ნორვიჩი - ვესთ ჰემი Carrow Road დასაწყისი 15:45
"ნორვიჩმა" გასული სეზონი საკმაოდ კარგად ჩაატარა და სასურველი ადგილიც დაიკავა. თუმცა მიმდინარე სეზონში მათ ჯერ არ მოუპოვებიათ პირველი გამარჯვება. "ვესთ ჰემს" კი უკვე ორი მოგება აქვს. "ჩაქუჩებმა" ბოლო ორი მატჩიდან ორივე მოუგეს "ნორვიჩს". გასულ სეზონში ჩემპიონშიპში მოთამაშე "ვესთ ჰემმა" გასვლითი მატჩები ბრწყინვალედ ჩაატარა და მოიპოვა 13 გამარჯვება. ეს კი კლუბის ახალი რეკორდია.
რასელ მარტინმა შესაძლოა ითამაშოს ამ შეხვედრაში. მან გამოტოვა შოტლანდიის ეროვნული ნაკრების ბოლო მატჩი ტრავმის გამო. ელიოტ ბენეტი კვლავ ტრავმირებულია.
"ვესთ ჰემის" ახალწვეული ენდი ქეროლი ამ მატჩში მონაწილეობას ვერ მიიღებს. მის ნაცვლად კი იქნება კარლტონ კოული. კლუბის კიდევ ერთი ახალწვეული იოსი ბენაიუნი მზადაა სათამაშოდ.
მანჩესტერ იუნაიტედი - უიგანი Old Trafford დასაწყისი 18:00
უკანასკნელად "უიგანმა" ოლდ ტრაფორდზე გოლის გატანა 2006 წლის დეკემბერში შეძლო, როდესაც ლეიტონ ბეინსმა თერთმეტმეტრიანი დარტყმით გაიტანა გოლი, თუმცა კრიშტიანო რონალდუსა და ოლეგუნარ სოლსკიაერის გოლებმა მაინც ქულის გარეშე დატოვეს "უიგანელები". "იუნაიტედს" კვლავაც უამრავი ტრავმირებული ფეხბურთელი ჰყავს და მიმდინარე სეზონში დაცვაში სერიოზული პრობლემები აქვთ, თუმცა ამ პრობლემის განეიტრალებას ახერხებს რობინ ვან პერსი, რომელმაც მოახერხა პირველი ჰეთთრიქის შესრულება "იუნაიტედის" მაისურით. წინა სეზონში "უიგანმა" საკუთარ მოედანზე დაამარცხა "წითელი ეშმაკები". ეს დამარცხება კი ჩემპიონობის ტოლფასი დაუჯდა "მანჩესტერ იუნაიტედს."
რობინ ვან პერსის და შინჯი კაგავას მცირე ტრავმები ჰქონდათ სანაკრები მატჩების დროს, თუმცა ამ მომენტისათვის ყველაფერი კარგადაა და ისინი შეძლებენ თამაშს. უეინ რუნი, ფილ ჯონსი და კრის სმოლინგი კვლავ ტრავმირებულნი არიან. დარენ ფლეტჩერი კი შესაძლოა განაცხადში მოხვდეს.
ანტოლინ ალკარასმა და ჟან ბოსეჟურმა შესაძლოა ვერ ითამაშონ ამ შეხვედრაში. ჯეიმს მაკარტური კი შეძლებს თამაშს, ზურგის ტრავმის მიუხედავად.
არსენალი - საუთჰემპტონი Emirates Stadium დასაწყისი 18:00
2004-2005 წლების სეზონში, როდესაც "სოტონი" გავარდა პრემიერლიგიდან, ორივე მატჩი "არსენალის" წინააღმდეგ ფრედ დაასრულა. "არსენალი" ერთადერთი გუნდია ამ სეზონში, რომელსაც ჯერჯერობით გოლი არ აქვს გაშვებული, თუმცა პირველი გოლი მათ წინა ტურში გაიტანეს. "საუთჰემპტონი" კი ერთადერთია, რომელსაც ქულა არ აქვს აღებული ამ სეზონში და უკანასკნელ პოზიციაზეც იმყოფება. თუმცა ისიც უნდა ითქვას, რომ მათ მოუწიათ ორივე მანჩესტერულ კლუბთან დუელი და ორივე შეხვედრაში კარგი შტაბეჭდილება დატოვეს. "მეთოფეები" არ აგებენ "წმინდანებთან" ბოლო 17 შეხვედრის განმავლობაში.
