x
მეტი
  • 22.11.2024
  • სტატია:138402
  • ვიდეო:351967
  • სურათი:512068
პარაკასის კულტურის უცნაური თავის ქალა
image


ფოტოზე ლითონის ინპლანტია წაგრძელებულ თავის ქალაზე. ყველაზე შთამბეჭდავი კი ის არის, რომ ოპერაცია წარმატებით დასრულდა და ამ ადამიანმა, ქირურგიული ჩარევის შემდეგ, არაერთი წელი იცოცხლა, რაზეც ლითონის ფირფიტის ირგვლივ, ძვლის შეხორცება მიუთითებს. ხოლო, წაგრძელებული თავის ქალა პარაკასის კულტურის (ძვ. წ. აღრ. 700 - ახ. წ. აღრ. 200 წწ.) წარმომადგენელს ეკუთვნის, რომელმაც სხეულის დაზიანება, სავარაუდოდ, 2000 წლის წინ, ბრძოლის დროს მიიღო. სამწუხაროდ, ასეთი არტიფაქტი არც ისე ბევრია. რაც შეეხება, კონკრეტულად ამ თავის ქალას, ის სავარაუდოდ, «უაკეროსების» მიერ წარმოებულ, არქეოლოგიური გათხრების შედეგად არის აღმოჩენილი.

უაკეროსებს - საფლავების მძარცველებს ეძახიან პერუში. ინკების ენაზე Huaca - წმინდას ნიშნავს და აქვე უნდა აღინიშნოს, რომ მათთვის ყველა სამარხი წმინდაა.

ეს უნიკალური თავის ქალა, ამჟამად ოსტეოლოგიის მუზეუმის კოლექციის ნაწილია, რომელიც ოკლაჰომა-სიტიში (აშშ) მდებარეობს.


imageპარაკას კულტურის წაგრძელებული თავის ქალა ლითონის იმპლანტით. ოსტეოლოგიის მუზეუმი, ოკლაჰომა (აშშ)


imageპარაკასის ნ–კუნძულის გეოგლიფი



imageმოგრძო თავის ქალის მქონე ადამიანის გარეგნობის რეკონსტრუქცია. პარაკასის კულტურა, პერუ


imageმუმია, პარაკასი


imageოსტეოლოგიის მუზეუმი, ოკლაჰომა (აშშ)




image


imageimageimageimage




0
465
4-ს მოსწონს
ავტორი:ლალი ადიკაშვილი
ლალი ადიკაშვილი
Mediator image
465
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0