს გიქმნით, მაშინ ეცადეთ მხოლოდ ბამბის ქსოვილის საღამურით (პიჟამო) დაიძინოთ.





6. უსიამოვნო სუნი



image


უსიამოვნო სუნი შეიძლება სასქესო ორგანოების გარკვეულ დაავადებებზე მიუთითებდეს. ნუ ეცდებით ამ პრობლემის ჩვეულებრივი, დეოდორანტების საშუალებით მოგვარებას, ექიმს დაუყონებლივ მიმართეთ და საჭირო ანალიზები გაიკეთეთ.




0
585
შეფასება არ არის
ავტორი:მაკა ნიკვაშვილი
მაკა ნიკვაშვილი
Mediator image
585