დაბრუნებისთვი ემზადება "არსენალის" მეკარე ვოიცეხ შესნი, რომელმაც სეზონის სტარტი გამოტოვა ტრავმის გამო. მის ნაცვლად კი კარში იდგა ვიტო მანონე, რომელმაც არცერთი გოლი არ გაუშვა. აბუ დიაბის და ტეო უოლკოტს პრობლემები აქვთ ჯანმრთელობასთან დაკავშირებით.
გასტონ რამირესი და მაია იოშიდა ემზადებიან დებიტისთვის "სოტონის" შემადგენლობაში. დენი ფოქსმა მოირჩინა ტრავმა.
ასტონ ვილა - სუონსი Villa Park დასაწყისი 18:00
"ასტონ ვილამაც" და "სუონსიმაც" მიმდინარე სეზონი ახალი მწვრთნელებით დაიწყეს, თუმცა სრულიად განსხვავებულათ თამასობენ ისინი. "სუონსი" გათამაშების ცხრილში მეორე პოზიციაზეა, ხოლო "ასტონ ვილა" ბოლოდან მეორეზე. გასულ სეზონში "ვილამ" არცერთი გოლი არ გაუშვა "სუონსისგან". "გედებმა" სეზონი საკმაოდ კარგად დაიწყეს, თუმცა ამ მატჩისთვის სერიოზული პრობლემები აქვს დაცვის ხაზში.
ბირმინგემელთა მთავარი მწვრთნელი პოლ ლამბერტი ამ მატჩში ათამაშებს კლუბის ახალწვეულებს. ესენი არიან კრისტიან ბენტეკე და ჯო ბენეტი. კარში კვლავ ბრედ გუზანი იქნება. გაბრიელ აგბონლაჰორმა მოირჩინა ტრავმა და იბრძოლებს ძირითად შემადგენლობაში ადგილის დასაკავებლად.
"სუონსის" კი დაცვაში ძალიან უჭირს. ჩიკო ფლორესი დისკვალიფიცირებულია, ხოლო ნილ ტეილორმა უმძიმესი ტრავმა მიიღო "სანდერლენდთან" შეხვედრაში და სეზონის ბოლომდე ვერ შეძლებს თამაშს. მათ ნაცვლად ალბათ ბენ დევისი და ალან ტეიტი ითამაშებენ. ახალწვეული დუაიტ ტიენდალი სათადარიგოთა სკამზე იქნება.
ფულემი - ვესტ ბრომვიჩი Craven Cottege დასაწყისი 18:00
"ფულემისთვის" ეს სეზონი ძალიან წარუმატებლად დაიწყო. პირველ ტურში "ნორვიჩთან" განადგურების შემდეგ მათ ინგლისის ლიგის თასზეც წააგეს. "ბრომვიჩმა" კი ცხრა შესაძლო ქულიდან შვიდის აღება შეძლო და ლიდერებშიც გაერია. გასულ სეზონში ამ გუნდებს შორის გამართული ორივე მატჩი ფრედ დასრულდა. "ფულემმა" უკანასკნელი 6 საშინაო მატჩიდან 5 მოუგო "ბრომვიჩს".
ბრაიან რუისი თამაში კითხვის ნიშნის ქვეშ დგას, თუმცა დიმიტარ ბერბატოვმა წესით ძირითადი შემადგენლობიდან უნდა დაიწყოს მატჩი. კირან რიჩარდსონი ტრავმირებულია და მის ნაცვლად ითამაშებს ბერძენი ფეხბურთელი გეორგიოს კარაგუნისი.
"ვესტ ბრომვიჩს" დააკლდება სტივენ რიდი, თუმცა ტრავმა მოირჩინა რომელუ ლუკაკუმ. ჯერომ ტომასი ოპერაციის შემდეგ ჯერ არ გამოჯანმრთელებულა.
