x
მეტი
  • 22.05.2022
  • სტატია:119379
  • ვიდეო:354127
  • სურათი:491878
როგორ გამოიყურებოდა "ხრუშჩოვკები" ნახევარი საუკუნის წინ - მისი შექმნის ისტორია
image

იშვიათია ადამიანი პოსტაბჭოთა სივრციდან, რომელიც ახლა "ხრუშჩოვკებს" არ აკრიტიკებდეს, თუმცა 50 წლის წინ ისინი მილიონობით ადამიანის მაშველი რგოლი იყო და გასული საუკუნის შუა ხანებში ყველაზე სასურველი საცხოვრებელი.

სსრკ-ში მუშებისთვის მასობრივი საცხოვრებლის აშენების პირველი მცდელობები ჯერ კიდევ 1920-იან წლებში იყო.

პირველი მუშათა დასახლება აშენდა ივანოვო-ვოზნესენსკში (ახლანდელი ივანოვო), ხის კარკასებით და ნახევრად ხის სახლებით, რომელიც იყო სსრკ-ში მასობრივი ინდუსტრიული მშენებლობის ერთ-ერთი პირველი მაგალითი.

1927 წელს, სოციალური საცხოვრებლების მშენებლობაში გერმანული გამოცდილების შესასწავლად, საბჭოთა დელეგაცია გაემგზავრა გერმანიაში, სადაც გაეცნო პემზის და ბეტონის პანელებზე დაფუძნებული სამრეწველო ასაწყობი სახლების სისტემას, რომელიც შემუშავებული იყო გერმანელი არქიტექტორის ერნსტ მაის მიერ .

სტალინის პერიოდში ფაქტობრივად მოხდა ინდივიდუალური საცხოვრებელი კორპუსების იგნორირება, მუშებისთვის აშენებული საცხოვრებელი, როგორც წესი, შედგებოდა ყაზარმებისა და ერთ ოთახიან საოჯახო საერთო საცხოვრებლებისგან, ხშირად ეს იაფი სახლები შენდებოდა სტანდარტული გადაწყვეტილებების გამოყენებით. ბევრი მათგანი დროებითი იყო და არ გააჩნდა საჭირო კეთილმოწყობა.

1950-1960-იანი წლებიდან იწყება უზარმაზარი ქვეყნის ქალაქების განვითარება საცხოვრებელი კორპუსებით, სადაც დაპროექტებული იყო ცალკე ბინები საკუთარი სანიტარული კვანძით დ გათბობით, საბჭოთა ხალხი უბრალოდ აღფრთოვანებული იყო.

ბევრი ჰგონია, რომ ამ ტიპის პანელის სახლების მასიური მშენებლობა, რომლებმაც მიიღეს პოპულარული მეტსახელი "ხრუშჩოკა", წმინდა საბჭოთა გამოგონებაა. მაგრამ ეს ასე არ არის, მოსახლეობის ასეთი ეფექტური და სწრაფი უზრუნველყოფის იდეოლოგიური ინსპირატორი იყო ფრანგი არქიტექტორი ლე კორბუზიე.


image

ის იყო სრული მინიმალიზმის მიმდევარი და უარყოფდა მრავალსართულიან სახლებში ყოველგვარ მოზაიკებს, ქანდაკებებს, სვეტებს, თაღებს და ა.შ.(გაიხსენეთ ფილმი "ჭრიჭინა" სადაც სწორედ ამ საკითხზე მიდის კამათი და ახალგაზრდა არქიტექტორი ნამორაძე სწორედ ამ იდეის მომხრეა)

ფრანგი არქიტექტორის ახალი კონცეფციის შესაბამისად: კორპუსების მშენებლობა მზა პანელებისგან, მინისგან და რკინაბეტონისგან შედგებოდა. ამ შემთხვევაში, ფორმა აუცილებლად უნდა შეესაბამებოდეს მიზანს, იყოს ყოველგვარი ამობურცული ფასადის ელემენტების გარეშე და გამოიყენებული იქნას სადა ფერის გამა.


imageფოტოზე: ბევრ ქვეყანაში ცდილობენ მსგავსი სახლების განახლებას


imageფოტოზე: ხრუშჩოვკის ტიპის სახლი ამსტერდამში



1958 წლიდან, ვიტალი ლაგუტენკოს ხელმძღვანელობით, დაიწყო თითოეული საბჭოთა ოჯახისთვის ცალკე საცხოვრებლების მასიური მშენებლობა. ძნელი დასაჯერებელია, მაგრამ სახლები მართლაც „სოკოებივით ამოდიოსა“, რადგან ხუთსართულიანი პანელის შენობის აწყობას მხოლოდ ... 12 დღე სჭირდებოდა!

