საზოგადოება რატომ გაქრნენ ტარაკნები ჩვენი ბინებიდან? 2021, 2 დეკემბერი, 22:04 ალბათ, შეგიმჩნევიათ, შედიხართ სამზარეულოში, ანთებთ შუქს და ვეღარ ხედავთ ტარაკნებს, რომლებიც დამფრთხალნი გარბიან სხვადასხვა მიმართულებით, რომ თავი ბნელ კუნჭულებს შეაფარონ. ნაგვის ყუთთანაც სრული სისუფთავეა.
ახალ თაობას შესაძლოა, არცკი ახსოვდეს, როგორ გამოიყურება ტარაკანი. სხვადასხვა მიკრობის გადამტანი ეს მწერები აღარ გვიწამლავენ ცხოვრებას. წესით უნდა გვიხაროდეს, თუმცა ... უნდა ვგრძნობდეთ თუ არა თავს უსაფრთხოდ სახლში, საიდანაც ტარაკნებიც კი გარბიან? მაშ ასე, გთავაზობთ რამდენიმე ვერსიას, თუ რატომ გაქრნენ ტარაკნები ჩვენი ცხოვრებიდან. 1. მობილურები, კომპიუტერები და მიკროტალღური ღუმელები ბოლო 10-15 წლის მანძილზე ეს ტექნიკა ჩვენი ყოველდღიურობის ნაწილი გახდა. როცა ისინი მუშაობენ, ბინაში იქმნება ელექტრომაგნიტური ველი, რაც საზიანოა მწერების არსებობისთვის. მეცნიერები დღემდე იკვლევენ რადიოსიხშირეების გავლენას ადამიანსა და ცხოველებზე. არის მტკიცებულებები, რომ მათ ნეგატიური გავლენა აქვთ ცოცხალ ორგანიზმებზე. შესაძლოა, მგრძნობიარე ტარაკნები სწორედ ამიტომ გაქრნენ მრავალსართულიანი სახლებიდან. 2. საკვები საკვებთან დაკავშირებით პრობლემა კიდევ უფრო დიდია. გენმოდიფიცირებული საკვებითა და დანამატებით ადამიანი თავს პრაქტიკულად, "იწამლავს". მეცნიერები იმასაც ამბობენ, რომ წლების შემდეგ ადამიანი ჯანმრთელ შთამომავლობასაც ვერ დატოვებს. მათი აზრით, შესაძლოა, ტარაკნები, რომლებიც ჩვენი ნასუფრალით იკვებებიან, სწორედ გენმოდიფიცირებულ საკვებს შეეწირნენ... თუმცა, აქ ერთი შეუსაბამობაა - ტარაკნები მაღაზიების საწყობებში ჯერ კიდევ შემორჩნენ, სადაც იგივე ტიპის საკვები აწყვია. 3. სამშენებლო მასალები კიდევ ერთი თეორიის მიხედვით, ტარაკნებს სინთეთიკური სამშენებლო მასალები არ მოსწონთ, რომლითაც ჩვენი ბინებია მოპირკეთებული. შესაძლოა, ამაში მართლაც იყოს ჭეშმარიტების მარცვალი. ბევრს არ ჰყოფნის თანხა, რომ სახლი ბუნებრივი, მაღალი ხარისხის მასალებით გაარემონტოს. 4. სისუფთავე თუ საბჭოთა დროს ნაგვის ურნაში გაზეთებს აფენდნენ, ახლა ისინი პარკებმა შეცვალეს. ეს ტარაკნისთვის საკვების ხელმისაწვდომობას ზღუდავს. კვლევების თანახმად, ხალხი უფრო ზრუნავს სახლის სისუფთავეზე. მაგრამ ყველაზე მთავარი - აგრესიული საყოფაცხოვრებო ქიმიაა, რომლითაც დიასახლისები სარგებლობენ. ზოგიერთი ვერსიით, სწორედ მან შეუწყო ხელი ამ მწერების გადაშენებას. მაგრამ აქაც არის ერთი შეუსაბამობა - თუ საკვები შემოაკლდა, ტარაკანს შეუძლია საპონით, წებოთი ან თუნდაც ადამიანის კანის მიკროსკოპული ნაწილაკებითაც კი იკვებოს, რომელთაც ზედაპირებზე უხვად ვტოვებთ. დავუშვათ, ესეც არ არის - ტარაკანას უჭმელად 30 დღე გაძლება შეუძლია. 5. ინსეკტიციდები მეცნიერება ვითარდება და შესაძლოა, ახალი ინსეკტიციდები ძველზე უფრო ეფექტურია. ეს პროფესიული საშუალებები კი სერიოზული დარტყმაა მწერებისთვის. განსხვავებით მაღაზიაში ნაყიდი ძველი საშუალებებისგან, როცა მწერები თავიდან ნადგურდებოდნენ, მაგრამ შემდეგ ადაპტირდებოდნენ შხამთან და უკან ბრუნდებოდნენ. 6. რა მოხდა სინამდვილეში? სინამდვილეში ტარაკნებს არც კი უფიქრიათ სიკვდილი. ეს მწერები ახერხებდნენ გადარჩენას მილიონობით წლის მანძილზე, ახერხებდნენ ადაპტირებას ნებისმიერ პირობებთან, შხამთანაც კი, რომელსაც ადამიანი მათ გასანადგურებლად იყენებდა. უბრალოდ, თავი უფრო ბინძურ, ნესტიან ადგილებს შეაფარეს. ისინი კვლავ სახლობენ იქ, სადაც ბევრი ნაგავი და ანტისანიტარიაა - ნაგავსაყრელებში, სარდაფებში, ნესტიან, წყნარ და ბნელ, მყუდრო ადგილებში, სადაც თუ უცაბედად წაადგებით თავზე, დარწმუნდებით, როგორ "დუღს" იქ მათი ცხოვრება. 609 1-ს მოსწონს
|