სიახლეები რომან გოცირიძე - "ეს უკვალოდ არ ჩაივლის" 2021, 3 დეკემბერი, 14:04 "ნაციონალური მოძრაობის" წევრი რომან გოცირიძე საკუთარ "ფეისბუქ"-გვერდზე ბიუჯეტის არათანაბარზომიერ ხარჯვაზე წერს, რაც, მისი აზრით, წლის ბოლოს ლარის კურსზე აისახება. "გავიხსენოთ ძველი კლასიკა-ბიუჯეტის არათანაბარზომიერი ხარჯვა, რომელიც საბოლოო ჯამში გავლენას ახდენს ფასებზე და ლარზე. მიმდინარე წლის სახელმწიფო ბიუჯეტიდან განვლილ თერთმეტ თვეში საშუალოდ თვიურად იხარჯებოდა 1, 57 მილიარდი ლარი. დარჩენილ ერთ თვეში უნდა დაიხარჯოს 2, 49 მილიარდი ლარი, ანუ თითქმის ერთი მილიარდი ლარით მეტი. თუ გავითვალისწინებთ იმ ფაქტსაც, რომ ნოემბრის თვეშიც მომატებული ხარჯვა ხდებოდა წინა თვეებთან შედარებით, მაღალი დეფიციტის პირობებში ეს უკვალოდ არ ჩაივლის", - წერს რომან გოცირიძე. 174 2-ს მოსწონს 1-ს არა |
სულ ასე არ არიან ესენი? ბაჩუკი ქარდავა ედპ-ს თავმჯდომარე მაშინდელი ლენინგრადის პროკურორის თანაშემწე იყო და რუსეთის გარეშე დავიღუპებითო გაიძახოდა.
ახლა "პროდასავლელია". :))