x
მეტი
  • 19.01.2022
  • სტატია:116313
  • ვიდეო:353090
  • სურათი:490165
7 საინტერესო ფაქტი ავსტრალიის შესახებ

I. ავსტრალიაში ნიანგების თითქმის ყველა ფერმა Hermès და Louis Vuitton-ის ბრენდს ეკუთვნის.image


ძვირადღირებული ბრენდები Hermès და Louis Vuitton ავსტრალიიაში ნიანგების ფერმების უმრავლესობას ფლობენ და ცხოველების ძვირფას ტყავს სამოსის, ფეხსაცმლის და სხვადასხვა სახის აქსესუარის შესაქმნელად იყენებენ.


II. ნაპოლეონი პირდაპირ «შეპყრობილი» იყო ავსტრალიით
საფრანგეთის იმპერატორს, კონტინენტის ნაწილისთვის, «ნაპოლეონის მიწის» დარქმევა უნდოდა. გარდა ამისა, მან ავსტრალიიდან საფრანგეთში, 200 მეტი სახეობის და ჯიშის, ცხოველი და მცენარე ჩაიტანა.


III. ავსტრალიელების 70% ამტკიცებს, რომ დაუთავებას თავს არიდებს. ხოლო, 40% აღიარა, რომ უთოთი არასდროს უსარგებლია.
თუმცა, ეს იმას არ ნიშნავს, რომ ისინი დასაუთავებელი სამოსით დადიან. მათ ტანსაცმლის გასწორების საკუთარი მეთოდი აქვთ: იმისთვის, რომ ორთქლმა ქსოვილი დაარბილოს და გაასწოროს, ისინი, მაგ. პერანგს, აბაზანაში საკიდზე კიდებენ, ვიდრე თავად ან ოჯახის რომელიმე წევრი შხაპს იღებს.


IV. რატომ არის ავსტრალიის დედაქალაქი — ნაკლებად ცნობილი ქალაქი?image


კანბერა ავსტრალიის დედაქალაქი მხოლოდ იმიტომ არის, რომ სიდნეის და მელბურნს — ავსტრალიის უდიდეს ქალაქებს და კულტურის ცენტრებს, პირველობის დათმობა არ უნდათ ერთმანეთისთვის.


V. მთვრალ ფუტკრებს სკაში არ უშვებენ.
როდესაც ავსტრალიაში მეტისმეტად ცხება, ზოგიერთი ყვავილის ნექტარი დუღდება და შემგროვებელ ფუტკრებში თრობის ეფექტს იწვევს, რაც თავის მხრივ, მათი კოორდინაცვიის დარღვევის მიზეზი ხდება. როდესაც მთვრალი ფუტკარი სკაში დაბრუნებას ცდილობს, მცველი ფუტკრები მას უკან აბრუნებენ და ვიდრე არ გამოფხიზლდება, სკსში შესვლის უფლებას არ აძლევენ.


VI. ავსტრალიაში «Peppa Pig» (გოჭი პეპა)–ის ერთ-ერთი სერის ჩვენება აკრძალეს.
ანიმაციური სერიალის 47-ე ეპიზოდში, გმირები ნიჟარაში ობობას პოულობენ და პეპას მისი იქამდე ეშინია, ვიდრე იმ დასკვნამდე არ მივა, რომ მასთან მეგობრობა შეიძლება. სწორედ ეს მეგობრობა გახდა ავსტრალიაში ამ სერიის აკრძალვის მიზეზი, რადგან ბავშვებისთვის იმის მოწოდება, რომ მათ არ უნდა ეშინოდეთ ობობების, კონტინენტზე, რომელზეც ობობისნაირთა კლასის არაეერთი შხამიანი წარმომადგენელი ბინადრობს, ცუდ აზრად მიიჩნიეს.


VII. ავსტრალია — ზვიგენების, გველების და ობობების მიუხედავად, აერთ-ერთი ყველაზე უსაფრთხო ქვეყანა მსოფლიოში.image


ყველაზე საშიში ცხოველებით დასახლებული ადგილის რეპუტაციის მიუხედავად, ავსტრალია — ცხოვრებისთვის ყველაზე უსაფრთხო ადგილად ითვლება. წელიწადში იქ, საშუალოდ, გველის ნაკბენით 2 ადამიანი იღუპება, ზვიგენის თავდასხმის გამო — 1, ხოლო, ობობების მიზეზით — 0 (ობობის უკანასკნელი მსხვერპლი 37 წლის წინ გარდაიცვალა).


და ბოლოს, ალბათ, ოდესმე, ყველა დაფიქრებულა იმაზე, თუ რატომ აქვს ავსტრიას და ავსტრალიას — ორ ასეთ განსხვავებულ ქვეყანას, მხოლოდ 2 ასო–ბგერით განსხვავებული სახელები. ამასთან, ქვეყნების ერთმანეთში არევა, უბრალოდ, შეუძლებელია: ერთი მთელს მსოფლიოში მოცარტით არის სახელგანთქმული. ხოლო, მეორე — კენგურუთი და კოალათი. მაგრამ, აშკარაა რომ, ამ ქვეყნებს რაღაც უნდა აერთიანებდეს... გაგრძელება >>>

image


imageimageimageimage





0
272
4-ს მოსწონს
ავტორი:ლალი ადიკაშვილი
ლალი ადიკაშვილი
Mediator image
272
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0