x
მეტი
  • 29.03.2024
  • სტატია:134054
  • ვიდეო:353919
  • სურათი:508250
10 ისტორიული ფოტო, რომელზეც ბევრი უცნაური რამ არის ასახული

ყველაზე საინტერესო ისტორიული ფოტო ის არის, რომელიც ჯერ არ გინახავთ — ცნობილი ადამიანების პორტრეტებით უკვე ვერავის გააკვირვებთ, სამაგიეროდ, იშვიათი ფოტოების დათვალიერება, ძალიან საინტერესოა და ამასთან, მსოფლმხედველობის გასაფართოვებლად, სასარგებლოც კი არის.


image


აქ გასული საუკუნის 10 ისტორიულ ფოტოს გთავაზობთ, რომელიც გვაჩვენებს, თუ როგორ ცხოვრობდნენ ადამიანები XX ს–ში.



მაუსის, მომხმარებლის გრაფიკული ინტერფეისის და კომპიუტერის ძირითადი გამოთვლითი ფუნქციების პირველი დემონსტრირება, 1968 წ.image



ფრანგმა ჯარისკაცებმა ძაღლს ჩაუარეს, რომელსაც სათვალე ეკეთა, ხოლო პირში ჩიბუხი ედო, 1915 წ. ძაღლი მეტად სოლიდურად გამოიყურება და როგორც ჩანს, თავის «აღკაზმულობას» არ აპროტესტებს.image



სტამბოლის ბარებში ადამიანებს ქირაობდნენ, რომლებსაც მთვრალი სტუმრები კალათებით სახლში მიჰყავდათ, გასული საუკუნის 60-იანი წლები.image



ასე არიგებდნენ მაღაზიებში პურს, სამოქალაქო ომის დროს, ირლანდია, XX ს–ის 20–იანი წლები. მაშინ სურსათის მაღაზიაში წასვლაც კი, სახიფათო იყო.image



ეთნომუსიკოსი ინდიელების ბელადს მუსიკის ჩანაწერს ასმენინებს, 1916 წ. (ფოტო შავ–თეთრი იყო. ეს კი, მისი ფერადი ვარიანტია)image



მსახიობი რობერტ დაუნი უმცროსი, კორკანა, კალიფორნია, 1999 წ. ფოტო გადაღებულია, როდესაც მომავალი ვარსკვლავი კალიფორნიის სამკურნალო ცენტრში ნარკოდამოკიდებულებისგან სამკურნალოდ გაგზავნეს.image



მეფარნე გლაზგოს ქუჩებში გაზის ლამპარებს ანთებს, შოტლანდია, 1955 წ. image



სკოლა, ღია ცის ქვეშ, ნიდერლანდები, 1957 წ. ასე სწავლა, შესაძლოა, უფრო საინტერესოც არის.image



გარეგნობა შეცვლილი ჰიტლერი, XX ს–ის 40–იანი წლები. 1944 ამერიკულმა სპეცსამსახურმა ჰიტლერის ფოტოები გაავრცელა, რომელზეც გერმანიის ფიურერს გარეგნობა ჰქონდა შეცვლილი (ფოტო მარჯვნივ). ეს იმ შემთხვევისთვის, თუ ის მართლაც შეეცდებოდა, საკუთარი თავის სხვა ადამიანად გასაღებას. ამ ფოტოებით კი, მისი ამოცნობა შესაძლებელი გახდებოდა.image



მამაკაცს სტალინის ძეგლის ნაწილები მიაქვს, ბუდაპეშტი. გასული საუკუნის 90–იან წლებში, უნგრეთის ხელისუფლებამ ბელადის ყველა ძეგლის დემონტაჟის გადაწყვეტილება მიიღო.imageimageimage

imageimageimageimage





1
860
5-ს მოსწონს
ავტორი:ლალი ადიკაშვილი
ლალი ადიკაშვილი
Mediator image
860
  
2021, 2 დეკემბერი, 3:13
ლამაზი გოგოები გელოდებიან - Hot24.pw
0 1 1