ვარსკვლავები მათ სილამაზის შესახებ სტერეოტიპები დაამსხვრიეს და ცნობილი მოდელები გახდნენ 2021, 30 ნოემბერი, 13:43 ვინი ჰარლოუ ვინი ჰარლოუს ნამდვილი სახელი და გვარია შანტელ ბრაუნ-იანგი. იგი იტანჯება ვიტილოგოსგან. ვიტილოგო ეს კანის დაავადებაა, როცა იგი კარგავს პიგმენტს, შეფერილობას. ვინი ამის გამო ბავშვობიდან თანატოლების სასტიკი მოპყრობის მსხვერპლი იყო. მას ხშირად ეძახოდნენ დაცინვით "ძროხას", "ზებრასა" და სხვა უსიამოვნო მეტსახელებს. მოგვიანებით მოდელმა აღიარა, რომ თანატოლთა მხრიდან ბულინგის გამო ხშირად უფიქრია თვითმკვლელობაზე, ჰქონდა ხანგძლივი დეპრესიები. საშუალო სკოლაში ვინი ჰარლოუს ურთიერთობა თანატოლებთან იმდენად გართულდა, რომ დედა იძულებული გახდა, ალტერნატიულ სკოლაში გადაეყვანა. სკოლის მერე გოგონას მუშაობა ქოლ-ცენტრში დაიწყო. სლიკ ვუდსი
სლიკ ვუდსი იშვიათი გამონაკლისია, რომელიც პრაქტიკულად ქუჩიდან უცებ მოდის კვირეულების მონაწილედ მოევლინა საზოგადოებას. იგი არეულ ოჯახში დაიბადა: მამა ვუდს არასოდეს უნახავს, დედა ციხეში მოხვდა და სულაც არ დარდობდა ქალიშვილის მომავალზე. გიგანტური დიასტემა (ცენტრალურ საჭრელ კბილებს შორის დიდი შუალედი, დაშორება, ნაპრალი) გოგონას, უჩვეულო გარეგნობასთან ერთად, სულაც არ უწყობდა ხელს თავდაჯერებულობაში, რის გამოც ვუდს ძალიან გაუჭირდა მოზარდობის პერიოდში. შედეგად ვუდსი კინაღამ ჩავარდა იმ კრიმინალურ წუმპეში, რომელშიც დედა უკვე იმყოფებოდა: მან მოასწრო ციხეში ჯდომა საბანკო ბარათებთან დაკავშირებული თაღლითობისთვის, მაგრამ რამდენიმე თვეში გამოვიდა თავისუფლებაზე. ერთხელ ავტობუსის გაჩერებაზე დიზაინერ ეშ სტაიმესტის ყურადღება მარტივად მიიპყრო ვუდსმა თავისი უცნაური გარეგნობის წყალობით და სარეკლამო რგოლში მონაწილეობაზე შეთავაზება მიიღო. ამის მერე ვუდსით სხვა ბრედებიც დაინტერესდნენ (მერსედეს ბენცი, კელვინ კლაინი.
119 შეფასება არ არის
|