x
მეტი
  • 22.11.2024
  • სტატია:138402
  • ვიდეო:351967
  • სურათი:512068
ვინ და როგორ მოპარა ედუარდ შევარდნაძეს ოქროს საათი – ქურდობის დაუჯერებელი ისტორია

თავიდანვე უნდა აღვნიშნოთ, რომ ეს კრიმინალური ფაქტი თბილისში, 1989 წლის აპრილში მოხდა, როდესაც 9 აპრილის ტრაგედიის შემდეგ, სსრ კავშირის საგარეო საქმეთა მინისტრის ე. შევარდნაძე თბილისში ჩამოვიდა. მაღალჩინოსნის გაქურდვის ოპერაცია ადგილობრივი კრიმინალური ავტორიტეტების მიერ დაიგეგმა, ხოლო შესრულების რთული მისია ჯიბის და ბინების ქურდს სოსო ლომიძეს დაევალა.


image


სოსო 1942 წელს დაიბადა და 15 წლის ასაკში, ყველაზე დახელოვნებულ და ნიჭიერ ქურდად ითვლებოდა თბილისში. 25 წლამდე სოსო ჩვეულებრივ იზრდებოდა. შემდეგ კი, პროცესი უკუღმა წავიდა: წვერი ღინღლით შეეცვალა, ადრეული ჭაღარა გაუქრა, ხოლო სახეს, ბავშვური სიფუმფულე დაუბრუნდა...


imageსოსო ლომიძე მეგობარ ქალთან ერთად


როდესაც სოსომ თვალსა და ხელს შუა «გაახალგაზრდავება» დაიწყო, მას ქურდულ სამყაროში, ირონიულად, «მოხუცი» შეარქვეს. ყოველწლიურად, ის სულ უფრო და უფრო ახალგაზრდულად გამოიყურებოდა და ბოლოს, საქმე იქამდე მივიდა, რომ სკოლის მოსწავლეს დაემსგავსა. სოსოს «ბავშვობაში დაბრუნების» პროცესი, მის სიკვდილამდე გაგრძელდა... და როდესაც 1998 წ. 56 წლის ასაკში გარდაიცვალა, კუბოში 9-10-წლის ბიჭი იწვა.



1989 წ. «მოხუცი სოსო» 47 წლის იყო. მაგრამ, ისე გამოიყურებოდა როგორც მოსწავლე. თავის გარეგნობას ის «პროფესიონალურ» საქმიანობაში ადრეც იყენებდა და ამიტომ, როდესაც ე. შევარდნაძის გაქურდვა დაავალეს, სიამოვნებით დათანხმდა.

აპრილის ტრაგედიის შემდეგ თბილისში ჩამოსული ე. შევარდნაძე საზოგადოების წარმომადგენლებს და პოლიტიკოსებს ხვდებოდა. ერთ–ერთი ასეთი შეხვედრა პიონერთა სასახლეში უნდ შემდგარიყო და ამის შესახებ ადგილობრივმა კრიმინალებმა იცოდნენ. მათ სსრ კავშირის საგარეო საქმეთა მინისტრის საქვეყნოდ დამცირება გადაწყვიტეს და სოსოს აღფრთოვანებული პიონერის როლის თამაში შესთავაზეს.

სოსომ წითელი ყელსახვევი გაიკეთა და ბავშვებს შეუერთდა, რომლებიც შევარდნაძის შესახვედრად, მწკრივში იდგნენ პიონერთა სასახლესთან. როდესაც მინისტრი მანქანიდან გადმოვიდა და ხალიჩაზე ფეხი დადგადა, ბავშვები დაინახა და გეზი მათკენ აიღო. «პიონერი სოსო» ბავშვებს გამოეყო, მას შეეგება და თან სიხარულით წამოიძახა: «თქვენ – ჩვენი მესია ხართ, იმდენ ხანს გელოდით! შეიძლება, ხელზე გემთხვიოთ?!»

მინისტრს გული აუჩუყდა, «ბიჭი» ხელში აიყვანა, ლოყაზე აკოცა, შემდეგ დასვა და გზა განაგრძო... ხოლო, «ის პიონერი» მაშინვე გაქრა და ნახევარ საათში, ქალაქიც დატოვა.

შევარდნაძემ კი მალევე აღმოაჩინა, რომ Philippe Patek-ის ოქროს სამაჯურიანი ბრილიანტის საათი, რომელიც მას გერმანიის მფედერაციული რესპუბლიკის მრეწველთა კავშირის პრეზიდენტმა აჩუქა, ხელზე აღარ ეკეთა.

