ვარსკვლავები წარმატებული მოდელი გოგონები არასტანდარტული გარეგნობით 2020, 7 დეკემბერი, 21:28 ![]() ყოველ ეტაპზე მოდის სფეროში თაყვანს სცემდნენ სხვადასხვა ტიპის სილამაზეს. განსხვავებული იყო მოდელის გარეგნობისადმი მოთხოვნებიც. ზოგჯერ სპორტული გარეგნობა იწევდა წინ, ზოგჯერ - კლასიკური ელეგანტური სტილი, ანდროგინია, ან ხაზგასმული სექსუალობა. წარმოგიდგენთ 10 მოდელ გოგონას, რომელთაც არასტანდარტული, არატიპური გარეგნობა აქვთ, თუმცა წარმატებული მოდელები არიან. ტამი გლაუზერი ![]() მოდელისათვის არატიპური გარეგნობის მქონე ტამი გლაუზერი ცნობილი გახდა "ლუის ვიტონის" ჩვენებიდან. მან მოდელობა დაიწყო 10 წლის დაგვიანებით, 27 წლის ასაკიდან და მალევე აპირებდა ამ საქმიანობის მიტოვებას, თუმცა ჯერჯერობით რჩება სფეროში.
![]() ლაინეიზი მონტერო
![]() ლაინეიზი მონტერო 19 წლიდან აღმოჩნდა მოდის ინდუსტრიაში. იგი წარმოშობით აფფრიკელი, კერძოდ, დომინიკელია (დომინიკის რესპუბლიკა). გაცილებით მეტად პოპულარული გახდა, ვიდრე სხვა მისი ასაკის შავკანიანი მოდლელები. არის "პრადას" სახე. ![]()
დამარის გოდრი ![]() დამარის გოდრი ბელგიური წარმოშობის მოდელია, რომელიც ერთ-ერთმა ჰოლანდიურმა სააგენტომ აღმოაჩინა და მისი ყურადღება მიიპყრო ლათინო-ამერიკული სენსუალობით. ![]() მოლი ბეირი ![]() მოლი ბეირი 16 წლის ასაკიდან გამოჩნდა მოდის სფეროში. ის ყურადღებას იქცევს უცხოპლანეტელის გარეგნობით. ფერნანდა ხინ ლინ ლი ![]() ფერნანდა ცნობილია, როგორც "ვარდისფერთმიანი მოდელი". საინტერესოა მისი არასტანდარტული თმის ფერი აზიური გარეგნობის თანხმლებად.
მაილა დალბეზიო ![]()
ბჰუმიკა არორა ![]() ბჰუმიკა არორა ინდური წარმოშობის წარმატებული მოდელია. ჩრდილოეთ ინდოეთელი გოგონა 27 წლის ასაკში გამოჩნდა მოდის სფეროში.
სიერა სკაი ![]() სიერა სკაის აქვს მეტად უცნაური გარეგნობა: ტალღოვანი გრძელი თმები, ოვალური სახე, ძლივს შესამჩნევი წარბები, მგრძნობიარე ტუჩები, თხელი ცხვირი და წვრილი თვალები. ნატალი ვესტლინგი ![]() ნატალი ვესტინგლი არატიპური გარეგნობის მოდელია: უცნაური ფიგურა, ლამაზი თმები, დიდი ამობურცული თვალები და წარბები თითქმის შეუმჩნეველი.
ისა ლიში
![]() ისა ლიში 19 წლის ასაკიდან იპყრობს ყურადღებას ეგზოტიკური გარეგნობით. იგი ნახევრად მექსიკელი, ნახევრად იაპონელია, რაც ლიშის გარეგნობაზეც აისახა. 51 1-ს მოსწონს
|