x
მეტი
  • 26.04.2024
  • სტატია:134533
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508588
ჟურნალისტი კოტე ინაშვილი ავტოავარიაში დაიღუპა

image


ჟურნალისტი და უფლებადამცველი კოტე ინაშვილი ავტოავარიაში დაიღუპა. შემთხვევა რამდენიმე სათის წინ, დუშეთის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მოხდა. სხვა დეტალები ამ ეტაპზე უცნობია.

წინასწარი ინფორმაციით, ის ავტომობილში მარტო იმყოფებოდა. მომხდარის შესახებ ინფორმაცია უკვე აქვთ მისი ოჯახის წევრებს.

კოტე ინაშვილი, “პატრიოტთა ალიანსი”-ს ლიდერ ირმა ინაშვილის ძმა იყო და ტელეკომპანია „ობიექტივზე“ საავტორო გადაცემები მიჰყავდა

ვუსამძიმრეთ კოტე ინაშვილის ოჯახს, მის დას, ირმა ინაშვილს და გარდაცვლილის ახლობლებს.
image
"ხმა მიაწვდინა ყველა პატიმარს!!! ყველას!!! ბევრი პატიმრის იმედი, რწმენა და სიცოცხლის ნაპერწკალი იყო! ციხეში, "ხმა მიაწვდინე პატიმარს" გადაცემა რომ იწყებოდა, საკნებში იმედი ჩნდებოდა!!! მე ყოველდღე ობიექტივის შენობაში პატიმრების მშობლების, გამწარებული დედების უზარმაზარ რიგს ვხედავდი... ყველა მხოლოდ კოტეს ინაშვილს კითხულობდა... ყველას იღებდა, ყველას მდგომარეობას ეცნობოდა, ყველას აიმედებდა... საოცარი ადამიანი... საოცარი მეგობარი..

ვერც ერთ სიტყვას ვერ ვუყრი თავს... ჩვენი, ჩემი და ყველას კოტე საუკეთესო მეგობარი დავკარგე... ჩემი კოტე" - წერს ობიექტივის ჟურნალისტი ნათია მაზანაშვილი.

...

„ძალიან ძნელი იყო ჩემთვის დღეს ირმას ნახვა, მივედი “ჩავეხუტე, ბევრი ვიტირეთ, თითქოს დრო გაჩერდა, არცერთს არ გვახსოვდა რომ ეს წლები ერთმანეთი დაკარგული გვყავდა, ვიყავით მე და ირმა, იყო ჩვენი ტკბილი მოგონებები და ის წლები როცა ძალიან ახალგაზრდები ვიყავით და უამრავი გეგმები გვქონდა სამომავლოდ, უბრალოდ, კოტე აღარ იყო ჩვენთან, არადა სამივე მუდამ ერთად ვიყავით :(((( გამაგრდი ირმა, ცხოვრება გრძელდება, ახლა უკვე კოტეს გარეშე.


რა ხანმოკლეა ეს ცხოვრება, ვმეგობრობთ გვიყვარს, ვჩხუბობთ, ვიბუტებით და მერე შერიგებასაც ვერ ვასწრებთ, 4 წელი გავებუტე პოლიტიკის გამო, გავებუტე ბიჭს რომლის მეჯვარეც ვიყავი, ახლაც მახსოვს მამაოს გაოგნებული სახე ეს გოგონა იქით გადაბრძანდეს პატარძლისკენოო, არა ბიჭის მეჯვარე ვართქოო თვალები შუბლზე აუვიდა, მერე მოვდიოდით ერთად სულ ერთად, რა არ გავიარეთ, ცუდიც კარგიც და ეეხ, დღეს კი მეხივით დამეცა ჩემი კოტე ინაშვილი ავარიით დაიღუპა, ვერ მოვასწარი შერიგება, ვერ მოვასწარი მეთქვა რომ ჩვენი ძმობის სიწმინდე ჯობია ყველაფერსთქოო, ვუსამძიმრებ ირმას, მასთან შერიგებას მაინც მოვასწრებ მაგრამ როგორ შევხედო ნათელა დეიდას თვალებში როგორ მივუსამძიმრო შვილის სიკვდილი::((((ეხ კოტე კოტე: - წერს ნინო ჯღარკავა.

* * *

პოეტმა ვაჟა ოთარაშვილმა მის ხსოვნას ლექსი მიუძღვნა.

კოტე ინაშვილის ხსოვნას


ქარი ამტვრევს ტოტებს,
მიწას ფოთლებს უშენს...
ინაშვილო კოტე,
დააკლდები დუშეთს...
დააკლდები თბილისს...
გულღადარა საძმოს...
სულეთისკენ ივლი...
ჩვენ აქ უნდა გავძლოთ...
ქარი ამტვრევს ტოტებს,
დეკემბრულად გიჟობს...
ინაშვილო კოტე...
თმაჭაღარა ბიჭო...
ვაჟა ოთარაშვილი

0
176
შეფასება არ არის
ავტორი:ილია მარტყოფლიშვილი
ილია მარტყოფლიშვილი
Mediator image
176
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0