საათის დაბრუნება მხოლოდ 2 დღის შემდეგ მოხერხდა და მის გამოსყიდვაში თავად ე. შევარდნაძე მონაწილეობდა.

რაც შეეხება ამ კრიმინალური ისტორიის მთავარ გმირს, ის ამ ამბის შემდეგ, სამკურნალოდ რუსეთში გაემგზავრა. თუმცა, «გაახალგაზრდავების» პროცესი შეუქცევადი აღმოჩნდა და ექიმები მას ვერაფრით დაეხმარნენ.

აქვე უნდა აღინიშნოს, რომ «სოსო ლომიძის ფენომენი», მსოფლიო მედიცინის და კაცობრიობის ისტორიაში ერთადერთი პრეცენდენტი არ არის. გაურკვეველი გენური მუტაციის შედეგად, გაახალგაზრდავების პროცესი იტალიელ როზა ფარონსაც დაეწყო და 93 წლის ასაკში, ისე გამოიყურებოდა, როგორც 30 წლის ახალგაზრდა ქალი.


image


გასული საუკუნის 60–იან წლებში, მას მთელი 2 წლის მანძილზე აკვირდებოდნენ ექიმები და მხოლოდ ის გაიგეს, რომ გარეგან ცვლილებებთან ერთად, მისი შინაგანი ორგანოებიც «ახალგაზრდავდებოდნენ» და 90-ს გადაცილებული ქალი ჩასახვის საწინააღმდეგო აბებს იღებდა. მას, იმ დროისთვის, 2 შვილი, 6 შვილიშვილი, 15 შვილთაშვილი და 16 შვილთაშვილის შვილი უკვე ჰყავდა.

მსგავსი შემთხვევა იაპონიაშიც მოხდა. მსოფლიომ სეი სენაგონის შესახებ 1997 წ. შეიტყო. სეის ცხოვრება, სხვა ადამიანების ცხოვრებისგან, არაფრით განსხვავდებოდა, ვიდრე მას 75 წელი არ შეუსრულდა... და უეცრად, მის გარეგნობაში უცნაური ცვლილებები დაიწყო: თავდაპირველად, ქალმა შეამჩნია რომ გაქრობა დაიწყო ჭაღარა თმამ, შემდეგ ის სრულიად გაუშავდა და ბუნებრივი სიპრიალე დაუბრუნდა. გავიდა დრო და ღრძილები ასტკივდა. როდესაც სტომატოლოგს მიაკითხა, გაირკვა რომ, მოხუცს, ისე როგორც ჩვილ ბავშვს, კბილები ამოსდიოდა!

image


რაც დრო გადიოდა, ცვლილებები უფრო შესამჩნევი ხდებოდა: ნაოჭები გაუსწორდა, სახეზე კანი გადაეჭიმა და სეიმ ახალგაზრდა ქალის იერი მიიღო. ამის შემდეგ, ის მოხუც მეუღლეს გაეყარა და ცოლად, 40 წლის ბანკირს, ტიკატომოს გაჰყვა და ერთი წელში, მათ შვილი შეეძინათ. ბავშვის დაბადების შემდეგ, ბედნიერმა მამამ განაცხადა, რომ მის მეუღლეს 30 წელზე მეტს ვერავინ მისცემდა!

კ. ტაივანზე კი, ცხოვრობს ქალბატონი, რომელიც ისევე ახალგაზრდულად გამოიყურება, როგორც მისი ქალიშვილები.



imageშერონი (36 წლის), გოგონების დედა (63 წლის) და სიუ (41 წლის)


არის სხვა შემთხვევებიც, თუმცა, ეს უკვე, სულ სხვა სტატიის თემაა...


image

არხის სხვა სიახლეები:


image

1. თუ გინდათ, რომ გამდიდრდეთ...

2. 10 ისტორიული ფოტო, რომელზეც ბევრი უცნაური რამ არის ასახული

3. 7 საინტერესო ფაქტი ავსტრალიის შესახებ

4. 10 სასარგებლო გამოგონება, რომლებიც ყველას უნდა ჰქონდეს სახლში

5. ყველაზე პატარა ავტომობილი მსოფლიოში (+ვიდეო)

6. ყურებას დაიწყებთ და თვალს ვეღარ მოწყვეტთ - 12 მინი-სერიალი, რომლებიც აუცილებლად უნდა ნახოთ

0
1840
5-ს მოსწონს
ავტორი:ლალი ადიკაშვილი
ლალი ადიკაშვილი
Mediator image
1840
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0