ქუინზ პარკ რეინჯერსი - ჩელსი Loftus Road დასაწყისი 18:00
მაყურებელს ამ თამაშზე მეტად აინტერესებს როგორ შეხვდებიან ერთმანეთს ჯონ ტერი და ანტონ ფერდინანდი. შეგახსენებთ გასულ სეზონში ჯონ ტერიმ რასისტული შეურაცხყოფა მიაყენა ანტონ ფერდინანდს და ამის გამო გაიმართა სასამართლო პროცესი, სადაც გამარჯვებული "ჩელსის" კაპიტანი გამოვიდა. "ჩელსიმ" ახალი სეზონი ბრწყინვალედ დაიწყო და მათ სამი მატჩიდან სამივე მოიგეს და შეეცდებიან ეს მაჩვენებელი კიდევ უფრო გაზარდონ. "ქპრ"-ს უამრავი ახალი ფეხბურთელი ჰყავს, თუმცა გუნდი ჯერჯერობით უსახურ ფეხბურთს თამაშობს და გულშემატკივრებში ამ მატჩში წაგება უკვე გაბრაზებას გამოიწვევს.
ანტონ ფერდინანდი ამ შეხვედრაში მონაწილეობას მიიღებს. მას ჰქონდა მცირე ტრავმა და ამიტომ გამოტოვა მატჩი "სიტის" წინააღმდეგ. ერთადერთი დანაკარგი "რეინჯერებისთვის" ნახევარმცველი სამბა დიაკიტეა.
ჯონ ტერი და ეშლი კოული მცირე ტრავმები შემდეგ გამოჯანმრთელდნენ. ტრავმირებული მხოლოდ მარკო მარინია.
სტოკი - მანჩესტერ სიტი Britannia Stadium დასაწყისი 18:00
"სიტის" მოუწევს რთული მატჩის ჩატარება "სტოკში". არამხოლოდ იმიტომ, რომ მასპინძლები საკუთარ მოედანზე კარგად თამაშობენ, არამედ "ბრიტანია" 5 მეტრით უფრო მოკლეა და 4 მეტრით უფრო ვიწროა, ვიდრე ნორმალური სტადიონი. უკანასკნელად "ქალაქელებმა" "სტოკს" გასვლაზე მოუგეს 1999 წელს, როდესაც ორივე გუნდი ჩემპიონშიპში თამაშობდა.
უკანასკნელი 10 თვის განმავლობაში პირველ შეხვედრას ჩაატარებს მაიკლ ოუენი, რომელიც შეუერთდა "სტოკს". ასევე სადებიუტოდ ემზადება სტივენ ნზონზი.
სერხიო აგუეროს თამაში საეჭვოა. სამაგიეროდ თვალის ოპერაციის შემდეგ მომჯობინდა მარიო ბალოტელი. მაიკონს, მატია ნასტასიჩს, ხავი გარსიას და სკოტ სინკლერს შეუძლიათ ჩაატარონ პირველი მატჩი "სიტის" მაისურით.
სანდერლენდი - ლივერპული Stadium Of Light დასაწყისი 20:30
ჯერჯერობით არც "სანდელენდს" და არც "ლივერპულს" მოგება არ მოუპოვებიათ, თუმცა "კატებს" ერთი მატჩით ნაკლები აქვთ ჩატარებული. ბრენდან როჯერსს ჯერჯერობით არ გამოსდის გუნდის თამაშის დალაგება შეტევის ხაზში, რადგან ძალიან მცირე რაოდენობის თავდამსხმელია გუნდში. "წითლებისგან" განსხვავებით "სანდერლენდმა" უმაღლესი კლასის თავდამსხმელი შეიძინა სტივენ ფლეტჩერის სახით, რომელმაც წინა შეხვედრაში დუბლი შეასრულა.
ადამ ჯონსონს ტრავმა აწუხებს და ამოტომ არ იყო გამოძახებული ინგლისის ნაკრების შემადგენლობაში. დენი როუზი დებიუტისთვის ემზადება.
"ლივერპულის" მცველს ხოსე ენრიკეს მუხლზე აქვს პრობლემები, თუმცა ამ მატჩში მონაწილეობას მიიღებს.