image

თავისებური რეკორდი დაფიქსირდა ლენინგრადში, როდესაც რევოლუციის მორიგი წლისთავზე სტახანოველთა ბრიგადამ 5 დღეში ააშენა კორპუსი იმ ხარჯების ეკონომიის გათვალისწინებით, როგორიცაა უარი შიფერისგან დამზადებულ უფრო პრაქტიკული დაქანებული სახურავებზე, უარი ლიფტებზე (სპეციალურად ააშენეს ამის გამო 5 სართულიანი კორპუსები), ნაგვის მილსადენზე და ცხელი წყლით მომარაგებაზე ( წყლის გასათბობად გაზის გამაცხლებლებს იყენებდნენ) და ცალკე აბაზანაც კი.

image

გარკვეულად ცუდი დაგემარების მიუხედავად, საბჭოთა ოჯახები წარმოუდგენლად ბედნიერად გრძნობდნენ თავს, როდესაც ცალკე კომუნალურ ბინებს იღებდნენ, მეორე მსოფლიო ომის შემდგომ ხომ ძალინ ბევრი ადამიანი ყაზარმების ტიპის დასახლებებში ცხოვრობდნენ(ე.წ. ბარაკები), მით უმეტეს, რომ ახალ მიკრორაიონებში ცხოვრების გასაადვილებლად სრულად იყო აღჭურვილი ინფრასტრუქტურით, სადაც ყველაფერი ხელმისაწვდომი იყო - საბავშვო ბაღები და სკოლები, კლინიკები და მაღაზიები, აფთიაქები და სამრეცხაოები, საზოგადოებრივი კვება, საპარიკმახერო სალონები და მრავალი სხვა.

დღეს "ხრუშჩოვკებმა" თავისი მოჭამა, „ხრუშჩოვკების“ ექსპლუატაციის ვადა 25 წელი იყო, არსებობდა ე.წ. მყარი „მყარი ხრუშჩოვკებიც“ რომელსაც 50 წლამდე უნდა გაეძლო, ყოფილ სსრკ-ს ტერიტორიაზე ბევრ ქალაქებში მათი ნგრევა ადა ახლით შეცვლა მიმდინაროებს, თუმცა თავის დროზე ამ მასიურმა "ხრუშჩოვკებმა" თავის პროგრამა მაქსიმუმი სრულად შეასრულა.

image

ფოტოზე: "ხრუშჩოვკები" საბურთალოზე 1960-იანი წლები



image

ასევე იხილეთ



მასივის მშენებლობა -1960-იანი წლები სანაპირო საცხოვრებელი კორპუსები და კერძო სახლები საცხოვრებელი კორპუსების მშენებლობა 1960-იანი წლები ძველი თბილისი ძველი თბილისი-ორთაჭალისკენ მიმავალი გზა მარჯვენა სანაპირო ძველი თბილისის ხედი კოტე აფხაზის ქუჩა და რიყე მეტეხის ციხე სანაპირო ...


ბრიტანეთში გამოდის უკრაინელი რეჟისორის სერგეი ლოზნიცას ახალი დოკუმენტური ფილმი "გამომშვიდობება სტალინთან(ორიგინალი სათაურია "სახელმწიფო დაკრძალვები)". ორ საათიანი დოკუმენტური ფილმი მთელი სკრუპულოზურობით აღადგენს 1953 წლის მარტის დღეებს - ბელადის სიკვდილის გამოცხადებიდან დაწყებული და წითელ მოედანზე მავზ...



ყველასთვის უკვე ცნობილია, რომ საქართველოს ცხოვრების დონე არა თუ მეზობელ რესპუბლიკებზე მნიშვნელოვნად მაღლა იდგა, არამედ მთლიანად იმპერიაში, მიუხედავად იმისა, რომ საქართველო არ იყო მდიდარი ისეთი ბუნებრივი რესურსებით, როგორიცაა ნავთობი, მინერალები, ქიმიური მრეწველობა, არ იყო შავი და ფერადი მეტალურგიის ძლიერი ქსელი. მიუხედავად ...



1970 -იან წლებამდე ფერადი ფოტოგრაფია იშვიათი იყო და ამიტომ, როდესაც ჩვენ ვფიქრობთ წარსულზე, ვიხსენებთ 50-100 წლის წინანდელ ისტორიას ჩვენ ხშირად წარმოგვიდგენია იგი შავ -თეთრ ფერში, ანუ როგორ ჩაგვებეჭდა ფოტოსურათებიდან და კინოფირებიდან მაგრამ თანამედროვე ტექნოლოგიების წყალობით, რომელიც ისტორიული ფოტოების "შეღებვის" საშუალებას იძლევა, ჩვენ შეგვიძლია დავინახოთ, რო...

0
309
5-ს მოსწონს
ავტორი:არაჩანდა
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
Mediator image
309
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0